03.03.2020, 08:26 | |
ყვავილები ნორმალურად იზრდებიან და ვითარდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სათანადო პირობები შექმნილი. ზედმეტი წყალი, სინათლე, სითბო, კვება და რაც მთავარია დაავადებული ნიადაგი. ეს ძირითადი მოთხოვნაა მათგან... მათი ზრდის და განვითარების პერიოდში მათ ეს მოთხოვნა სხვადასხვანაირად უნდა დავუკმაყოფილოთ... წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაავადდებიან.
1) თუ მცენარეს აკლია სინათლე ან საერთოდ არა აქვს, მაშინ მცენარის ფოთლები უფერულდება, ღერო კი გრძელდება. ზოგიერთ მცენარეს ფოთლები უყვითლდება და სცვივა. ასე რომ, სინათლეს დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილების ნორმალურად განვითარებაში.
2) დაუშვებელია მცენარის დამუშავება ფუნგიციდებით ან ფოთლების დაბანა მზის შუქზე. ეს იწვევს მის ფოთლებზე ლაქების გაჩენას და დაწვას. ამიტომ თუ მცენარეს აქვს მიღებული შხაპი, აუცილებლად უნდა დაველოდოთ მის შეშრობას ფოთლებზე და ამის შემდეგ შეგვიძლია გავიტანოთ მზის შუქზე.
3) თუ მცენარე დაავადდა სოკოთი - ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები. ლაქებზე ეტყობა წრეები, ეს ლაქა გადიდებისას შავდება, ზემოდან კი ნაცრისფერი კონიდიები რჩება. დაავადების მიზეზია: ტენიანობის და ტემპერატურის ხშირი ცვლილება. 4) თუ მცენარეს აკლია აზოტი - მისი ფოთლები ნახევრად ყვითლდება, აჩერებს ზრდას, ყვავილობა აქვს უმნიშვნელო ან საერთოდ არა აქვს. ასეთ დროს უნდა მივაწოდოთ აზოტით მდიდარი სასუქი.
5) თუ მცენარეს აკლია კალიუმი - მაშინ მცენარეს უხმება ან უყვითლდება ფოთლის კიდეები, ფოთლები ეხვევა ქვემოთ, დეფორმაციას განიცდის ღერო.
6) თუ მცენარეს აკლია ფოსფორი - მის ფოთლებზე ჩნდება მოწითალო-მოყავისფრო ლაქები. ღეროები უწვრილდება და ზრდაში ჩერდება.
7) ანთრაკოზით ხშირად ავადდება ისეთი მცენარეები, როგორიცაა: ფიკუსი, ანთურიუმი, პალმა და სხვა. ასეთი დაავადების შემთხვევაში მცენარეს ფოთლებზე უჩნდება წვრილი ლაქები. ასევე ფოთლებზე შეიძლება გაჩნდეს მოწითალო-მოყავისფრო ლაქა, რომელიც შემოსაზღვრულია მოყვითალო კანტით. დაავადება სწრაფად ვითარდება მაღალ ტემპერატურაზე და ტენზე. მცენარეს პირველივე ნიშნების შენიშვნის შემთხვევაში, დროულად უნდა მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და მივიღოთ შესაბამისი ზომები. უნდა დავამუშაოთ მცენარე შესაბამისი ფუნგიციდებით სამჯერ, ათი დღის ინტერვალით. 8) თუ მცენარეს აკლია რკინა - მის ფოთლებზე ჩნდება ღია და მუქი ყვითელი ლაქები (ქლოროზი), რაც ღარიბ ნიადაგთანაა დაკავშირებული, ღერო კი რჩება მწვანე ფერის.
9) ვარდებს და სხვა მცენარეებს თუ აკლიათ ბორიუმი - მათი ახალი ფოთლები იქნება ღია ყვითელი და სუსტი.
10) ცრუფარიანა - ასეთ დროს მცენარის ფოთლებზე ჩნდება ვერცხლისფერი ნადები, რომელიც თანდათან იზრდება. გაწმენდით იწმინდება, მაგრამ მერე ისევ ჩნდება. დაავადებისას მცენარე აჩერებს ზრდას, ფოთლები და კოკრები სცვივა. ამ დაავადებით ხშირად ადავდდებიან ვარდები, კალანჰოე, გლოქსინია და სხვა. ასეთ დროს მცენარე უნდა დამუშავდეს ტოპაზით ან სკორით.
11) 10 გრადუსზე დაბლა მყოფ სითბოს მოყვარულ მცენარეებს უჩნდებათ სიდამპლე, ფოთლებზე უჩნდებათ ლაქები ყვითლიდან მოყავისფრომდე.
12) ფესვის ლპობა - დაავადება ყველაზე ხშირად კაქტუსებს და სუკულენტებს, პალმებს, ბეგონიებს და სენპოლიებს ემართებათ. სიმპტომები ფოთლების და ღეროების გაყვითლება არის, ხოლო შემდეგ მცენარე ჭკნობას იწყებს. დაავადების გაჩენის მიზეზი, ფესვთა სისტემაში სოკოს გაჩენა არის. რაც თავის მხრივ, გრუნტში ჭარბი ტენის არსებობით არის გამოწვეული. ფესვის ლპობასთან ბრძოლა, მცენარის დაავადების მხოლოდ ადრეულ სტადიაზე შეიძლება და მხოლოდ ქირურგიული გზებით, რაც მცენარის ქოთნიდან ამოღებას, ფესვების გარეცხვას და დაზიანებული ნაწილების მოჭრას გულისხმობს. მოჭრილ ადგილას უნდა მოაყაროთ დაფხვნილი ნახშირი. ამის შემდეგ, ის ახალ ქოთანში, ახალ გრუნტში უნდა გადაიტანოთ. მცენარე კარგად განათებულ ადგილზე უნდა დადგათ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. მისი მორწყვა შეიძლება, მაგრამ მცირე დოზებით, რომ ზედმეტად არ დატენიანდეს. როდესაც ახალი ყლორტები გამოუვა, მისი სახეობისთვის შესაფერის მორწყვის რეჟიმზე გადაიყვანეთ.
13) ნაცრისფერი ლპობის სოკო მაღალტენიანი და თბილი ჰაერის პირობებში ჩნდება. ამ დაავადებით ყველაზე მეტად ის მცენარე ზარალდება, რომელსაც თხელი და რბილი ფოთლები აქვს. დაავადების აღმოჩენა ფოთლებზე და ღეროებზე ნაცრისფერი ობის გაჩენით შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ ობს, ჰაერის ძლიერი ნაკადების არსებობის პირობებში, ჰაერში გადაადგილება და სხვა ადგილებზე გადასვლა შეუძლია. შედეგად, შეიძლება, ობი მთელს მცენარეს მოედოს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდეს. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები: ფრთხილად უნდა მოაცილოთ დაზიანებული ადგილები, რომ ობს გავრცელების საშუალება არ მიეცეს. ამის შემდეგ, მცენარეს გარკვეული პერიოდის მანძილზე, წყალი აღარ მიასხუროთ და მორწყვის სიხშირეც შეამცირეთ, ხოლო ოთახი ხშირად გაანიავეთ.
14) თუ მცენარეს გაუჩნდა ფოთლის ზედა მხარეს ნარინჯისფერ-ყავისფერი ამობურცულობა, უმეტესად ყვითელი ან წითელი ლაქებით, ფოთლის ქვედა მხარეს კი მეჭეჭები ოვალური, ან მგვალი ფორმისაა. შემდეგ ფოთლები უყვითლდება და სცვივა. ასეთ დაავადებას იწვევს ნიადაგის მაღალი ტენიანობა და ზედმეტი მორწყვა. ასეთ დროს უნდა შეამციროთ მორწყვის რეჟიმი და ხშირად გაანიავოთ ოთახი. უნდა შევწამლოთ მცენარე ბორდოს ხსნარით, ან ტოპაზიტ, სამჯერ უნდა გაიმეოროთ პროცედურა ათი დღიოს ინტერვალებით.
15) შავი ფეხი - ეს დაავადება ბევრი მცენარის ახლად დაფესვიანებულ კალმებს ახასიათებს, მაგრამ ყველაზე მეტად, პელარგონიუმისთვის არის დამახასიათებელი. დაავადება მაღალი ტენიანობის ან გასქელებული, წყალგაუმტარი გრუნტის გამო ჩნდება. დაავადების სიმპტომი, მცენარეს ძირის სიშავე არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის სოკოთი არის დაავადებული.
16) ბოლქვიან მცენარეებს თუ ჩავრგავთ ღია გრუნტში შედარებით ადრე, ვიდრე მიწა გათბება, ზამთრის შემდეგ მათი ბოლქვები შეაჩერებენ ზრდას. მათი ყვავილები იქნება სუსტი და მეჩხერი. ბოლქვი რჩება პატარა და მიწის ზემოთა ნაწილი გრძელდება, ანუ უსწრებს ბოლქვის განვითარებას. ტიტების ჩანასახები ამ დროს შეიძლება დაიღუპოს. ფესვთა სისტემა განიცდის ლპობას და იღუპება. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის სითბო, განსაკუთრებით ბოლქვების შემთხვევაში. ეს უნდა მოხდეს ან სათბურში და შემდეგ მოხდეს ღია გრუნტში გადატანა, ან უნდა დაველოდოთ მიწის გათბობას 15 გრადუს ტემპერატურამდე. | |
| |
ნანახია: 3436 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |