23.10.2018, 12:08 | |
ჰიპეასტრუმი მრავალწლიანი ბოლქვოვანი მცენარეა. ბოლქვის ზომა სახეობიდან გამომდინარე მერყეობს 5-10 სანტიმეტრი დიამეტრში. ჰიპეასტრუმის ფოთლები სწორია, სიგრძით 60-70 სანტიმეტრი, სიგანით 4-5 სანტიმეტრი, რომლებიც
ჩარგვა სახლის პირობებში: ჰიპეასტრუმი უნდა ჩაირგოს ბოლქვზე ოდნავ დიდ ქოთანში. ბოლქვი ქოთანში ისე უნდა ჩაირგას, რომ მიწამ ნახევრად დაფაროს. სანამ ბოლქვს ჩარგავთ უნდა ჩაყაროთ ცოტა დრენაჟი, შემდეგ ცოტა მიწა და შემდეგ ბოლქვი ჩადეთ ქოთნის შუაში და დააყარეთ მიწა, რომელსაც წინასწარ მოამზადებთ: ფოთლოვანი ტყის მიწა+ცოტა ქვიშა.
დარგული მცენარე ფრთხილად მორწყეთ,ისე რომ ბოლქვს არ მოხვდეს წყალი, მორწყეთ მხოლოდ მიწა. წყალი ძირიდან რომ გამოუვა, შემდეგ დადგით მყუდრო ადგილას და სანამ კვირტი არ ამოვა აღარ მორწყათ. როცა კვირტი ამოიზრდება დაახლოებით 10 სმ-ზე გადადგით ფანჯრის რაფაზე და დაიწყეთ მორწყვა. ეცადეთ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს მცენარეს. ზაფხულში შეგვიძლია მცენარის გარეთ გატანაც. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-26 გრადუსი.
ბოლქვის დარგვიდან დაახლოებით თვე-თვენახევარში იწყებს ყვავილობას. ამ პერიოდში სასუქიც უნდა მივაშველოთ. მას შემდეგ რაც მცენარე აყვავდება უნდა მივაწოდოთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი ათ დღეში ერთხელ. ასევე კარგია ნაკელიანი წყლით მორწყვა 10 დღეში ერთხელ. როცა ყვავილობას მორჩება შემდეგ გამოაქვს ფოთლები.
| |
| |
ნანახია: 2087 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |