ორქიდეა
30.10.2018, 08:31

ორქიდეები ძირითადად ტროპიკებშია გავრცელებული. ბუნებაში საკმაოდ მაღალი იზრდება, ზოდი 2 მეტრს აღწევს. Related imageტროპიკებში ორქიდეები ხეებზე ცხოვრობს და მიისწრაფვის სინათლისკენ. ზოგი კი კლდეებზე იზრდება. კლდეების ნაპრალებში დაგროვილი ნარჩენებით იკვებება. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

ორქიდეას კარგი განათებული ადგილი სჭირდება. მას უყვარს ტენი, ცუდად იტანს სიმშრალეს და მტვერს. 

მცენარე მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს. მოსარწყავად საჭიროა, ორქიდეის ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ, ყოველ მეორე-მესამე მორწყვაზე კი წყალში ორქიდეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი ან ჩვეულებრივი სასუქის ნახევარი დოზა ჩაამატეთ. ქოთანი წყალში იქამდე უნდა იდგეს, რომ წყლით კარგად გაიჟღინთოს, შემდეგ ამოიღეთ და ნათელ ადგილზე მოათავსეთ. როცა გრუნტი კარგად გაიაჯღინთება წყლით, მუქდება. თუ ფესვი ვერცხლისფერია, ხოლო Related imageგრუნტი – ისევ მუქი, ეს ნიშნავს, რომ გრუნტი კვლავ ინარჩუნებს ტენიანობას და მცენარეს კიდევ 2 დღის განმავლობაში არ ვრწყავთ.
სიცხის დროს, ორქიდეას შედარებით ხშირად სჭირდება მორწყვა, ხოლო თუ ოთახში სიცივეა, მორწყვაც უნდა შემცირდეს.

ორქიდეას მართალია მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს, მაგრამ არც სინათლის ნაკლებობა შეიძლება. ამ შემთხვევაში ფოთლების ფერი თანდათან ღია მწვანე გახდება, მერე ფოთოლი წაგრძელდება და გაყვითლდება. 

 

როდის და როგორ გადავრგათ:

ორქიდეის გადარგვა საჭიროა მაშინ, როცა მიწისზედა ნაწილი გაიზრდება და არა მაშინ, როცა ქოთნიდან ფესვები გამოეზრდება. 
გადაზრდილი მცენარე ქოთნიდან ფრთხილად უნდა ამოვიღოთ, მკვდარი ფესვები უნდა მოაჭრათ, ფესვებზე სუბსტრატის ის ნაწილი უნდა დაუტოვოთ, რომელზეც ფესვებით შეზრდილია, დანარჩენი კი მსუბუქად ჩამოფერთხოთ. 
გადარგვის შემთხვევაში მცენარე ძველ ქოთანზე 2-3 სმ-ით დიდ ქოთანში უნდა ჩარგოთ. წყალი ზემოდან უნდა გადაასხათ და გადარგვიდან 5-7 დღის განმავლობაში არ მორწყათ. Related imageამ დროის გასვლის შემდეგ, მცენარეს ჩვეულებრივად უნდა მოუაროთ.
ორქიდეას სპეციალური გამჭვირვალე ქოთანი სჭირდება, რადგან იქიდანაც იღებს მცენარე სინათლეს. 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

ორქიდეა არ შეიძლება ჩვეულებრივ ნიადაგში ჩაირგას, მას სჭირდება სპეციალური მისთვის განკუთვნილი სუბსტრატი, რომელიც ძირითადად ხის ქერქისგან Related imageშედგება. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2949 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.8/6
სულ კომენტარები: 0
avatar