20.03.2019, 12:24 | |
ეონიუმი მრავალწლიანი სუკულენტი მცენარეა კანარის
ეონიუმის მოვლა: მცენარე სინათლის მოყვარეა, დგამენ კარგად განათებულ რაფაზე, აუცილებელია ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები. ზამთარშიც და ზაფხულშიც სჭირდება კარგი განათება და მზის სხივი. ზამთარში ხელოვნური განათება ესაჭიროება. ზამთარში აუცილებელი პირობაა სიგრილეში გამოზამთრება, სითბოში გამოზამთრების შემთხვევაში ფოთლებს დაყრის. ზაფხულში გააქვთ გარეთ, ხის ქვეშ და წვიმისგან დაცულ ადგილზე, ჩრდილში მისი ფოთლები მწვანდება. კრგად უძლებს გვალვას ხორციანი ფოთლების წყალობით, რომელშიც გროვდება წყალი. გაზაფხულ- ზაფხულში ზომიერი მორწყვა სჭირდება, უნდა მოირწყას მიწის ბოლომდე გამოშრობის შემდეგ.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდიდან აპრილიდან სექტემბრამდე უნდა მიეწოდოს სუკულენტებისთვის და კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქი თვეში ერთხელ.
ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა ეონიუმი ახალ ქოთანში უნდა გადაირგას ყოველ წელიწადს, ხოლო ზრდასრული 2-3 წელიწადში ერთხელ. ქოთნის ძირში აუცილებელი პირობაა კარგი დრენაჟის გაკეთება. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: კორდის მიწა + ფოთლოვანი ტყის მიწა + ქვიშა + წვრილი კერამზიტი ან ქოქოსის ტორფი.
გამრავლება: ეონიუმი მრავლდება ღეროს კალმებით, რომლებსაც აქვს ფოთლების როზეტი. ღერო ან ფოთოლი უნდა ჩაირგას მშრალ ნიაგადში და მოათავსოთ ჩრდილიან ადგილას, რომ არ მოხვდეს მზის სხივი. იშვიათად უნდა დაინამოს ოდნავ გრუნტი დილით ან საღამოს. ახალი ფოთლების ამოსვლით მიხვდებით, რომ მცენარე დაფესვიანდა. როზეტიანი ღეროს შემთხვევაში ზრდას დაიწყებს, ასეთ დროს უნდა გადაიტანოთ ნათელ ადგილას.
თუ ფოთლები წვრილი აქვს და ღეროს ქვედა ნაწილი ძალიან გაშიშვლდა, ესეიგი მორწყვა აკლია. თუ მუქი ფერის ეონიუმი გყავთ და ფოთლები უმწვანდება, ესეიგი სინათლე არ ჰყოფნის. თუ მწვანე ფერის მცენარემ ძალიან გაწითლება დაიწყო უნდა მოუჩრდილოთ, რათა მზემ არ დაწვას. თუ ზამთარში თბილ ოთახში გყავთ, შეიძლება ფოთლები დაყაროს და არაბუნებრივად გამოუშრეს.
| |
| |
ნანახია: 2177 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |