გუზმანია (guzmania)
30.11.2018, 12:04

გუსმანია ბრომელიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 130-მდე დაკავშირებული სურათიეპიფიტ და მიწისზედა სახეობებს აერთიანებს. მცენარე ძირითადად გავრცელებულია: სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეებში, ინდოეთში, ბრაზილიასა და ვენესუელაში.
გუსმანიას შეცდომით გუზმანიასაც უწოდებენ, არადა მცენარის სახელწოდება ესპანელი ბოტანიკოსის გუსმანის გვარისგან წარმოდგება, რომელმაც 1902 წელს პირველად აღწერა ეს სახეობა თავის ნაშრომებში. 
გუსმანია დეკორატიული მცენარეა, მისი მუქი მწვანე ან დახაზული ფოთლები როზეტისებურადაა შეკრული, როზეტის ცენტრიდან კი ამოზრდილია ღერო, რომელზეც გირჩისებური ფორმის ყვავილებს იკეთებს. მცენარეს აქვს: ვარდისფერი, ფორთოხლისფერი ან წითელი ფერის ყვავილები. ბუნებრივ პირობებში გუსმანიას სახეობები ხეებსა და მიუვალ კლდეებზე ხარობენ, თუმცა ნიადაგშიც ადვილად ფესვიანდებიან და მცენარის ზოგიერთი სახეობა ფართოდაა გავრცელებული როგორც ღია გრუნტში, ისე ორანჟერეებსა და საოთახო მემცენარეობაში.

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

გუსმანია კარგ განათებას საჭიროებს, თუმცა მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს და ამიტომ ზაფხულის მწველი მზე ფარდით უნდა გაუფანტოთ.
ზაფხულში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა 250C, ზამთარში კი - 180C -ზე ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს. 

მცენარეს მაღალი ტენიანობა უყვარს, ამიტომ ფოთლები დღეში ორჯერ მაინც უნდა დაუნამოთ. 

 

 

მორწყვის რეჟიმი:დაკავშირებული სურათი

 გუსმანიას სუსტი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ფესვებში წყლის ჩადგომა ვნებს (ზედმეტი წყლისგან ფესვები ულპება). აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, მცენარე წელიწადის ნებისმიერ დროს როზეტიდან მორწყათ ოთახის პემპერატურის წყლით. შემოდგომასა და ზამთარში კი, როცა ტემპერატურა 200C-ზე დაბალია ან მცენარე ისვენებს, მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ.

 

სასუქი:დაკავშირებული სურათი

გუსმანიას ყოველ თვე სჭირდება სასუქის მიცემა. მცენარე უნდა განოყიერდეს უნივერსალური ან მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქით. ყვავილობის პერიოდში კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად ანუ 1ო დღეში ერთხელ მიაწვდით სასუქს, რადგან ეს მას ყვავილობას გაუხანგრძლივებს.
სასუქი აუცილებლად წყალში უნდა გაიხსნას მითითებულ დოზაზე 3-ჯერ სუსტი უნდა იყოს და მორწყვის მსგავსად, მცენარეს როზეტიდან უნდა მისცეთ.

 

როდის და როგორ გადავრგათ:დაკავშირებული სურათი

გუსმანია ხანმოკლე დროით ცხოვრობს, ამიტომ, როგორც წესი, გადარგვას არ საჭიროებს.
რაც შეეხება ნიადაგს, აუცილებლად წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის ტორფის, ხის ნახშირისა და ქვიშისგან მოამზადებთ. შეგიძლიათ, ორქიდეებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგიც გამოიყენოთ. აუცილებელი პირობაა კარგი დრენაჟის მოწყობაც.

 

როგორ გავამრავლოთ:

გუსმანია ყველაზე მარტივად შეგიძლიათ, ამონაყარით გაამრავლოთ, რომელსაც დედა მცენარე თავის გარშემო იკეთებს. ოღონდ ამონაყარი მანამ არ უნდა გადარგოთ, სანამ ფესვთა სისტემას კარგად არ განივითარებს.

guzmania-ის სურათის შედეგი

ცუდი მოვლის პირობებში გუსმანია შეიძლება დაავადდეს ობობის ტკიპით. იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენთ დაავადებას უნდა შეწავმოთ აქტელიკით, ან საპნიანი წყლით კარგად გაწმინდოთ, რომელსაც 2 საათის შემდეგ ჩამობანთ.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2477 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar