22.03.2019, 11:04 | |
ხავორტიას ოჯახი არის როგორც ალოესებრთა, ასევე, ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. თუ თქვენ მისთვის სასურველ მინიმალურ პირობებს შეუქმნით, ის ყოველთვის ჯანსაღი და ლამაზი იქნება. ხავორტია არის სუბტროპიკული მცენარე და უყვარს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ, არ უყვარს ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ზამთარში. მას აქვს სქელი, წყლიანი ფოთლები, სადაც წყალს იგროვებს და საჭიროების შემთხვევაში იქიდან მოიხმარს და ამიტომ არ მოსწონს ხშირი მორწყვა. ოთახის პირობებში ხავორტია იზრდება მაქსიმუმ თხუთმეტი სანტიმეტრის. ის ძალიან ნელა იზრდება და ეს სიმაღლე მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მიიღწევა.
მოვლა: ხავორტია უნდა მოვათავსოთ კარგად განათებულ ფანჯრის რაფაზე, შესაძლოა მზის პირდაპირი სხივებიც ხვდებოდეს, მხოლოდ ზაფხულის მწველ მზეს მოარიდეთ. თუ ჩრდილში ამყოფებთ, ექნება მწვანე ფერის ფოთლები, ხოლო, თუკი მზის ქვეშ დადგამთ, მოწითალო შეფერილობა მიეცემა – ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ანუ რომელი ფერის ხავორტიაც მოგწონთ, შესაბამის ადგილას დადგით. სარწყავად უნდა
სასუქი: ხავორტიას აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე სჭირდება სასუქის მიწოდება. სასუქი უნდა იყოს კაკტუსებისთვის განკუთვნილი სასუქი, ოღონდ ნახევარი დოზით. უნდა მივაწოდოთ სასუქი თვეში ერთხელ.
ნიადაგი დაგადარგვა: ახალგაზრდა მცენარე უნდა გადაირგას ყოველწელ, ხოლო მოზრდილი 2-3 წელიწადში ერთხელ. ქოთანი უნდა იყოს ოდნავ დიდი წინაზე და დაბალი და განიერი ქოთანი. ნიადაგი უნდა იყოს წყლის კარგი გამტარი, უნდა გამოიყენოთ კაკტუსებისთვის განკუთვნილი ნიადაგი, მხოლოდ უნდა დაემატოს თიხის ნამტვრევები.
ხავორტია მრავლდება შვილებით. გაზაფხულზე ახალ ქოთანში გადარგვისას ფრთხილად უნდა მოარიდოთ შვილეული, მოჭრილი ადგილი კი დაფხვნილი ნახშირით დაამუშაოთ. შვილეული მცენარე უნდა ჩარგათ ტორფის და ქვიშის ნარევში, იქამდე, სანამ ფესვები კარგად არ გაეზრდება, შემდეგ უნდა გადაიყვანოთ მისთვის სასურველ ნიადაგში.
| |
| |
ნანახია: 2124 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |