08.06.2019, 17:53 | |
ირესინი ამარანტასებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
როგორი პირობები სჭირდება: ირეზინს უყვარს მზიანი ან ნახევრად ჩრდილიანი გარემო, მაღალი სითბოთი და ტენიანობით. თუ კარგად განათებულ და მზიან ადგილზე არის მცენარე, მას უფრო მკვეთრი წითელი ფერის ფოთლები ექნება. სახლის პირობებში უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ ფანჯრის რაფაზე (სამხრეთის მხარეს), სინათლის ნაკლებობისას მცენარეს ფოთლები და ღერო ეწელება და მკვეთრ ფერსაც კარგავს. გაზაფხულსა და ზაფხულში უნდა მორწყათ უხვად, რომ მიწა სულ ტენიანი იყოს. უნდა მოირწყას მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა შეუშრება. სარწყავად გამოიენეთ ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყალი. დაასხით მცენარეს იმდენი წყალი სანამ ძირიდან არ გამოუვა და შემდეგ კარგად უნდა დაიწკრიტოს ზედმეტი წყლისგან, სადგამზე დარჩენილი წყალი კი გადაუწურეთ. შემოდგომიდან მორწყვა შეამცირეთ. თუ გრილად აზამთრებთ მორწყეთ იშვიათად, მაგრამ ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს. ირეზინს პერიოდულად სჭირდება გასხვლა, რათა უფრო დაიბუჩქოს და სასურველი ფომა მივცეთ. გასხვლა კარგია ადრე გაზაფხულზე მარტის დასაწყისში, მოჭრილი კალამი კი გასამრავლებლად გამოიყენეთ.
ნიადაგი და გადარგვა: ირეზინი ახალ ქოთანში საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაირგას ადრე გაზაფხულზე, როცა ყინვები მორჩება. თუ ცხელი ზაფხულია მცენარე ყოველ საღამოს მორწყეთ, მაგრამ არც ზედმეტი მოგივიდეთ. არ უყვარს მიწის სიმშრალე და ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს. რაც შეეხება ნიადაგს უნდა იყოს აუცილებლად ფხვიერი და წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: გადამწვარი ნაკელი + ცოტა ქვიშა + ხის ქერქი + ტყის მიწა. თუ ქოთანში აპირებთ მცენარის ყოლას ქოთნის ძირში არ დაგავიწყდეთ კარგი დრენაჟის გაკეთება. რაც შეეხება ღია გრუნტში მის დარგვას, თუ ნიადაგი არ არის ნოყიერი, მაშინ წინასწარ გამზადებულ ორმოში ჩაყარეთ ცოტაოდენი გადამწვარი ნაკელი და შემდეგ ჩარგეთ მცენარე. ჩარგვის შემდეგ კარგად მორწყეთ.
სასუქი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე ამ მცენარესაც უნდა მივაშველოთ სასუქი. სასუქი კარგია უნივერსალური და მიაწოდეთ ორ კვირაში ერთხელ. როგორ მრავლდება: მცენარე ირეზინი ადვილად მრავლდება. გასამრავლებლად საჭიროა ახალგაზრდა ტოტი მოაჭრათ მცენარეს, მოაცალეთ ქვემოთა ფოთლები და ჩადეთ წყალში დასაფესვიანებლად, ან ჩარგეთ ქვიშიან კონტეინერში. კალმები მოათავსეთ თბილ და ნათელ ადგილას. როცა კარგად დაფესვიანდება და ზრდას დაიწყებს გადაიყვანეთ ქოთანში მისთვის სასურველ სუფსტრატში.
| |
| |
ნანახია: 1574 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |