27.07.2019, 15:32 | |
გინურას მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მის სამშობლოდ ითვლება ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის რეგიონები. ლათინური სახელი მომდინარეობს სიტყვა გინე, რაც ნიშნავს ქალი და სიტყვა. გინურა მარადმწვანე, ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, დაახლოებით, ერთი მეტრი სიმაღლის იზრდება და ულამაზესი ფოთლები აქვს. ქვედა ფოთლები შედარებით დიდი ზომისაა, ზემოთ თანდათან მცირდება. ამ მცენარის გახარებას გირჩევთ, რადგან ჩვენს პირობებში ნაკლებად პრეტენზიულია. ის იოლად ეგუება საქართველოს კლიმატსა და პირობებს. გინურა ლამაზი მეწამული ფერის, ხავერდისმაგვარი ფოთლებით გამოირჩევა. დღესდღეობით ეს მცენარე ყველაზე ორიგინალურ მცენარედ ითვლება. ინტერიერში მას ლამაზი ფერადი ფერები შეაქვს. სხვადასხვა სახეობის გინურას ფოთლების ფორმა და ზომა სხვადასხვანაირია, უმეტესობას დაკბილული კიდეები აქვს. მცენარეს მისი თბილი და ნაზი ფერი ლამაზ იერს სძენს. ფოთლის ქვედა მხარე მეწამული ფერისაა გარდამავალი ფერებით. ამ მცენარეს ხალხი ლურჯ ფრინველსაც უწოდებს, რადგან მცენარეს უხვად აქვს მწვანე და ლურჯი ფერები. ფერების ინტენსივობაზე მოქმედებს გაზრდის პირობები და განათება. სახლის პირობებში ამ მცენარის შეფერილობა განსხვავებულია, ღია და მუქი შეფერილობის. გინურა ყვავილობას იწყებს შემოსგომაზე. მას აქვს ოქროსფერი კალათა ყვავილედები, რომელიც ტოტების ბოლოებში იშლება. ყვავილები უსიამოვნო სუნს გამოსცემს.
როგორ მოვუაროთ სწორად: მცენარე სინათლისმოყვარულია, მაგრამ პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. განათებაზეა დამოკიდებული ფოთლების მკვეთრი ფერები და ხაოების სილამაზე. განსაკუთრებით კარგი განათება მოსწონს მცოცავ გინურას, რომელიც დაკიდებულ ქოთანში ლამაზ ინტერიერს ქმნის. ზამთარში აუცილაბლად უნდა დაუმაგროთ ხელოვნური განათება, რათა სილამაზე არ დაკარგოს. რამოდენიმე წლის შემდეგ კარგავს სილამაზეს და გადაგვარდება, ამიტომ პერიოდულად სჭირდება ტოტების განახლება. ზაფხულში სასურველი ტემპერატურაა 22-25 გრადუსი, ზამთარში მინიმუმ 15 გრადუსი, ამაზე დაბალ ტემპერატურაზე მცენარე ზრდას წყვეტს. მცენარეს უყვარს სუფთა ჰაერი, აქედან გამომდინარე ოთახი ხშირად გაუნიავეთ, ოღონდ ისე რომ ორპირი არ იყოს. პერიოდულად მცენარეს სჭირდება გასხვრა, რათა კარგი ფორმა მიიღოს. უმჯობესია თუ ტოტებს ბოლოებს წააწყვიტავთ, ასე მცენარე დაიბუჩქება და ლამაზ ფორმას მიიღებს. მორწყვის რეჟიმი: მარტიდან ოქტომბრამდე უნდა მოირწყას ხშირად და ცოტა რაოდენობით წყლით, უმჯობესია ნადგამი მინიმუმ ერთი დღის წყალი. მორწყვისას ეცადეთ წყალი არ მოხვდეს ფოთლებს, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს მცენარეს, რადგან მისი ბუსუსიანი ფოთლები ძნელად იწოვს წყლის წვეთებს. ნოემბრიდან მცირდება მორწყვის რეჟიმი, მცენარე გადადის მოსვენების პერიოდში. უნდა მორწყათ მასინ, როცა ქოთნის ერთი მესამედი გაშრება.
სასუქი: როგორც ყველა მცენარეს გინურასაც სჭირდება სასუქი. სასუქი უნდა მიეწოდოს მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ორ კვირაში ერთხელ. კარგია აზოტის შემცველი სასუქი, ოღონდ სუსტი გაზავებით. აზოტის სიჭარბე მიწაში იწვევს ფოთლების გამწვანებას, ტოტები კი სწრაფად ეზრდება და დეკორატიულობას კარგავს.
ნიადაგი და გადარგვა: ყოველ წელს გაზაფხულობით უნდა გადაირგას ოდნავ დიდ ქოთანში, რაშიც იყო. უნდა გადაირგას როცა მცენარის ფესვები ბოლომდე აავსებს ქოთანს. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს დრენაჟი და შემდეგ გადაირგას მცენარე. სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: კორდის მიწა + ტორფი + ქვიშა.
როგორ მრავლდება: გინურა ადვილად გასამრავლებელი მცენარეა, მრავლდება კალმებით. გასამრავლებლად ტოტები უნდა აეჭრას გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. დასაფესვიანებლად ტოტები ჩადეთ წყლიან ჭიქაში და ერთ კვირაში უკვე დაფესვიანდება.
გინურა საკმაოდ გამძლე მცენარეა, მაგრამ პერიოდულად მაინც ემტერება ფრთათეთრა და აბლაბუდას ტკიპა. ამ შემთხვევაში უნდა შეიწამლოს მცენარე. თუ ნაკლები განათება აქვს შეფერილობას კარგავს და ტოტები უგრძელდება. თუ ფოთლები სცვივა მიწის გამოშრობის ბრალია. თუ ფოთლები დაპატარავებული ჰგამოაქვს, სინათლის ნაკლებობის და სასუქის არქონის ბრალია. და ყველაზე მთავარი: თუ ფოთლებზე წყალი დარჩა, შესაძლოა დაიღუპოს მცენარე.
| |
| |
ნანახია: 1982 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |