სუკულენტი სედუმი (sedum)
07.03.2019, 12:54

სედუმი მსუქანისებრთა ოჯახის ყველაზეsedum-ის სურათის შედეგი მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია, რომელიც მარტივად შეგიძლიათ, გამოზარდოთ როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში. ამ ჯგუფში გაერთიანებულია 600-მდე სახეობა და წარმოდგენილია როგორც ბალახოვანი, ისე ნახევრად ბუჩქების სახით. გავრცელებულია აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ სარტყელში. მისი სახელი ნიშნავს ჯდომას, ეს მცენარე მართლაც ყველგან გვხვდება- ქვაზეც კი.
სედუმის სახეობების უმრავლესობა სუკულენტია და ფართოდაა გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზოგიერთი სახეობა ზომიერ ყინვასაც უძლებს და შეგიძლიათ, ღია გრუნტში გამოზარდოთ. თუმცა, მცენარის სუბტროპიკული სახეობები, ძირითადად, საოთახო მემცენარეობაშია გავრცელებული.
sedum-ის სურათის შედეგი
სედუმების ზოგიერთ სახეობას გრძელი, დატოტვილი ღეროები აქვს, ზოგს კი - მოკლე, როზეტისებური. ფოთლები ხორცოვანია, მათი ფორმა კი დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე და შესაძლოა იყოს: წაგრძელებული, მრგვალი და ამობურცული, ცილინდრისებური, ნიჩბის ფორმის და ა.შ. 
ფოთლების შეფერილობაც სხვადასხვაა - ღია მწვანე, მოცისფრო-მომწვანო, კრემისფერი, მოწითალო და ა.შ. ზოგიერთ სახეობას ფოთლები ორ ფერში აქვს: ფოთოლი მწვანეა, ხოლო ბოლოები - მოწითალო ვარდისფერი.
სედუმის ყვავილობა ხანმოკლეა, მოკლე ყვავილედზე შეკრებილი, წვრილ-წვრილი ყვავილები კი თითქმის შეუმჩნეველია.
sedum-ის სურათის შედეგი
სედუმის პრაქტიკულად ყველა სახეობა მარტივი მოსავლელია, ადვილად მრავლდება და განსაკუთრებით მიმზიდველია სხვადასხვა კომპოზიციებისთვის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ 2-3 წლის შემდეგ მცენარე დეკორატიულობას კარგავს და ამიტომ აუცილებლად უნდა დაიყოს და კალმებით ხელახლა გამრავლდეს. სედუმი არა მარტო ლამაზი, არამედ სასარგებლო მცენარეცაა, ხალხურ მედიცინაში მის ფოთლებს იყენებელ ჭრილობის და დამწვრობის სამკურნალოდ.

 

როგორ მოვუაროთ სწორად:sedum-ის სურათის შედეგი

სედუმი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგად განათებულ ადგილას უნდა მოთავსდეს. აუცილებელია ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივები. კარგი იქნება თუ სამხრეთის ფანჯარაზე მოათავსებთ, ჩრდილოეთის ფანჯარა მცენარეს არ მოსწონს. ზამთარში კი დამატებითი განათების დაყენებაა საჭირო. კარგად იტანს სიცხეს, შუქის უკმარისობისას კი ღეროები უგრძელდება და უშიშვლდება. 
ჩრდილში მცენარე ყვავილობასაც წყვეტს. რაც შეეხება ტემპერატურას, სედუმი ამ მხრივ პრეტენზიული არ გახლავთ და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსაც კარგად უძლებს. ზოგიერთი სახეობა შეგიძლიათ, ღია გრუნტში გამოაზამთროთ, ზოგი სახეობა ზამთარში +5 გრადუსსაც კარგად უძლებს. თუმცა, სედუმის აბსოლუტურად ყველა სახეობისთვის იდეალური იქნება, თუ ზაფხულში სუფთა ჰაერზე გაიტანთ, ზამთარში კი ოთახის ტემპერატურა 8 გრადუსის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

sedum-ის სურათის შედეგი

მორწყვა:

სედუმი ზაფხულში ზომიერად უნდა მოირწყას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწის ზედაპირი გამოუშრება. ზამთარში კი მორწყვა შედარებით უნდა გააიშვიათოთ, რადგან ფესვებში წყლის ჩადგომა მათ გაყინვასა და მცენარის კვდომას გამოიწვევს. მცენარე კარგად იზრდება მშრალ ჰაერზე, მაგრამ კარგი იქნება თუ პერიოდულად ფოთლებს სველი ღრუბლით გაუწმინდავთ. 

 

 

სასუქი:დაკავშირებული სურათი

სედუმი გაზაფხულსა და ზაფხულში მარტიდან-სექტემბრამდე უნდა განოყიერდეს კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქით თვეში ერთხელ. 

 

 

ნიადაგი და გადარგვა:

 

სედუმი იშვიათად უნდა გადაირგას: ახალგაზრდა მცენარისთვის საკმარისია 2 წელიწადში ერთხელ გადარგვა, ხოლო ზრდასრულისთვის 3-4 წელიწადში ერთხელ. იგი ფრთხილად უნდა გადაირგას, რადგან ადვილად ემტვრევა ფოთლები და დეკორატიულობა ეკარგება. ქოთანი აუცილებლად ფართო და არა ღრმა უნდა იყოს, რადგან სედუმი ფესვთა სისტემას ჰორიზონტალურად ივითარებს.sedum-ის სურათის შედეგი
რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ მცენარეს კაქტუსებისთვის განკუთვნილ ნიადაგში გამოზრდით. ან შეგიძლიათ თქვენ თვითონ გაამზადოთ შემდეგი ნაზავი: კორდის მიწა, ნეშომპალა და მსხვილი ქვიშის ნაზავი, კარგი იქნება თუ წვრილად დამტვრეულ აგურს და ნახშირს დაუმატებთ. კარგი დრენაჟისთვის აუცილებელია ქოთნის ძირში მსხვილი კენჭებიც მოათავსოთ.

 

დაკავშირებული სურათი

გამრავლება:

სედუმი მრავლდება ტოტით ან ფოთლით და დათესვით. 
ღეროს დაფესვიანებისთვის საჭიროა მოჭრილი კალამი ჯერ რამდენიმე საათით მშრალ და ბნელ ადგილას მოათავსოთ, შემდეგ კი ქვიშასა და მიწის ნარევში დააფესვიანეთ. დაფესვიანებისთვის საჭირო ტემპერატურა 16-20 გრადუსია. 
რაც შეეხება ფოთლის დაფესვიანებას, იმავე წესით უნდა მოხდეს, მხოლოდ ფოთლის კალმებს ზემოდან პოლიეთილენი უნდა დააფაროთ და რეგულარულად მორწყათ.
sedum-ის სურათის შედეგი

ითესება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე არაღრმა ქოთანში. უნდა მოთავსდეს სითბოში. ქოთანში უნდა გადაირგას მაშინ, როცა 2-3 ფოთოლი ექნება. 

 

არასაკმარისი განათებისას მცენარეს ღერო ეწელება და ფოთლები სცვივა. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3655 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar