გლოქსინია
13.11.2018, 15:16

როგორ მოვუაროთ სწორად:დაკავშირებული სურათი

გლოქსინია სინათლის მოყვარული მცენარეა. უყვარს კაშკაშა გაბნეული სინათლე, თუ ნაკლებად განათებულ ადგილას დადგავთ ფოთლები გაეწელება. გლოქსინიას თუ სინათლე არ ჰყოფნის ფოთლებს მაღლა სწევს. ხოლო თუ ზედმეტი განათება აქვს ფოთლებს დაბლა ყრის და ეხვევა. 

 

 

მორწყვის რეჟიმი:

მცენარე უმჯობესია წვიმის წყლით, ან ანადუღარით მორწყათ. თუ ჩვეულებრივი წყლით აპირებთ მორწყას გააჩერეთ მინიმუმ 24 საათი თავახდილი და ისე მორწყეთ. მორწყვისას მცენარეს არ უნდა მოხვდეს წყალი, თორემ ლპობა დაეწყება. თუ წვიმიანი ამინდია საერთოდ არ მორწყათ, რადგან ამ დროს გვიან შრება მიწა. 

დაკავშირებული სურათი

 

სასუქი:

გლოქსინიას დარგვიდან 2 თვის განმავლობაში არანაირი სასუქი არ სჭირდება, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა მიაწოდოთ სასუქი ათ დღეში ერთხელ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს არ უნდა მოხვდეს, დაასხით ქოთნის კიდეებზე. სასუქის შეტანა კარგია იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე. მცენარეს როცა სასუქი აკლია ფერმკრთალდება და ყვავილები მცირდება. 

 

როდის და როგორ გადავრგათ:დაკავშირებული სურათი

გლოქსინია გაზაფხულზე უნდა გადაირგას, სანამ ყვავილობას დაიწყებს. მისთვის უნდა შეარჩიოთ დაბალი და განიერი ქოთანი, რადგან ფესვები განზე ეზრდება. ქოთნის ძირში ჩაუყარეთ დრენაჟი. 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

ნიადაგი უნდა შედგებოდეს: კორდის მიწა, ტორფი, ფოთლოვანი ტყის მიწა, ქვიშა და დაამატეთ ბიოჰუმუსი ან ნაკელი. რადგან მცენარეს მჟავე ნიადაგი უყვარს შეგიძლიათ დაამატოთ ნაძვის ქერქიც.

 

 როგორ გავამრავლოთ:გლოქსინია-ის სურათის შედეგი

მცენარე ადვილად მრავლდება ფოთლით. ფოთლით გასამრავლებლად უნდა მოაჭრათ საღი ფოთოლი, გადაავლეთ დუღარე წყალი, ჩადეთ წყლიათ ჭიქაში და დადგით ნათელ ადგილას. სანამ ფესვები კარგად არ გაეზრდება არ დარგოთ. 

მოჭრილი ფოთოლი ასევე შეგიძლიათ მიწაშიც დააფესვიანოთ. მიწა უნდა იყოს მსუბუქი ქვიშა და ტორფი უნდა გაურიოთ. წინასწარ მორწყეთ მიწა და ჩარგეთ ფოთოლი 2 სმ-ზე მიწაში. რამოდენიმე ხნის შემდეგ წამოიღებს ახალ ფოთლებს. 

 

 

გლოქსინიას მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები:

ხშირად გლოქსინიას ფოთლებს რაღაც ემართება ეხვევა, ყვითლდება, ხმება, წითლდება, ცვივა...  მიზეზი რამდენიმეა.დაკავშირებული სურათი
 - თუ ფოთოლი ეხვევა
ასე ხდება, როცა ოთახში ცხელა და სიმშრალეა, თუმცა თუ ზედმეტად ნესტია მიწაში, მაშინაც იგივე ემართება, საყვავილე ღერო მოკლე, ყვავილი კი დეფორმირებულია, საჭიროა მორწყვის რეჟიმის დარეგულირება, მცენარის დამუშავება აქტელიკით ან ფიტოვერმით აბლაბუდა ტკიპას საწინააღმდეგოდ, მიზეზი ასევე შეიძლება კალიუმიანი სასუქის სიჭარბეც იყოს.
 - ფოთოლი წითლდება
მიზეზი - ფოსფორის ნაკლებობაა, იმავე მიზეზით მცენარე არ ყვავილობს, გამოსასწორებლად ესაჭიროება დიამოფოსკა ან სხვა ფოსფორიანი სასუქი
 - ქვედა ფოთლები უხმება
ჭარბი მორწყვა ან ჰაერის სიმშრალეა ამის მიზეზი, ასევე რაიმე ინფექცია. 
გლოქსინია-ის სურათის შედეგი
 - არ ყვავილობს
როდესაც ზედმეტ აზოტიან სასუქს აძლევენ. ასევე არასაკმარისი განათების, დაბალი ტემპერატურის ან არასაკმარისი მორწყვის გამო. კიდევ მოქმედებს არასწორი გამოზამთრება. იმისთვის, რომ მან იყვავილოს, მოსვენების პერიოდი დაახლოებით 4 თვე უნდა გაგრძელდეს, გლოქსინიას ძალიან უყვარს სინათლე, მისი გაღვიძებისთანავე კრგ განათებაზე უნდა დადგათ, თორემ მას ყვავილი ან ცოტა  ექნება ,ან საერთოდ არ იყვავილებს, ან ბოლომდე არ გაიშლება .მისი ყვავილობისთვის მნიშვნელოვანია ქოთნის ზომაც - სჭირდება დაბალი განიერი ქოთანი, საშუალო ზომის გორგლებისთვის 9-11 სმ დიამეტრის ქოთანი, მას ყოველწლიური გადარგვა სჭირდება
 - ლპება ფოთლის ღერები ან კოკრები
ასე ხდება ჭარბი მორწყვისას, ზედმეტად მჟავე ნიადაგის, აზოტიანი სასუქის სიჭარბისას, ასევე მკაცრი ზამთრის, ან ძლიერ ღარიბი მიწის გამო. თუ ამ პირობების გამოსწორების მერე მდგომარეობა არ შეიცვალა, მიზეზი თავად გორგალში იქნება. ამ შემთხვევაში უნდა ამოიღოთ მიწიდან და თუ შეატყვეთ, რომ ლპება კარგად გარეცხეთ, დაამუშავეთ ნახშირით და დადეთ 2 დღე, რომ კარგად გამოშრეს და შემდეგ ჩარგეთ. 
 - ვითარდება ტყუილი კოკრები
თავიდან ჩვეულებრივ, ყალიბდება კოკორი, იხსნება ჯამის ფოთოლაკები, მაგრამ შიგნით ყვავილის მაგიერ მწვანე მარცვალია, ცოტა ხნის შემდეგ საყვავილე ღერო ყავისფერდება და ხმება. მიზეზი გორგლების ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გამოზამთრებაა, ასეთ  საყვავილე  ღერებს აჭრიან და მომდევნო  კოკრის გაშლას  ელოდებიან,, შესაძლოა, სიტუაცია თავისით გამოსწორდეს, თუ არა,მცენარე უნდა დამუშავდეს ეპინით, ასე მას სტრესი ეხსნება და ახალი ნორმალური კოკრები უვითარდება
 - კოკრები ბოლომდე არ იშლება
მერე კი ყავისფერდება, რბილდება. ასეა , როცა მას ბევრი კოკორი აქვს ერთდროულად და საკვები არ ჰყოფნის, ასე ცდილობს მცენარე თავად დაარეგულიროს ყვავილობა, კიდევ ერთი მიზეზი ნაადრევი ყვავილობაა, როცა დღე ჯერ კიდევ ხანმოკლეა და განათება არ ჰყოფნის
 - კოკრები უხმება
როცა ცხელა, მშრალი ჰაერია, სჭირდება დანამვა და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქის მიცემა
 - ყველა ფოთოლი უჭკნება
თუ ასე შემოდგომაზე ხდება, მცენარე ზამთრისთვის მზადებას იწყებს, მორწყვა უნდა შემცირდეს, როცა ყველა ფოთოლი გახმება, გადაჭერით ისე, რომ მიწისზედა მცრე ნაწილი დარჩეს და შეინახეთ სიგრილე- სიბნელეში, .. თუ ვეგეტაციის პერიოდში დაემართა ასე, პრობლემა გორგალშია - ზედმეტი მორწყვის გამო ლპობა დაეწყო,. იგი უნდა ამოითხაროს, მოეჭრას დაზიანებული ადგილები, დამუშავდეს ფუნგიციდებით და ახალ მიწაში ჩაირგას
იმისთვის, რომ განმეორებით იყვავილოს:
მოაჭერით 2 -3 წყვილი ფოთოლი, 1-2 თვეში ახალ ტოტებს გაივითარებს და მათზე თავიდან გამოუვა კოკრები, ასევე ყვავილობის სტიმულირება შესაძლებელია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქითაც.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1650 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar