სუმბული (Hyacinthus)
27.06.2019, 16:03

სუმბული მრავალწლიანი ბოლქვოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. Hyacinthus-ის სურათის შედეგიცნობილია ერთი სახეობა აღმოსავლური სუმბული, რომელიც ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებში. სუმბულის ჯიშებს სხვადასხვა სიმკვრივის, ფერის, ზომისა და ფორმის ყვავილები აქვს. მოჰყავთ კარგად განათებულ, მსუბუქ თიხნარ და ნოყიერ ნიადაგზე. მრავლდება ძირითადად ბოლქვებით, იშვიათად თესლით. სუმბულის ყვავილისაგან მიღებულ ზეთს პარფიუმერიაში ხმარობენ. სუმბული საუკეთესო საორანჟერეო და სათაიგულე მცენარეა. იყენებენ რაბატებში, კლუბებსა და გაზონებში ყვავილწნულებად.

კოლექციონერებმა გამოიყვანეს სუმბულის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის ოთახის სუმბული, რომელიც ზამთრის დასასრულს თებერვალში ყვავის. 

სუმბულის ფესვთა სისტემა წარმოადგენს ბოლქვს, რომელიც შედგება წვნიანი ფოთლებისგან. მისი ღერო სიმაღლით მაქსიმუმ ორმოცი სანტიმეტრი იზრდება. ფოთლები წვრილი და ზემოთ ამართული აქვს. ყვავილედი კონუსისებრია, შედგება წვრილი სხვადასხვა ფერის ყვავილებისგან. ყვავილობის დასრულების შემდეგ ხმება ყვავილებიც და ფოთლებიც. არსებობს მარტივი და ხუჭუჭა ყვავილიანი სუმბული. ყვავილი შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, ლურჯი, კრემისფერი, ყვითელი შეფერილობის. ყვავილობის დასრულების შემდეგ ვითარდება ნაყოფი სამწახნაგა კოლოფი ორი თესლით, რომელიც ნაზი კანითაა დაფარული. 

Hyacinthus-ის სურათის შედეგი

 

სუმბულის მოვლა სახლის პირობებში :

სუმბულის მოვლა სახლის პირობებში ყველას არ შეუძლია, მას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ ფანჯრის რაფაზე. არასაკმარისი განათების გამო არ იყვავილებს. სუმბულს დღის განმავლობაში მინიმუმ 12 საათიანი განათება სჭირდება. ზამთარში აუცილებლად ხელოვნური განათება უნდა დაუყენოთ. პერიოდულად ატრიალეთ ქოთანი სინათლის მხრიდან, რათა ლამაზად გაიზარდოს საყვავილე ღერო. Hyacinthus-ის სურათის შედეგი

სუმბულს უყვარს ნესტი, უნდა მორწყათ რეგულარულად, ისე რომ მიწა სულ ნესტიანი ჰქონდეს. სარწყავი წყალი უნდა იყოს ნადგამი და ოთახის ტემპერატურის, ძალიან უყვარს წვიმის წყალიც. სუმბული მორწყეთ ძირიდან, წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლის ღერებს და ყვავილს, თორემ შეიძლება დალპეს. 

სუმბულს ოპტიმალური ტემპერატურაა 20-22 გრადუსი. ზამთარში ეცადეთ თბილ ოთახში არ გამოაზამთროთ. 

Hyacinthus-ის სურათის შედეგი

სასუქი:

სასუქი უნდა მიაწოდოთ აქტიური ზრდის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ. 

 

სუმბულის ბოლქვის დარგვა:

თუ სუმბულის ბოლქვის შეძენას აპირებთ ყურადღება მიაქციეთ ბოლქვის ხარისხს. სასურველია იყოს ღია გრუნტში გამოზრდილი ბოლქვი. ბოლქვი უნდა იყოს მძიმე. ბოლქვის დარგვის დრო ოქტომბერ--ნოემბერია. მიწა უნდა იყოს Hyacinthus-ის სურათის შედეგიფხვიერი და უნდა ერიოს ქვიშა. ბოლქვი არ დამალოთ მთლიანად მიწაში, მისი მესამედი მიწის ზემოთ უნდა დარჩეს. თუ ერთ ქოთანში რამოდენიმე ბოლქვის ჩარგვას გადაწყვეტთ მათ შორის დაშორება 2,5- 3 სანტიმეტრი უნდა იყოს. ჩარგვის შემდეგ უნდა დაასათბუროთ. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ. ქოთანი უნდა მოათავსოთ სიბნელეში 10 გრადუს ტეწმპერატურაზე. ასეთ პირობებში უნდა ამყოფოთ ათი დღის მანძილზე. როცა ღერები ამოიწვერება გადაიტანეთ ნათელ და თბილ ადგილას. ამ პერიოდიდან სასუქი უნდა მიაშველოთ. დაახლოებით ერთ თვეში საყვავილე ღერო დაიწყებს ამოსვლას. საყვავილე ღერო იზრდება იანვარ-მაისში.

ყვავილობის შემდეგ აუცილებელია საყვავილის გადაჭრა, სანამ ნაყოფი განვითარდება, თორემ მცენარე მასზე ძალებს დაკარგავს. ყვავილობის მერე ფოთლები უნდა შევუნარჩუნოთ, რათა ის მისი საკვების წყაროა. ფოთლები მხოლოდ მაშინ უნდა მოაცილოთ, როცა ბოლომდე გაუხმება. 

 

როგორ მრავლდება:Hyacinthus-ის სურათის შედეგი

სუმბულის გამრავლება თესლითაც შეიძლება, ოღონდ ეს სახლის პირობებში საკმაოდ რთული პროცესია. თესლით ამრავლებენ ძირითადად სელექციონერები, ვისაც ახალი ფერების და ჯიშის გამოყვანა სურთ. 

სახლის პირობებში ადვილია სუმბულის გამრავლება ძირის დასერვით. ოპტიმალური პერიოდია ივლისი. უნდა აიღოთ ყველაზე დიდი და საღი ბოლქვი. უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს და გააშროთ. სტერილური ბასრი დანით ოთხად გადასერეთ ბოლქვი, დააცადეთ გაშრობა და დაამუშავეთ დაფხვნილი ნახშირით. ჩარგეთ ფხვიერ სუბსტრატში და მოათავსეთ ბნელ ადგილას,  22 გრადუს ტემპერატურაზე. სამ თვეში გამოჩნდება ახალი ბოლქვები.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4011 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
avatar