როგორ მოვუაროთ შობის ვარკვლავს _ პუანსეტია (puansetia)
28.11.2018, 19:38

პუანსეტია  რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც ძირითადად მექსიკასა და ცენტრალურ დაკავშირებული სურათიამერიკაშია გავრცელებული. ის ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ მას „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. 
არსებობს მცენარის წითლად, ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც - წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.  მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის წვენს მავნე ბაქტერიების განადგურების უნარი აქვს. იგი თავის ირგვლივ ჰაერს ასუფთავებს სტრეპტოკოკებისა და ჩხირებისგან. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი რძე-წვენი ლორწოვანი გარსის ძლიერი გამაღიზიანებელია (განსაკუთრებით პატარა ბავშვებს უნდა მოარიდოთ, რომ შემთხვევით მოწყვეტილი ფოთლიდან გამოსული წვენი თვალში ან პირში არ მოხვდეთ).

უძველესი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ თურმე მექსიკაში, ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას, მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა, და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის ვარსკვლავად იწოდება. თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან მან შობის ღამეს უეცრად ფერი იცვალა. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:დაკავშირებული სურათი

  შობის ვარსკვლავს ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ამიტომ კარგი იქნება, შუადღისას მცენარეს ფარდით მოუჩრდილოთ, ან ნახევრად ჩრდილში გადაიტანოთ. თუ პუანტესია ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს, რადგან გრილ მინაზე შეხებამ შესაძლოა, მცენარის ეს ნაწილი დააზიანოს. ოთახი, სადაც მცენარეს დადგავთ ზაფხულობით რეგულარულად გაანიავეთ. შეგიძლიათ, წელიწადის ამ დროს მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ. 

 

   მორწყვის რეჟიმი:

პუანსეტიას ზომიერი მორწყვა სჭირდება: მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ზედაპირი გაუშრება, გამოშრობისას ფოთლებიც მაშინვე მოიწყენენ. შობის ვარსკვლავის მოვლისას მთავარია შევინარჩუნოთ ჰაერის ტენიანობა. რაც უფრო მშრალი ჰაერია ოთახში, მით უფრო ხშირად დაუნამეთ ფოთლები. აუცილებელია ფოთლებზე წყლის რეგულარული მისხურება, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ წყალი არ მოხვდეს თანაყვავილებს. ყვავილი უნდა მოირწყას ქოთნის ქვემოდან ნადგომი წყლით. პუანსეტიას ყვავილობისას, ანუ ზამთარში ტემპერატურა 14 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. 

 

სასუქი

   ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარე გადადის მოსვენების პერიოდში და უნდა შეუმციროთ მორწყვა,დაკავშირებული სურათი ეს უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 2 თვე. ჰაერის ტემპერატურა კი 16 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. მომდევნო ყვავილობისთვის ძალების მოსაკრებად, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ყვავილებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.

 

როდის და როგორ გადავრგათ:

  პუანსეტია გაზაფხულზე (აპრილ-მაისში) უნდა გადარგოთ. გადარგვის წინ მცენარეს ტოტები 1/3-ით დაუმოკლეთ, ხოლო მსხვილ ტოტებზე 3-5 ყველაზე ძლიერი განშტოება დაუტოვეთ. შემდეგ გადასარგავი მცენარე კარგად განათებულ, თბილ ოთახში მოათავსეთ და დროდადრო ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყლით მორწყეთ. როგორც კი მცენარე ახალ ფოთლებს გამოიღებს, გადასარგავადდაკავშირებული სურათი მზად არის და ნეიტრალური მჟავიანობის ნიადაგში გადარგეთ. გადარგვისას ნურც კარგ დრენაჟს დაივიწყებთ - ქოთნის ძირში მსხვილი კენჭები ან აგურის ნატეხები ჩაუყარეთ. გადარგვის შემდეგ მცენარე სითბოში დადგით, რეგულარულად მორწყეთ და წყალი შეასხურეთ. ამ ტოტებიდან მხოლოდ 5-6 ყველაზე ძლიერი ტოტი დაუტოვეთ, დანარჩენი ფრთხილად მოაჭერით და ახალი მცენარის დასაფესვიანებლად გამოიყენეთ.

 

როგორ გავამრავლოთ:

პუანსეტია გაზაფხულზე უნდა გაამრავლოთ. გასამრავლებლად კი კენწეროს კალამი გამოიყენეთ. ეს შემდეგი წესების დაცვით უნდა მოახდინოთ: მოაჭერით პუანსეტიას კენწეროს კალამი, გადაჭრის ადგილიდან გამოსული წვენი რბილი ხელსახოცით მოაცილეთ და გადაჭრის ადგილზე ნახშირი მოაყარეთ. ამის შემდეგ დამუშავებული კალამი წყალში ან სველ, ფხვიერ სუბსტრატში ან ქვიშაში მოათავსეთ, უკეთ დაფესვიანებისთვის კი რომელიმე ზრდის სტიმულატორიც გამოიყენეთ. დასაფესვიანებელ კალამს მინისათბური მოუწყეთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ სათბურში ტემპერატურა 28 გრადუსს არ აჭარბებდეს. კალამი რეგულარულად მორწყეთ და გაანიავეთ.როცა დაფესვიანდება ქოთანში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.

 

იმისათვის, რომ მომდევნო შობას კვლავ წითელი ფოთლებით გაგახაროთ, დაახლოებით ოქტომბრიდან პუანსეტიას დღის ხანგრძლივობა შეუმოკლეთ. ის ყვავილობას მაშინ იწყებს, როცა დღის ხანგრძლივობა მცირდება. ამ ეფექტის მისაღწევად, ყუთი დაახურეთ და ასე დღე-ღამეში არანაკლებ 14 საათი ამყოფეთ, დღის განმავლობაში ახადეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს: კენწეროების ფოთლები ფერს ნელ-ნელა შეიცვლის. 2-2,5 თვეში კი თქვენი “შობის ვარსკვლავი” ძველებურად აელვარდება. ფერადფოთლებიან პუანსეტიას რაც უფრო გრილად ამყოფებთ, ფერს მით მეტხანს შეინარჩუნებს.

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3176 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar