რატომ უფუჭდება ანთურიუმს ფოთლები და როგორ ვუმკურნალოთ მას
03.03.2020, 09:22

ანთურიუმი  ოთახის ულამაზესი მცენარეა, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას. ხშირად როდესაც გამოუცდელები ყიდულობენ ანთურიუმს აწყდებიან მთელ რიგ პრობლემებს. ვინც კარგად არ იცის ანთურიუმის მოვლა და შეიძენენ ამ ყვავილს, მალევე ამჩნევენ რომ მცენარეს უყვითლდება ფოთლები, ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები და აღარ ყვავილობს მცენარე.  

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი ანთურიუმის დაავადებისა და მასთან ბრძოლის მეთოდები. 

1) ანთურიუმს უყვარს ნათელი, მაგრამ არაპირდაპირი მზისგან დაცული ადგილი. თუ მზის პირდაპირი სხივები მოხვდა ეწვება ფოთლები. არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ მზეზე ან ფარდით ჩამოუფარეთ.

2) ანთურიუმმა რომ კარგად იყვავილოს სჭირდება: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. საკვები ნივთიერებების ნაკლებობისას მცენარე ზრდას აჩერებს, ახალი ფოთლები მცირე ზომისაა და ასევე წყვეტს ყვავილობას. თუ თვლით, რომ თქვენს მცენარეს სასუქი აკლია, გაანოყიერეთ ფოსფორის მაღალი შემცველი სასუქით. თუ მცენარეს ძალიან აკლია სასუქი კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ, ოთხი კვირის განმავლობაში. შემდეგ კი მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ. 

3) გაფუჭებული ფოთლების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დაბერებული ფოთოლი. თუ მხოლოდ ქვემოთა 7415 Super Bloomer 15-30-15-ის სურათის შედეგიფოთლები გაუფუჭდა, ეს არ არის საშიში. ასეთი ფოთოლი დაუყოვნებლივ უნდა მოაჭრათ მჭრელი და სუფთა მაკრატლით. მოჭრილ ადგილას კი ნაფხვნილი ნახშირი დააყარეთ.

4) ანთურიუმის არასათანადო მორწყვამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ფესვების სოკოვანი დაავადება. ასეთ დროს ფოთლები ყავისფერდება. 

ასეთი პრობლემის აღმოჩენის თანავე სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ამოიღეთ მიწიდან მცენარე და გადარგეთ ახალ სუბსტრატში. დაზიანებული ფესვები მოაჭერით მჭრელი მაკრატლით და დაამუშავეთ დაფხვნილი ნახშირით. მოუკელით წყლის მიწოდებას და მცენარე მალე გამოკეთდება. Anthurium Diseases-ის სურათის შედეგი

5) თუ უყვითლდება მცენარეს ფოთლები, ზედმეტი მორწყვის ბრალია. მორწყვა თქვენ უნდა აკონტროლოთ. ანთურიუმს არ მოსწონს ზედმეტი წყალი ფესვებში. მორწყეთ მაშინ, როცა სუბსტრატის ნახევარი გაშრება.

6) ხშირად არასწორი პირობების გამო ფოთლები ავადდება ბაქტერიებით. ასეთ დროს ფოთლის კიდეებზე ჩნდება სიყვითლე, რომელიც დროთაგანმავლობაში ყავისფერდება. 

7) თუ ფოთლის ქვემოთა მხარეს გაუჩნდა ყავისფერი ლაქები, ეს დაავადების მანიშნებელია. Anthurium Diseases-ის სურათის შედეგიპირველი ნიშნის აღმოჩენის თანავე, მოაჭერით მცენარს დაზიანებული ფოთოლი, დანარჩენი კი გაუწმინდეთ საპნიანი წყლით.

გაითვალისწინეთ: სჯობს ნაკლები მოუვიდეს წყალი, ვიდრე ზედმეტად მორწყათ. საშუალოდ ანთურიუმს სჭირდება კვირაში ერთხელ წყალი, ნახევარი ჭიქის ოდენობით.

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1869 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar