[ სერვერიდან გადმოტვირთვა (47.7 Kb) ] | 07.12.2018, 13:13 |
გარდენია ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც 250-მდე სახეობას აერთიანებს. თუმცა, საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია გარდენიას მხოლოდ ჟასმინისებრი გარდენია, რომელსაც სასიამოვნო სურნელის გამო მირონის ხესაც ეძახიან. სხვათა შორის, ოთახის პირობებში გარდენიას გახარება არ არის იოლი და გარკვეული წესების ზედმიწევნით დაცვას საჭიროებს. გარდენია ტროპიკული მცენარეა. მას აქვს თეთრი, მოყვითალო და მოვარდისფრო ყვავილები. ხალხურ მედიცინაში მისი ფესვებისა და ნაყოფის ნახარშებს იყენებენ სიცხის დამწევად, ანთების საწინააღმდეგოდ, სისხლაღმდგენად სიყვითლის, კანის დაავადებების, მასტიტის, სტომატიტის, ტონზილიტის დროს. ფესვების ნახარში ეფექტურია ფილტვების, ციებ-ცხელების, სისხლდენის, ეპიდემიური გრიპის, ნეფრიტის სამკურნალოდ. დანაწევრებულ ნაყოფს იდებენ ჭრილობებზე, სიმსივნეზე, დანაწვავზე, დაშავებულ ადგილებზე. მისი ნახარშები გამოიყენება თავის ტკივილისა და სასუნთქი გზების, ნაღვლისა და კუჭ-ნაწლავის ანთების, თირკმლების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მცენარის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილია გლიკოზიდი კროცინი, რომელიც იწვევს ნაღვლდენას. მისი ნაყენებ ტრადიციულად გამოიყენება არტერიული წნევის დასარეგულირებლად. ნაყოფის ნახარში გამოიყენება ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისაგან გასაწმენდად, ჰერპესის სამკურნალოდ.
როგორ მოვუაროთ სწორად: ზრდის პერიოდში გარდენიას რწყავენ უხვად, მას შემდეგ რაც მიწის ზედა ფენა გაშრება. მცენარე მგრძნობიარეა და ზედმეტი წყალი ვნებს მას. ზამთრის პერიოდში რწყვას უკლებენ. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რწყავენ ზომიერად - მიწის ზედაპირის გაშრობიდან 2-3 დღის შემდეგ. უნდა მოირწყას ჰაერის ტემპერატურაზე 2-3 გრადუსით თბილი წყლით. თვეში ერთხელ კი ლიმონიანი წყლით უნდა მორწყათ ( ერთ ლიტრ წყალში ჩააწვეთეთ 5-6 წვეთი ლომინი).
სასუქი: მარტიდან აგვისტოს ბოლომდე გარდენია, ორ კვირაში 1-ხელ, ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.
როდის და როგორ გადავრგათ:
გასხვლა:
როგორ გავამრავლოთ:
| |
| |
ნანახია: 5085 | რამოტვირთვები: 14 | |
სულ კომენტარები: 0 | |