კამპანულა (kampanula)
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (36.8 Kb) ]17.09.2019, 22:49

კამპანულა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აერთიანებს 500-მდე სახეობას და რამდენიმე ქვესახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ყველაზე გავრცელებულია ხმელთასუა ზღვის რეგიონებში, კავკასიის აღმოსავლეთით. ასევე გავრცელებულია აზიისა და აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში. კამპანულა ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით ,,ზარს" ნიშნავს. არსებობს კამპანულას როგორც მრავალწლიანი, ისე ერთწლიანი ჯიშები. ყველა სახეობა ამპელურია, ლამაზად იზრდება დაბლა ჩამოშვებული ტოტებით. ფოთლები კიდეებში დაკბილულია, მრგვალი ფორმის ან გულისებური ფორმის. თითოეული ფოთოლი ღეროს კარგად არის მიმაგრებული.

საოთახო მემცენარეობაში ძირითადად გავრცელებულია ერთწლიანი ჯიშები. მისი თითოეული ჯიში გამოირჩევა ინდივიდუალური ფორმით, ზომით და ფერთა მრავალფეროვნებით. კამპანულა ყვავილობას იწყებს გაზაფხულზე და შემოდგომის ბოლომდე ყვავის. ყვავილის ფერი შეიძლება იყოს: თეთრი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი. ყვავილები შეკრულია ნაზ ყვავილედად, დიამეტრით ოთხი სანტიმეტრის. ყვავილობის დასრულებიშ შემდეგ წარმოიქმნება ნაყოფი კოლოფები. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

კამპანულა უხვად მოყვავილე მცენარეა, მისთვის მზის შუქი აუცილებელია. არ არის პრეტენზიული მცენარე და მისი მოვლა ძალიან ადვილია, მთავარია გრილად გყავდეთ. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 23-25 გრადუსი, ზამთარში კი როცა მცენარე მოსვენების პერიოდსია ტემპერატურა 12 გრადუსამდე უნდა დაუწიოთ. დაუშვებელია ორპირი ნიავიც კი, ყველანაირ პირობებს აიტანს, ორპირს კი ვერა. ზაფხულობით კარგია თუ გარეთ გაიყვანთ მცენარეს. ზამთარში მშრალი, გრილი ადგილი უფრო მოსწონს.მას "ბეთლემის ვარსკვლავს"ეძახიან. კომპაქტურობა, რომ შეინარჩუნოს სინათლე არ უნდა მოაკლდეს. სინათლის ნაკლებობისას მცენარე არ იყვავილებს, ფოთლები დაუწვრილდება, ტოტები კი სუსტი განუვითარდება. ოპტიმალურია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა. ყვავილობისას მცენარე ვერ იტანს შეწუხებას, საკმარისია ქოთნის შეტრიალებაც კი რომ მცენარე გაიბუტოს. 

 

მორწყვის რეჟიმი:

 ზაფხულში რეგულარული მორწყვა სჭირდება, ისე რომ მიწა სულ ნოტიო ჰქონდეს, ხოლო ზამთარში დატენიანებაც საკმარისია. დაუშვებელია სადგამზე გამოსული წყლის დატოვება, ის დაუყოვნებლივ უნდა გადაღვაროთ. გამოაზამთრეთ გრილ და განიავებად ადგილას, რომ არ დაავადდეს.

კამპანულას პერიოდულად სჭირდება გასხვლა, დროულად უნდა მოაცილოთ დაყვავილებული ყვავილები. 

 

სასუქი:

კამპანულამ უხვად რომ იყვავილოს სჭირდება პერიოდულად სასუქის მიწოდება. სასუქი უნდა მიაწოდოთ გაზაფხულიდან, როცა მცენარე გაიღვიძებს. უნდა მიაწოდოთ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქი ათ დღეში ერთხელ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იებისთვის განკუთვნილი სასუქი, ოღონდ მითითებული დოზა უნდა გაანახევროთ. 

თუ კამპანულა არ ყვავის ეს სასუქის არქონის ბრალია, სჭორედ სასუქისგან იღებს მცენარე ძალას ასაყვავებლად. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

კამპანულას აქვს ძლიერი და სწრაფად მზარდი ფესვები, ამიტომ უნდა დაგაირგას ახალ ქოთანში ყოველწლიურად, გაზაფხულზე. ქოთანი უნდა იყოს ოდნავ მოზრდილი. კამპანულა ნიადაგის მხრივ არ არის პრეტენზიული, კარგად ხარობს ნებისმიერი შემადგენლობის ნიადაგში. გადარგვის წინ აუცილებელი პირობაა, რომ გაისხლას. ყვავილებს სწორედ ახალ ტოტებზე იკეთებს.

 

 

როგორ მრავლდება:

კამპანულა შეგიძლიათ გაამრავლოთ სამი გზით: დათესვით, კალმებით და ბუჩქის დაყოფით. 

დათესვით გამრავლება კარგია გაზაფხულზე, კერძოდ მარტში. თესლი  უნდა დაითესოს ფხვიერ ნიადაგში და დასათბურდეს. როცა ნაზარდი კარგად გაიზრდება, დაახლოებით ერთ თვეში ან თვენახევარში უნდა გადაირგას ცალკე ახალ ქოთანში. 

კალმებით გამრავლება ყველაზე იოლი გზაა კამპანულას გამრავლებისას. მოჭრილი 10-12 სანტიმეტრიანი კალამი ჩარგეთ პირდაპირ ნიადაგში, ის მალე დაფესვიანდება და ასი პროცენტით დაემგვანება დედა მცენარეს. უნდა დაასათბუროთ კონტეინერი, პერიოდულად სჭირდება განიავება და დანამვა. დასაფესვიანებლად მცენარეს სჭირდება სიგრილე, დაახლოებით 12-13 გრადუსი უნდა იყოს იმ ოთახში სადაც კალმებია. 

ბუჩქის დაყოფით გამრავლება ხდება გაზაფხულზე, როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგვყავს. კამპანულას აქვს სუსტი ფესვები და დაყოფისას ფრთხილად უნდა გავყოთ დანის მეშვეობით. დაყოფისას ეცადეთ ფესვებიდან მიწა მთლიანად არ გასცვივდეს. უნდა ჩაირგას ნესტიან ნიადაგში და მოუაროთ ჩვეულებრივი წესით, როგორც ზრდასრულ მცენარეს. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4939 | რამოტვირთვები: 9 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar