11.04.2019, 12:00 | |
კალისია მრავალწლოვანი და მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეა, რომელიც გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეების ტენიან და ჩრდილიან ადგილებში. ოქროს ულვაში მძლავრი ბიოგენური სტიმულატორია, მდიდარია მინერალური მარილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით. შეიცავს სტეროიდებს, ფლავონდებს, პექტინს, იცავს უჯრედებს უცხო აგენტებისგან. მასში შემავალი ტანიდები და რუტინები წმენდავს სისხლძარღვებს და ამაგრებს მათ. ოქროს ულვაშის ორგანიზმზე ზემოქმედების სპექტრი საოცრად ფართოა. ამ ერთი შეხედვით უსახური, მაგრამ უნიკალური მცენარის ზემოქმედების ქვეშ ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემა ხვდება. მცენარე ასტიმულირებს ანტისხეულებისა და მკვლელი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც აკავებენ პირობითად პათოგენური მიკროფლორის ზრდას. ოქროს ულვაში ადამიანი ორგანიზმს ეხმარება უამრავი ქრონიკული დაავადების მკურნალობაში, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, კურნავს სისხლძარღვების დაავადებებს, ტუბერკულიოზს, პანკრეატიტს, შაქრის დიაბეტს, ასთმას. შესანიშნავია დამატებითი თერაპიის სახით ლეიკოზების, მიომის, ფიბრომისა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების დროს. დადებითად მოქმედებს ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლებზე, მცენარის წვენს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ვისაც დეპრესია სტანჯავს ოქროს ულვაშის ნახარში პირველი წამალია მისთვის. როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში: მცენარეს უყვარს კარგი განათებული ადგილი, მხოლოდ ისე რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს. სასურველი ტემპერატურაა 22-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში 15-20 გრადუსი. მცენარეს არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. კალიზიას უყვარს უხვი მორწყვა, ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს. თუ ცხელი ზაფხულია და ოთახში ძალიან ცხელა შეგიძლიათ ყოველდღეც მორწყათ. რაც შეეხება ჰაერის ტენიანობას არ არის მომთხოვნი, მაგრამ კარგი იქნება თუ პერიოდულად ფოთლებს სველი ჩვრით გაუწმინდავთ.
სასუქი: კალიზია ანუ ოქროს ულვაში აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე, თვეში 2-ჯერ, რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ. თუ მცენარის გამოყენებას სამკურნალოდ აპირებთ, მაშინ საერთოდ არ გაანოყიეროთ, ან მხოლოდ სუსტი ორგანული სასუქით მორწყეთ ხოლმე.
ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა კალიზია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადარგეთ (როდესაც ფესვები ქოთანს გადაავსებს), ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა საერთოდ არ სჭირდება.
როგორ მრავლდება: ოქროს ულვაში შეგიძლიათ კალმის დაფესვიანებით ან შვილეული როზეტების მეშვეობით გაამრავლოთ.
ოქროს ულვაშისგან როგორ დავამზადოთ წამალი: ნაყენს, მცენარის ულვაშით ამზადებენ, რომელსაც ნაწილებად ჭრიან და არაყს ასხამენ. პირველი დღე – 10 წვეთი ჩაამატეთ 0, 5 ჭიქა წყალში; მეორე დღე – 11 წვეთი; მესამე დღე – 12 წვეთი და ასე შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში, თითო წვეთი დაუმატეთ. შემდეგ, პირიქით, თითო წვეთი მოაკელით ყოველდღე, ვიდრე 10 წვეთამდე არ დახვალთ. ანუ, ეს იქნება მკურნალობის ორთვიანი კურსი. შემდეგ კი, მდგომარეობის მიხედვით, თუ საჭირო იქნება მკურნალობის გაგრძელება, ერთი თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ნახარშის მომზადებისას, მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება. უფრო ხშირად კი ფოთლებისგან ამზადებენ: ოქროს ულვაშის მიღება არ შეიძლება 18 წლამდე ბავშვებისთვის. | |
| |
ნანახია: 2262 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |