12.03.2019, 09:03 | |
იუსტიცია საინტერსო მცენარეა ლამაზი ფორმის ყვავილებით, მცენარე ხანგრძლივად ყვავილობს, მართალია თვითონ ყვავილები მალე სცვივა, მაგრამ ყვავილსაჯდომი სამი-ოთხი თვე ტჩება მცენარეზე, რაც მას სილამაზეს სძენს.
როგორ მოვუაროთ სწორად: მცენარე პრეტენზიული არ არის და ადვილი მოსავლელია. კარგად ეგუება ნახევრად ჩრდილიან ადგილს, ამიტომ მას ინტერიერის გასალამაზებლად იყენებენ. ხანგრძლივად ყვავილობს ნახევრად განათებულ ადგილასაც. ზამთარში კარგი იქნება თუ ხელოვნურ განათებას მოუწყობთ. ტემპერატურის მიმართაც არ არის პრეტენზიული, მხოლოდ ზამთარში სჭირდება ზოგიერთ სახეობას გრილი გამოზამთრება, ეს კი მცენარის შეძენისას უნდა დააზუსტოთ. იუსტიციას უყვარს ჰაერის მაღალი ტენიანობა. მცენარეს მიწა ბოლომდე არ უნდა გამოუშრეს, უნდა მორწყათ მიწის ზედაპირის შეშრობისას, მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ წყალი ფესვებში არ ჩაუდგეს. მხოლოდ შემოდგომიდან,
სასუქი: ინტენსიური ზრდის პერიოდში მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით მცენარეს სასუქი სჭირდება. სასუქი უნდა მიაწოდოთ ათ დღეში ერთხელ კომპლექსური და მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები მონაცვლეობით. ზამთარში კი მხოლოდ თვეში ერთხელ სჭირდება ისიც განახევრებული დოზით.
გასხვლა: იუსტიციას ყოველწლიურად სჭირდება გასხვლა, რადგან ძველ ტოტტზე საყვავილე არ გამოაქვს. უნდა გაისხლას ადრე გაზაფხულზე, მოჭრილ ტოტზე უნდა დარჩეს 2-3 მუხლი, ახალი ტოტისთვის. თუ მცენარე რამოდენიმე წლისაა და ყვავილობა შეუმცირდა, მაშინ უნდა გაახალგაზრდავოთ მცენარე, უნდა გადაჭრათ მიწისზედა ნაწილი, რომ ახალი ტოტები ამოიყაროს. ამ დროს მცენარე უნდა გადაირგას პატარა ზომის ქოთანში.
ნიადაგი და გადარგვა: მცენარე უნდა გადაირგას ყოველ წელიწადს, გაზაფხულზე სამან აქტიური ზრდის პერიოდი დაეწყება. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, შედგებოდეს კორდის მიწის, ტორფისა და ქვიშისგან. ქოთანი უნდა იყოს ოდნავ დიდი ძველთან შედარებით. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა და ფრთხილად გადაიყვანოთ მცენარე თავისივე მიწით.
როგორ მრავლდება: იუსტიცია მრავლდება კალმებით. გასხვლისას მოჭრილი ტოტი ადვილად შეგიძლიათ დააფესვიანოთ. კალამს მოარიდეთ ქვემოთა ფოთლები და ჩარგეთ ტორფნარევ მიწაში, მოათავსეთ 22-25 გრადუს ტემპერატურაზე. მცენარე ადვილად ფესვიანდება, როცა ფესვები კარგად გაეზრდება გადაიტანეთ ქოთანში მისთვის შესაფერის ნიადაგში.
| |
| |
ნანახია: 2929 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |