სტრელიცია (strelicia)
28.01.2019, 15:13

სტრელიცია მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ის ბუნებაში ათ მეტრს აღწევს. მისი ფოთლები მოზრდილია და ოვალური ფორმის. ამ მცენარის ფოთლები წააგავს ბანანის ფოთლებს, მაგრამ სტრელიციას უფრო გრძელი ყუნწი აქვს, ვიდრე ბანანისას. სტრელიციას სამშობლოა სამხრეთ აფრიკა და მადაგასკარი, ამ მცენარის მხოლოდ ოთხი სახეობა არსებობს: თეთრი სტრელიცია, მთის სტრელიცია, სამეფო ანუ წვრილფოთოლა სტრელიცია და ნიკოლაის სტრელიცია. საოთახო მემცენარეობაში ცნობილია სამეფო სტრელიცია, როგორც ,,სამოთხის ჩიტი,, ეს სახელი მისი ყვავილის არაჩვეულებრივ სილამაზეზე მიუთითებს. სტრელიცია მთელ მსოფლიოში პოპულარულია, თუმცა მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლოს-ანჯელესში ზრდიან და ამ ქალაქის სიმბოლოსაც კი წარმოადგენს.
სტრელიცია ძირითადად გაზაფხულობით (თებერვალ-მარტში) ყვავის და მისი ყვავილობა 1-1,5 თვე გრძელდება. თუმცა, სწორი მოვლის პირობებში, შესაძლოა, მცენარე ოქტომბერ-ნოემბერშიც აყვავდეს.

დაკავშირებული სურათი

 

მოვლა სახლის პირობებში:

კარგი მოვლის პირობებში სტრელიცია წელიწადში რამოდენიმეჯერაც ყვავილობს და ხანგრძლივად. მცენარეს უყვარს გაფანტული მკვეთრი სინათლე, შეიძლება მზის სხივების ხვდებოდა დღეში ოთხი-ხუთი საათით. სტრელიციას უყვარს სუფთა ჰაერი, თუ აივანზე გაიტანთ ზაფხულში უმჯობესია, თუ არა მაშინ ხშირად გაუნიავეთ ოთახი. ტემპერატურაზე არ არის პრეტენზიული, უყვარს სითბო. კარგია ზამთარში თუ გრილად გამოაზამთრებთ, დაახლოებით 14 გრადუსზე. მცენარეს უყვარს ტენი, ამიტომ მიწის ზედა ფენის გაშრობისთანავე უნდა მორწყათ, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში მიწა ბოლომდე არ უნდა გამოუშვეს. ზამთარში კი მორწყვა უნდა შეამციროთ, მაშინ უნდა მოირწყას როცა მიწა ბოლომდე გაშრება. თუ ოთახში მშრალი ჰაერია ფოთლები უნდა დაუნამოთ ოთახის ტემპერატურის წყლით, კვირაში ერთხელ კი ფოთლები სველი ჩვრით გაუწმინდეთ ფოთლის ორივე მხრიდან, ეს დაგიცავთ მავნებლების გაჩენისგან.

როგორც წესი, სტრელიცია ყვავილობას 4-5 წლის ასაკში იწყებს, მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზთა გამო ყვავილობა გვიანდება. ასეთ დროს საჭიროა, მცენარეს ტემპერატურული სტრესი მოუწყოთ: ქოთანი ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე აივანზე გაიტანეთ (სადაც ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ 10-12 გრადუსი იქნება), მცირე ხნის შემდეგ კი კვლავ ოთახში დააბრუნოთ და კარგად განათებულ ადგილზე მოათავსოთ. ამ პროცედურის შემდეგ, მცენარე მალე აყვავდება და ყვავილობაც შედარებით ხანგრძლივი ექნება.

strelicia-ის სურათის შედეგი

 

სასუქი:

სტრელიციას აქტიური ზრდის პერიოდში სჭირდება სასუქის მიცემა. სასუქი უნდა მისცეთ მინერალური და მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები ათ დღეში ერთხელ. ზამთარში სასუქის მიცემისგან თავი შეიკავეთ. 

 

 

გადარგვა:დაკავშირებული სურათი

 

ახალგაზრდა სტრელიცია ყოველწლიურად უნდა გადარგოთ, ზრდასრული კი გადარგვას მხოლოდ 2-3 წელიწადში 1-ხელ საჭიროებს. ახალ ქოთანში გადაყვანისას გაითვალისწინეთ მგრძნობიარე ფესვები აქვს და თავისივე მიწით გადავიყვანოთ. ქოთნის ძირში ჩაყარეთ სადრნაჟე მასალა, შემდეგ ცოტა მიწა და გადასვით მცენარე. მცენარე ახალ ქოთანში ფრთხილად გადაიტანეთ, რადგან სუსტი ფესვები აქვს და არ დაუზიანდეს. თუ ეს მაინც მოხდა, დაზიანებული ადგილი ხის ნახშირით დაამუშავეთ და მცენარე მხოლოდ ამის შემდეგ გადარგეთ.
 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:დაკავშირებული სურათი

ნიადაგი შემდეგი შემადგენლობისა მოამზადეთ: თანაბარი რაოდენობის კორდის მიწა, ცოტა ქვიშა, გადამწვარი ნაკელი და ფოთლოვანი მიწა ერთმანეთში გადაურიეთ.
 

 

როგორ მრავლდება:

სტრელიცია მრავლდება თესლით და ძირის დაყოფით. 
ახალ ქოთანში დაგაყვანისას შეგიძლიათ მცენარე ფრთხილად გაყოთ რამოდენიმე ნაწილად და ცალ-ცალკე ჩარგოთ.
თესლით გამრავლება საკმაოდ რთული პროცესია და ხანგრძლივად მიმდინარეობს. უნდა მოაგროვოთ ზრდასრული (7-8 წლის) მცენარის თესლი და ფოთლოვანი მიწისა და ტორფის ნაზავში ჩათესოთ. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3379 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar