ტილანდსია (Tillandsia)
09.01.2019, 13:09

ტილანდსია ბრომელიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა,ტილანდსია-ის სურათის შედეგი რომელიც 500-მდე სახეობას აერთიანებს და ფართოდაა გავრცელებული ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ის ბუნებრივად ხარობს ტენიან ტყეებში, სანაპირო ზოლზე და მთიან ადგილებში. ამ გვარში გაერთიანებულია როგორც ჩვენთვის ცნობილი სახეობები, ისე ეფიპიტის არამსგავსი მცენარეები. ეფექტური ყვავილების და ფოთლების გარდა, მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ტილანდსიამ დიდი ხნის წინათ მიიპყრო მოყვარულ და პროფესიონალ ფლორისტთა ყურადღება, რადგან მისი სახეობები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო მცენარის გარეგნული დახასიათება ჭირს, თუმცა პირობითად შესაძლოა, სახეობები ორ ჯგუფად დავყოთ:

ატმოსფერული, ანუ ნაცრისფერი სახეობები - ამ სახეობას პრაქტიკულად არ გააჩნია ფესვთა სისტემა. ამ სახეობებს მაგარი, აქერცლილი ფოთლები აქვს, რაც მათ ნაცრისფერ შეფერილობას ანიჭებს. ბუნებრივ პირობებში ეს სახეობები ტყის ყველაზე მაღალი იარუსის ხეებზე იზრდება.
ქოთნის, ანუ მწვანე სახეობები - ეს სახეობები ჩვეულებრივ ოთახის მცენარეს ჰგავს. მწვანე, სახაზავისებური ან სამკუთხა გრძელი ფოთლები როზეტებად აქვს შეკრული. ბუნებაში ეს სახეობები გვხვდება ტყის ქვემოთა იარუსის ხეებზე ან მიწაზე ჩამოვარდნილ ტოტებზე. ისინი ყურადღებას იპყრობს ეფექტური მკვეთრი ფერის ყვავილედებით.

ეს სახეობები მარტო გარეგნობით კი არა მოვლის პირობებითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ქოთნის ტილანდსიას ძლიერი ფესვთასისტემა აქვთ და ივითარებს მასიურ როზეტებს. როზეტის ცენტრიდან ამოდის დიდი საყვავილე ღერო, რომელიც ფორმით თავთავს ჰგავს. 

 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

ქოთნის ტილანდსიები გამოიყენება ინტერიერის გასალამაზებლად. უყვარს ყურადღება და სინათლე. ეფიპიტებს კი უყვართ ჰაერის მაღალი ტენიანობა, ძირითადად ზრდიან სააბაზანოში. ასევე გამოდგება აკვარიუმების, შუშის ვაზების გასალამაზებლად. 

ტილანდსიას ატმოსფერული სახეობები ქოთნის სახეობებზე მეტად მომთხოვნია მზის შუქის მიმართ. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის დილის ან საღამოს მზის სხივები, ამიტომ მცენარის ეს სახეობები აღმოსავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის ფანჯარასთან მოათავსეთ.დაკავშირებული სურათი
ტილანდსიას ქოთნის სახეობები კარგად ხარობს ნახევრად ჩრდილში, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ სახეობებს გაფანტულ შუქზე მოათავსებთ, ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. შემოდგომასა და ზამთარში ტილანდსიას ქოთნის სახეობები შეგიძლიათ, შედარებით განათებულ ადგილას გადაიტანოთ, მაგალითად, კარგი იქნება, თუ გაზაფხულის დადგომამდე მას სამხრეთ-აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარასთან მოათავსებთ, ან ხელოვნურ განათებას მოუწყობთ. áƒ“აკავშირებული სურათი

ტილანდსია სითბოს მოყვარული მცენარეა, ყველა სეზონზე თითქმის ერთნაირი ტემპერატურა სჭირდება. კარგად გრძნობს თავს 20 გრადუსზე ზემოთ. ეფიპიტები უფრო ამტანები არიან და 12 გრადუსზეც კარგად გრძნობენ თავს. 

ტილანდსიას ყველა სახეობას უყვარს ტენი. ზაფხულის ცხელ დღეებში მცენარეს მორწყვა ყოველდღე სჭირდება, შემოდგომასა და გაზაფხულზე კი შედარებით იშვიათად. ზამთარში მორწყვათა ინტენსივობა ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული - თუ ოთახში თბილა, მაშინ მცენარე როგორც ზაფხულში, ისე უნდა მორწყათ, თუ გრილა მორწყვათა სიხშირე შედარებით უნდა შეამციროთ. თუ მცენარეს ფოთლები ცენტრისკენ მილისებურად ეხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს წყალი არ ჰყოფნის. ასეთ დროს ქოთანი 3-4 საათით მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის წყალში, ამოღების შემდეგ კი კარგად უნდა დაიწკრიტოს. მცენარე ირწყვება როზეტიდან და პერიოდულად ფოთლებზე წყალი უნდა შეასხუროთ. ჰაერის სიმშრალის გამო მცენარე შეიძლება დაიღუპოს. მაშინ არ ინამება მცენარე თუ ოთახში 15 გრადუსზე დაბალია ტემპერატურა და ასევე ყვავილობის დროს. სარწყავი წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე 5 გრადუსით თბილი. áƒ“აკავშირებული სურათი

 

 

სასუქი:

ტილანდსიას სასუქს მიწიდან არ აძლევენ, უნდა გამოიკვებოს ფოთლებზე შესხურებით, მხოლოდ სიქრთხილეა საჭირო რომ როზეტში არ გადროვდეს. კარგია ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქი და მოყვავილე მცენარეების, მხოლოდ მითითებული დოზის ნახევარი უნდა გაზავდეს. სასუქი უნდა მისცეთ მხოლოდ გაზაფხულ_ზაფხულში, შემოდგომიდან სასუქის მიცემა უნდა შეწყვიტოთ. 

 

როდის და როგორ გადავრგათ:დაკავშირებული სურათი

ეფიპიტები გადარგვას არ საჭიროებს. ქოთნი ტილანდსია კი უნდა გადარგათ მაშინ, როცა ფესვები მთლიანად შეავსებს ქოთანს. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი. ახალ ქოთანში უნდა გადაიტანოთ თავისივე მიწით, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. გადარგულ მცენარეს საგულდაგულობ დაუტკეპნეთ მიწა რომ არ იყანყალოს.  

 

ნიადაგი:დაკავშირებული სურათი

ყველანაირ ნიადაგში ვერ ხარობს, უნდა გამოიყენოთ ორქიდეებისთვის განკუთვნილი ნიადაგი ან თვითონ მოამზადოთ ნაზავი: ფოთლოვანი მიწა + ნეშომპალა + ტორფი + ფიჭვის ქერქი და ცოტაოდენი ქოქოსის ქერქი. 

 

როგორ მრავლდება:

ტილანდსია შეგიძლიათ, შვილეული როზეტებით გაამრავლოთ, რომელსაც მცენარე ყვავილობის დასრულებისას ივითარებს. შვილეული მცენარე მაშინ უნდა მოაცილოთ დედას, როცა ზომით დედის ნახევარი გაიზრდება. გადარგვა უნდა მოხდეს გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. 
დაკავშირებული სურათი

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1784 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar