სპატიფილიუმის მოვლა სახლის პირობებში (Spatifilium)
22.10.2018, 13:20

სპატიფილიუმის სამშობლოდ მიიჩნევა ტროპიკული ქვეყნები. მცენარის სახელი წარმოიქმნა ორი ბერძნული სიტყვიდან ,,სპატა" და ,,ფილუმ", რაც სიტყვასიტყვით ,,საფარველს" და ,,ფოთოლს" ნიშნავს.  

სპატიფილიუმს ,,ქალის ბედნიერებასაც" ეძახიან. არსებობს სპატიფილიუმის გიგანტი, საშუალო და ჯუჯა ჯიშები. იგი ადვილად მოსავლელი, უპრეტენზიო მცენარეა და ამასთანავე ჰაერის კარგი გამწმენდია.

 

მოვლა სახლის პირობებში:

სპატიფილიუმს უყვარს ნათელი ადგილი, თუმცა ნახევარ ჩრდილსაც კარგად ეგუება, მაგრამ ასეთ დროს ზრდა ექნება ნელი. კარგად გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე (18 - 23 გრადუსზე). ზამთარში კი 12-გრადუსამდეც იტანს ტემპერატურის დაწევას. უნდა მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს, რადგან სათუთი ფოთლები ადვილად ეწვება. მცენარე ვერ იტანს ორპირს. 

გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მცენარე უნდა მოვრწყათ უხვად, რადგან ამ პერიოდში ყვავილობს და მეტ წყალს მოიხმარს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მცენარეს მორწყვებს შორის მიწის ზედაპირი შეუშრეს. შემოდგომა-ზამთარში მორწყვა საგრძნობლად უნდა შევუმციროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გრილ ოთახში დგას. თუ გრილად ვაზამთრებთ და უხვად ვრწყავთ, შეიძლება ფესვთა სისტემის ლპობა გამოიწვიოს. 

სპატიფილიუმი არის ტროპიკული მცენარე, აქედან გამომდინარე ვერ იტანს მშრალ ჰაერს. მცენარეს სჭირდება ფოთლების დანამვა. ცხელი ზაფხულის შემთხვევაში დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დაინამოს, სხვა შემთხვევაში დღეში 1-2 -ჯერ საკმარისია. თვეში ერთხელ თუ თბილ შხაპსაც მოუწყობთ, ეს გაახალისებს თქვენს მცენარეს.

 

სასუქი:

სასურველია კვება მინერალური სასუქებით. თუ მცენარე ახალგაზრდაა სასუქი უნდა მივცეთ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო ზრდასრულს თვეში ერთხელ. ძალიან კარგია ბანანის ქერქის ნაყენით მორწყვა. ამისათვის 1 ბანანის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ სამი დღე და მორწყეთ. ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ თვეში ერთხელ.

 

გადარგვა:

სპატიფილიუმის გადარგვა კარგია გაზაფხულზე, იმ შემთხვევაში როცა ფესვები ქოთანს შეავსებს. ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, დიდი ქოთნის შემთხვევაში ყვავილი არ იყვავილებს, მანამ, სანამ ფესვები ქოთანს არ შეავსებს. სპატიფილიუმის გადარგვისას გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს სუსტი ფესვები. ფრთხილად ამოიღეთ ქოთნიდან მცენარე დაჩამოფერთხეთ ზედმეტი მიწა, მაგრამ სულ არ მოარიდოთ, რათა ფესვები არ დაუზიანდეს. დაზიანებული ფესვი უნდა მოაჭრათ მჭრელი მაკრატლით და დააყაროთ დაფხვნილი ნახშირი. 

 

ნიადაგი:

ნიადაგი უნდა იყოს ძალიან ფხვიერი, რომ წყლის ფესვებში დაგროვება არ მოხდეს. სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: ნეშომპალა + ქვიშა + ფოთლოვანი მიწა + ნახშირი. უნდა დაუმატოთ ცოტა დაფხვნილი აგური და ხის ქერქიც. 

 

გამრავლება:

გამრავლება უნდა მოხდეს გადარგვისას ნერგის დაყოფით. ახალ გადარგულ მცენარეს შეგვიძლია მოვუაროთ ჩვეულებრივ, როგორც ზრდასრულს. თუ დაყოფისას მცენარეს არ აქვს ფესვი უნდა ჩადოთ წყალში და დააფესვიანოთ. თითოეულ მცენარეს უნდა ჰქონდეს ფესვები და მინიმუმ 2-3 ფოთოლი.

 

დაავადებები:

ხშირად მცენარე ავადდება თუ არ აქვს შესაფერისი პირობები (ტენი). აბლაბუდას ტკიპა ყველაზე ხშირად უჩნდებათ. ამ დროს სწრაგად უნდა მივიღოთ ძომები, საპნიანი წყლით კარგად ჩამობანეთ ფოთლები. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2 კვირის შემდეგ. 

ბუგრიც მცენარის ქვედა მხარეს ჩნდება და სწრაფად მრავლდება. ამ დროს მცენარის ფოთლები იწყებს ხმობას. 

ფარიანას შემჩნევა ძნელია, ამ დროს მცენარეს უჩნდება მუქი ლაქები. ყველა შემთხვევაში სწრაფად უნდა მიიღოთ ზომები საპნიანი წყლით. თუ სახლის პირობებით ვერ გაუმკლავდით, ,მაშინ საჭიროა რომელიმე ფუნგიციდის გამოყენება. მაგალითად კარგია აქტელიკი 1მლ+1ლიტრი წყალი და შეასხურეთ მცენარეს.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5964 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar