პელარგონია (ბალბა) (Pelargonium)
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (21.8 Kb) ]01.12.2018, 23:43

პელარგონიუმი აერთიანებს 200-250 სახეობას, სხვადასხვა სახეობები იზრდება აღმოსავლეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. პელარგონიის ყვავილი წეროს ბრჭყალს წააგავს და სწორედ აქედან შეარქვეს ეს სახელი. თავიდან მას ევროპელი დიდგვაროვნები ორანჟერეებსა და ზამთრის ბაღებში აშენებდნენ, დროთა განმავლობაში კი იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ თითქმის ყველა სახლში შეიძლებოდა მისი ნახვა. შესაბამისად, ევროპელი და ამერიკელი სელექციონერებიც გააქტიურდნენ და მცენარის უამრავი ჯიში გამოიყვანეს. ასევე გამოიყვანეს მცენარის: მაღალი, დაბალი და ამპელური ჯიშები. 

პელარგონია არის მცენარე, რომელიც მთელი წლის მანძილზე, პრაქტიკულად შესვენების გარეშე, ყვავის. ამასთან, ყვავილის შერჩევა ფერის მიხედვითაც შეგიძლიათ. არსებობს ყვავილის უამრავი ფერი: ქათქათა თეთრიდან დაწყებული, ბორდოსფერით, თითქმის შავით დამთავრებული. მცენარეს აქვს თავისებური სურნელი, იგი ეთერზეთს გამოყოფს რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯამრთელობაზე. მას გააჩნია: ანტიბაქტერიული (ჰაერს ბაქტერიებისგან წმენდს), ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები.პელარგონია საკმაოდ გავრცელებული ულამაზესი მცენარეა, რომლის საოცარი სურნელით უამრავი ადამიანი იხიბლება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მცენარე, სურნელთან ერთად, სასარგებლო ეთერზეთებსაც გამოყოფს და უამრავი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა.
მცენარეს სახელი, როგორც ჩანს, ნაყოფის ფორმის გამო დაარქვეს  „პელარგოს“ ბერძნულად წეროს ნიშნავს, პელარგონიას ნაყოფი კი წეროს ბრჭყალს წააგავს. სურნელოვანი ყვავილების გამო, მალევე იქცა მეყვავილეების საყვარელ მცენარედ. თავიდან მას ევროპელი დიდგვაროვნები ორანჟერეებსა და ზამთრის ბაღებში აშენებდნენ, დროთა განმავლობაში კი იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ თითქმის ყველა სახლში შეიძლებოდა მისი ნახვა. შესაბამისად, ევროპელი და ამერიკელი სელექციონერებიც გააქტიურდნენ და მცენარის უამრავი ჯიში გამოიყვანეს ჭრელფოთოლა, ჭრელყვავილა, დიდყვავილა, წვრილყვავილა, მეჩხერი ყვავილედით და ა.შ. გამოიყვანეს ასევე, მცენარის მაღალი, საშუალო სიმაღლის, ამპელური და ჯუჯა ფორმები. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

პელარგონიას უყვარს ნათელი ადგილი და მზე, შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ, ან გაიტანოთ აივანზე. თუ კარგად მოუვლით და კარგ ნოყიერ მიწაში მოათავსეთ, მთელი წელი გაგახარებთ ყვავილებით. პელარგონია შეგიძლიათ იყოლიოთ ღია გრუნტშიც, ოღონს ზამთრის დადგომის თანავე თავისივე მიწით უნდა ამოიღოთ და შეიყვანოთ ოთახში, ის ყინვას ვერ უძლებს. თუ ოთახში გყავთ გამოზრდილი და გარეთ გატანა გადაწყვიტეთ, ეტაპობრივად უნდა მიაჩვიოთ მზეს, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გარეთ გატანა. 

დაკავშირებული სურათი
გარდა ამისა, გამოყოფს გარკვეული რაოდენობით ეთერზეთებს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ სახლს საოცარი სურნელით ავსებს, ანტიბაქტერიული (ჰაერს ბაქტერიებისგან წმენდს) და ანტიდეპრესანტული თვისებებიც გააჩნია და დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.


პელარგონია კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს და სიცხესაც, მხოლოდ ორპირ ქარს ვერ ეგუება. 
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ოთახში გამოზრდილი და გამოზამთრებული მცენარე მზის პირდაპირ სხივებს ეტაპობრივად უნდა შეაჩვიოთ: თავიდან, ღია ცის ქვეშ, დღეში 10-15 წუთით უნდა გამოიტანოთ, 1 კვირის შემდეგ კი მზის პირდაპირ სხივებს შეეჩვევა და აღარაფერი მოუვა. 
pelargonia-ის სურათის შედეგი
რაც შეეხება მორწყვას, მგრძნობიარეა ზედმეტი წყლის მიმარტ, უმჯობესია წყალი დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ, რადგან მუდმივად სველ მიწაში ფოთლები ულპება და შეიძლება, მწერებიც გაუჩნდეს. მაშინ უნდა მოირწყას როცა მიწა ბოლომდე გაუშრება, ხოლო ზამთარში თითქმის არ ირწყვება, საკმარისია მიწის ზედაპირის დანამვა პერიოდულად. ბალბას არ მოსწონს ფოთლების დასველება, მორწყვისას ფოთლებზე წყალი არ უნდა მოახვედროთ. თვეში ერთხელ შეგიძლიათ მოუწყოთ თბილი შხაპი, რაც თქვენს მცენარეს გაახალისებს. 

 

ნიადაგი:
პელარგონიას ნოყიერი, ფხვიერი და კარგად წყალგამტარი ნიადაგი სჭირდება. სასურველია, მაღალ და შედარებით ვიწრო ქოთანში ჩარგოთ, რადგან ფართო ქოთანში სუსტად ყვავის, ან საერთოდ წყვეტს ყვავილობას. აქედან გამომდინარე, გადარგვა მანამ არ სჭირდება, სანამ ქოთანი ფესვებით არ გადაევსება. 

 

როდის და როგორ გადავრგათდაკავშირებული სურათი

გადარგვა უმჯობესია გაზაფხულზე, გაღვიძების დაწყებისთანავე. გადარგვის შმდეგ მცენარე კარგად უნდა მოირწყას და ჩრდილში დადგათ 3 დღით და აღარ მორწყათ. 

 

სასუქი:

განოყიერება სასურველია 2 კვირაში ერთხელ მოხდეს, რომელიმე კომპლექსური სასუქით, ან მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქით. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნედლ სასუქს ( წუნწუხს) ბალბა ვერ იტანს და ასეთი სასუქის მიცემისგან თავი შეიკავოთ. 

 

გასხვლა და გამრავლება:

აუცილებელი პირობაა მცენარის გასხვლა, ეს პროცესი ეხმარება მცენარეს ახალი ტოტების განვითარებაში და ყვავილიც უფრო უხვი და მასიური ექნება. მცენარეს დაუტოვეთ 3 ან 4 ტოტი და ისიც გაითვალისწინეთ სხვადასხვა მხარეს ჰქონდეს ტოტები, რათა ლამაზად დაიბუჩქოს.მოჭრილი ტოტები შეგიძლიათ კალმებად გამოიყენოთ და ახალი მცენარე გამოზარდოთ. გასამრავლებლად კარგი პერიოდია ზაფხულის ბოლო ან შემოდგომის დასაწყისი. მცენარის კარგად განვითარებული და მსხვილი ტოტის კენწერო 6-10 სმ-ის სიმაღლეზე გადაჭერით, მოჭრილი კენწერო, რამდენიმე დღით ჯერ ჩრდილში უნდა დადოთ, შემდეგ წყლიან ჭურჭელში ჩადოთ და თბილ ადგილას მოათავსოთ. პელარგონიას გამრავლების მეორე მეთოდიც არსებობს, რომლის მიხედვითაც მცენარის ახალმოჭრილი ღერო მიწაშერეულ ნესტიან ქვიშაში უნდა ჩადოთ ისე, რომ მიწის ზემოთ დაახლოებით 1/3 დატოვოთ, თავზე პლასტმასის გადაჭრილი ბოთლი დააფაროთ და პერიოდულად გაანიაოთ და დანამოთ. áƒ“აკავშირებული სურათი
რაც შეეხება, პელარგონიას სელექციური და გენეტიკური გზებით მიღებულ ჯიშებს, მათი გამრავლება თესლითაც შეიძლება. თესლის შეძენა კი ინტერნეტმაღაზიებში შეგიძლიათ, თუმცა ასეთი თესლისგან გამოზრდილი მცენარე შედარებით რთული მოსავლელია, ყვავილობაც მეორე წლიდანვე უმცირდება და არც მისი კალმები გამოდგება ხოლმე დასაფესვიანებლად. ასევე გაითველისწინეთ თესლიდან ამოსული მცენარე შეიძლება საერთოდ არ დაემგვანოს დედას. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 7767 | რამოტვირთვები: 17 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar