24.10.2018, 12:05 | |
კალა ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი მცენარეა. კალას სამშობლოა სამხრეთ ამერიკა და აფრიკა. იგი იზრდება ნახევრად ჩრდილში. დღესდღეობით ცნობილია კალას 100-მდე სახეობა. კალას ამშვენებს დიდი ფოთლები და სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები. ფოთლები აქვს ზოგს მწვანე, ზოგს მწვანე თეთრი წინწკლებით. კალა ერთნაირად კარგად ხარობს როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში და მისი გაზრდა ქოთანშიც მარტივად შეგიძლიათ. კალას ყვავილი მოგრძო ფორმისაა.არსებობს თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, სტაფილოსფერი, შინდისფერი... თითო ყვავილი დეკორატიულობას 1,5 თვე ინარჩუნებს.
მოვლა სახლის პირობებში: სახლის პირობებში კალას კარგი განათება სჭირდება, ოღონს პირდაპის მზის სხივებს და ორპირ ქარს უნდა მოვარიდოთ. მას სჭირდება განიერი ქოთანი კარგი დრენაჟით. მას მოსწონს სინესტე, ამიტომაც ხშირად უნდა დანამოთ. კალას დიდი ფოთლების გამო რეგულარული მოვლა სჭირდება, პერიოდულად უნდა დაუწმინდოთ ფოთლები სველი ჩვრით. სასურველი ტემპერატურაა ზაფხულში მაქსიმუმ 25 გრადუსი, ზამთარში კი მინიმუმ 14 გრადუსი. კალას უყვარს მჟავე ნიადაგი და შეგიძლიათ მიწის მჟავიანობის ასამაღლებლად თვეში ერთხელ ლიმნიანი წყლით მორწყათ.
მორწყვა: კალას რეგულარული და უხვი მორწყვა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებსა და ვეგეტაციის პერიოდში. ყვავილობის დროს კი მორწყვა უნდა შეუმციროთ (მორწყათ მხოლოდ მიწის გამოშრობის შემდეგ).
სასუქი: კალა იანვრიდან მარტის ბოლომდე, კვირაში ერთხელ მისთვის განკუთვნილი სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
ნიადაგი და გადარგვა: კალა 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას, თუმცა თუ მას თავიდანვე მოზრდილ ქოთანში ჩარგავთ, შეგიძლიათ დროდადრო მხოლოდ მიწის ზედა ფენა შეუცვალოთ და აღარ გადარგათ. რაც შეეხება ნიადაგს, ის აუცილებლად ნოყიერი და კარგი წყალგამტარი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ სპეციალურად კალებისთვის განკუთვნილ ნიადაგს შეიძენთ, თუმცა შეგიძლიათ, იგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწით, ნეშომპალით, ტორფითა და ქვიშით თავადაც მოამზადოთ. ქოთნის ძირში აუცილებელია დრენაჟი.
როგორ მრავლდება კალა: კალა ბოლქვის გაყოფით მრავლდება. ყვავილობის დასრულების შემდეგ ბოლქვი იყოფა რამოდენიმე ნაწილად(გააჩნია ბოლქვის ზომას). ბოლქვი ერთი დღე ჩაალბეთ წყალში და დარგეთ ნესტიან მიწაში. როცა ყლორტი ამოიწვერება ზედაპირი დანამეთ ხოლმე, ხოლო როცა ფოთლებს ამოიტანს ჩვეულებრივი წესით დაიწყეთ მორწყვა.
ოთახის პირობებში კალას შეიძლება, ობობის ტკიპა გაუჩნდეს, რაც ჰაერის სიმშრალის ბრალია, ამიტომ კარგი იქნება პერიოდულად ფოთლების სველი ტილოთი გაწმენდა და დანამვა. თუ კალამ მოიწყინა, შეგიძლიათ დროდადრო კვერცხის ნაჭუჭის ნაყენით მორწყათ (ასეთი ნაყენი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს) - ეს თქვენს მცენარეს გამოაცოცხლებს და ყვავილობაც უფრო მეტად ხანგრძლივი ექნება. მოსვენების პერიოდში კალა ფოთლებს იცვენს და არ უნდა შეგვეშინდეს. უნდა შევწყვითოთ მორწყვაც. | |
| |
ნანახია: 4013 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |