05.11.2018, 15:04 | |
კოლერია მოყვავილე მცენარეა, მისი გაზრდა ძალიან ადვილია, მაგრამ რატომღაც ბევრს უჭირს მისი გაზრდა. კოლერიას სამშობლო ტროპიკული ამერიკაა. ოთახის პირობებში მისი სიმაღლე აღწევს 50 სმ-ს. იგი ბალახისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, მას აქვს ხავერდოვანი მწვანე ფოთლები. ასევე ყვავილებიც ხავერდოვანი აქვს. ამისთვის მას ფუმფულა კოლერეა შეარქვეს. გავრცელებულია 60 სახეობის კოლორია. კოლერია უხვად ყვავილობს, საყვავილე ღერო ფოთლის უპეებიდან ამოსდის. ყვავილი არის ზარის ფორმის დაახლოებით 4-5 სმ. ყვავილის პირი ფართოდაა გახსნილი და შეფერილია სხვადასხვა ფერის წინწკლებით. ყვავილები სხვადასხვა ფერისაა: მუქი ვარდისფერი თეთრი წინწკლებით, ნარინჯისფერი მუქი წითელი წინწკლებით, და სხვა.
როგორ მოვუაროთ სწორად: კოლერია სინათლის მოყვარული მცენარეა, უნდა მოვათავსოთ ნათელ ადგილას, მაგრამ არა პირგაპირ მზეზე. კოლერიას ზომიერი ტემპერატურა ესაჭიროება. თავს კარგად გრძნობს 25 გრადუსზე. თუ მცენარემ ყვავილობა შეწყვიტა ესეიგი მოსვენების პერიოდი დაეწყო და გრილ ადგილას უნდა გადავიტანოთ, დაახლოებით 15 გრადუსზე. ზოგიერთი სახეობა კი მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს.
როგორი ნიადაგი სჭირდება: კოლერია ველურად იზრდება და განსაკუთრებულ მიწას არ საჭიროებს, კარგად ხარობს ნებისმიერ მიწაში. გადასარგველად კარგი პერიოდია გაზაფხული. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი. ქოთნის ძირში გაუკეთეთ 2 სმ დრენაჟი.
მორწყვის რეჟიმი: კოლერია უნდა ირწყვებოდეს უხვად. მიწა არ უნდა გამოშრეს ბოლომდე. არც ბევრი წყალი ივარგებს,ფესვები მგრძნობიარეა და შეიძლება დალპეს. არ შეიძლება წყალი მოხვდეს მის ფოთლებს. შემოდგომის ბოლოდან მორწყვა უნდა შევამციროთ,რადგან მცენარეს ეწყება მოსვენების პერიოდი. ზამთარში ირწყვება იშვიათად.
სასუქი: გაზაფხულიდან უნდა მისცეთ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები, 2 კვირაში ერთხელ. ზამთარში არ შეიძლება სასუქის მიცემა. კარგია ასევე ბიოჰუმუსიც.
როგორ გავამრავლოთ: კოლერია მრავლდება კალმებით, თესლით და ფესვის დაყოფით. დასაკალმებლად გამოიყენება მისი ტოტი. მოჭრილ ტოტს დებენ წყალში და ველოდებით ფესვების გამოჩენას.
თესლი ითესება ზამთრის დასასრულს და დასათბურდება. პერიოდულად უნდა განიავდეს და დაინამოს. როცა ნერგები ამოიზრდება 2-3 ფოთლით, უნდა გადაიტანოთ ახალ ქოთანში.
| |
| |
ნანახია: 2630 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |