12.11.2018, 15:05 | |
ოქსალისი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 800-მდე სახეობას აერთიანებს და გავრცელებულია, ძირითადად სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკასა და ცენტრალურ ევროპაში. ოქსალისს მეორე ნაირად მჟაუნასაც უწოდებენ. დასაოჯახებელს ეხმარება მეორე ნახევრის პოვნაში.
როგორ მოვუაროთ სწორად: მცენარეს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად ეგუება.
მორწყვის რეჟიმი: ოქსალისი ზომიერად უნდა მოირწყას, ისე რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს.
სასუქი: ოქსალისი აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში, თვეში ერთხელ რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით გაანოყიერეთ. სასუქის რაოდენობა ინსტრუქციაში მითითებულზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.
როდის და როგორ გადავრგათ: ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კი კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება.
როგორი ნიადაგი სჭირდება: ოქსალისი ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, მაგრამ კარგი იქნება თუ შემდეგ ნაზავში გადარგავთ: თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადებთ.
როგორ გავამრავლოთ: მცენარეს ფესვებზე უვითარდება პატარა ბოლქვები, რომელიც შეგიზლიათ გადარგოთ სხვა ქოთანში რამოდენიმე ერთად. ზემოდან დააარეთ ცოტა მიწა და დაელოდეთ. დაახლოებით 1-2 თვეში მცენარე ყვავილებით გაგახარებთ. ზოგოერთ სახეობას, მაგ: ორტისის ფოთლით მრავლდება, უნდა მოჭრათ ფოთოლი თავისივე ყუნწით და წყალში დააფესვიანოთ.
| |
| |
ნანახია: 4858 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |