31.10.2018, 18:04 | |
ჰოია გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში და ავსტრალიის ტროპიკულ ნაწილში და მოიცავს დაახლოებით 200 სახეობას. ჰოია ულამაზესი, არსებობს ჰოიას ეგზოტიკური სახეობებიც, მაგალითად: ჰოია კერრი (ლათ. Hoya Kerri) - გულის ფორმის ორიგინალური ფოთლებით, ჰოია რეტუსა (ლათ. Hoya Retusa) - ნაზი მილისებური ფოთლებით, ჰოია მულტიფლორა (ლათ. Hoya multiflora ) რომელსაც ყვავილის ფურცლები უკან აქვს გადახრილი და ჰოია ონიხოიდესი (ლათ. Hoya onychoides) , რომელსაც ყვავილის ფურცლები მოხრილი ფრჩხილებივით აქვს ამობურცული.
როგორ მოვუაროთ სწორად: ეცადეთ, ჰოია მკვეთრ და გაფანტულ შუქზე გედგათ და ადგილი არ შეუცვალოთ, რადგან მცენარე განათების ცვლილებაზე ცუდად რეაგირებს და
მორწყვის რეჟიმი: ჰოია გაზაფხულ-ზაფხულში უხვად მორწყეთ, ისე რომ მიწის ზედა ფენა გამოუშრეს. შემოდგომიდან მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ მიწის გაშრობიდან 2 დღის მერე მორწყეთ.ხოლო ზამთრის დადგომასთან ერთად (ამ დროს მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება) სრულებით შეწყვიტეთ, ან თვეში 1-ჯერ მორწყეთ.
სასუქი: მთელი ვეგეტაციის პერიოდში (მარტის დასაწყისიდან ზაფხულის ბოლომდე), ჰოია თვეში 2-ჯერ, რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში მცენარე განოყიერებას არ საჭიროებს.
როდის და როგორ გადავრგათ: ჰოია როდესაც ქოთანს გაავსებს ფესვებით მხოლოდ მაშინ უნდა გადავრგათ ოდნავ დიდ ქოთანში. მიწის მიმართ არ არის პრეტენზიული, ოღონდ მსუბუქი ნიადაგი იყოს.
როგორ გავამრავლოთ: გამრავლება ხდება ტოტით, რომელსაც ექნება მინიმუმ 3 ფოთოლი. ჩარგეთ ტორფისა და ქვიშის ნაზავში. ასეთი წესით სამ კვირაში დაფესვიანდება, ამის შემდეგ შეგიძლიათ ქოთანში გადარგათ.
| |
| |
ნანახია: 2816 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |