როგორ მოვუაროთ კალანჰოეს სწორად, უხვად რომ იყვავილოს
20.03.2021, 15:03

კალანჰოე ერთ-ერთი ცნობილი მცენარეა. გამოირჩევა უხვი და მრავალფეროვანი ყვავილებით. კალანჰოე სუკულენტი მცენარეა, აქვს სწორმდგომი მრავალრიცხოვანი ხორციანი ფოთლები. 

დღეისათვის კალანჰოეს უამრავი სახეობა არსებობს, როგორც მინი, ასევე დიდი ჯიშის კალანჰოე. 

 

კალანჰოეს შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: მცენარეს უნდა ჰქონდეს ჯამრთელი ფოთლები, ფოთლები უნდა იყოს მკვრივი ხასხასა მწვანე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ დაავადებულ ფოთლიანი მცენარე, შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. 

En çok kış aylarında çiçeklenmiş olarak satılan Kalanchoe blossfeldiana evlerde yetiştirilebilen, çok dayanıklı, … | Bitki, Etli yapraklı bitkiler, Saksıda çiçekler

როგორი პირობები უნდა შევუქმნათ კალანჰოეს:

კალანჰოე უპრეტენზიო მცენარეა. უყვარს ნათელი ადგილი, მაგრამ არაპირდაპირი მზის სხივი. მცენარისთვის სასურველია დასავლეთი ან აღმოსავლეთის ფანჯრის რაფა. 

მცენარეს არ უყვარს ზედმეტი წყალი. უნდა მოირწყას დაახლოებით კვირაში ერთხელ, როცა ნიადაგი ბოლომდე გაუშრება. უნდა მოირწყას თბილი, ნადგამი, ოთახის ტემპერატურის წყლით. ძალიან ცხელი პერიოდის დროს, შეგიძლიათ შხაპითაც გაანებივროთ. 

სასუქი: 

ადრე გაზაფხულიდან საჭიროებს სასუქის მიწოდებას. ზამთრის პერიოდში არ უნდა სასუქი. სასუქი უნდა მივაწოდოთ ათ დღეში ერთხელ, მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქი.

 

გასხვლა: 

კალანჰოე ყვავილობის დასრულების შემდეგ უნდა გავსხლათ, უნდა მოეჭრას დაყვავილებული ტოტები, რომ შემდეგ უფრო კარგად დაიბუჩქოს. თუ ძალიან სიმაღლეში იზრდება კალანჰოე, უნდა წავაჭრათ ზრდის წერტილი. 

 

 

როგორ გავამრავლოთ კალანჰოე:

მცენარე მრავლდება ძირითადად ტოტებით. უნდა მოვაჭრათ ჯანსაღი, მინიმუმ ხუთი სანტიმეტრის სიგრძის ტოტი, მოვაცალოთ ქვემოთა ფოთლები და ჩავრგოთ ფხვიერ წინასწარ დანამულ ნიადაგში. უნდა მოვათავსოთ ნათელ ადგილას და პერიოდულად დაუნამოთ მიწის ზედაპირი. მცენარე ადვილად ფესვიანდება. როცა მცენარე ზრდას დაიწყებს, შეგიძლიათ გადარგოთ სასურველ არადიდ ქოთნებში. გაითვალისწინეთ, კალანჰოეს არ უყვარს ზედმეტი წყალი, აქედან გამომდინარე უნდა დაირგას პატარა ქოთანში.

ასევე შეგიძლიათ ტოტის დაფესვიანება წყალშიც. ამ შემთხვევაში წყალი უნდა ვუჩვალოთ ორ დღეში ერთხელ.

 

 

ნიადაგი და გადარგვა:

კალანჰოე სწრაფად მზარდი მცენარეა, მას ყოველწლიურად სჭირდება ახალ ნიადაგში გადარგვა. გადასარგავი ქოთანი უნდა იყოს, წინა ქოთანზე ოდნავ დიდი. დაუშვებელია ძალიან დიდ ქოთანში გადაყვანა. 

ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. ასევე შეგიძლიათ მზა ნიადაგის შეძენა, რომელიც განკუთვნილია სუკულენტებისა და კაქტუსებისთვის.

პირველ რიგში ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა, შემდეგ ცოტა ნიადაგი და გადავრგათ მცენარე. ეცადეთ მიწა მთლიანად არ მოარიდოთ ფესვებიდან მცენარეს. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3672 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar