ეხმეა
18.03.2019, 14:15

ეხმეა პოპულარულ მცენარედ 90-იანი წლებიდან იქცა. ეს მცენარე ბრომელიასებრთა ოჯახს ეკუთვნის და 180-მდე სახეობას აერთიანებს. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკული რაიონებია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როცა ამ მცენარეს ოთახში ზრდით.
ეხმეას ვერცხლისფერი ლაქებით ან ხაზებით დაფარული სქელი და ტყავისებური ფოთლები აქვს, რომლებიც როზეტისებურადაა შეკრული. როზეტის ცენტრიდან კი ვითარდება გრძელი საყვავილე ღერო, რომელსაც გამოაქვს ერთი ან რამდენიმე, ორიგინალური ფორმის ყვავილი და ისე გამოიყურება, როგორც ყვავილი ვერცხლისფერ საყვავილე ლარნაკში. სწორედ ამის გამო ხალხში მცენარეს „ვერცხლის ლარნაკი“ შეარქვეს. მცენარე სინათლისკენ ისწრაფვის, ტყის დაბალ იარუსებში ეს რთული მისაღწევი იყო, რის გამოც ეხმეას ზოგიერთი სახეობა მაღალი ხეების ტოტებზე დასახლდა. ასეთი მცენარეები ეპიფიტებს წარმოადგენს. ასეთი მცენარეები ხის ქერქისგან იღებენ ორგანულ ნივთიერებებს. aechmea-ის სურათის შედეგი

ეხმეას გრძელი ფოთლები აქვს, ისინი ქმნიან მილს, სადაც წვიმის დროს წყალი გროვდება, რასაც მცენარე გვალვის დროს იყენებს. 

ეხმეა სიცოცხლის მე-3 ან მე-4 წელს ყვავილობს. ყვავილობა ხანგრძლივია და რამდენიმე თვის განმავლობაში გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე გრძელდება. გადაყვავილების შემდეგ „დედა მცენარე“ იღუპება, თუმცა, როგორც წესი, ამ დროისთვის მის ირგვლივ უამრავი „შვილეული“ როზეტია განვითარებული, რომლებიდანაც შეგიძლიათ, ახალი მცენარე გაახაროთ.
ეხმეას ზოგიერთი სახეობა შხამიანია და მის წვენთან შეხებამ შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ მცენარესთან მუშაობისას რეზინის ხელთათმანები უნდა გეკეთოთ, მუშაობის დასრულებისთანავე კი ხელები საპნით კარგად უნდა დაიბანოთ.

ზოლიანი ეხმეა ყველაზე ლამაზი და გავრცელებული მცენარეა. ზოლიან ფოთლებს ძალიან უხდება იისფერი ყვავილედი. áƒ“აკავშირებული სურათი

 

მოვლა სახლის პირობებში:

ეხმეა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ნორმალური ზრდისა და ყვავილობისთვის სითბოსა და კარგ განათებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, მცენარე თბილ ოთახში, ყველაზე მზიან ფანჯარასთან მოათავსეთ, მხოლოდ შუადღის მწველი მზე ფარდით მოუჩრდილეთ (დილისა და საღამოს მზის სხივები მცენარეს ვერაფერს ავნებს). ოთახის ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 22-24 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი 18 გრადუსს ქვემოთ არ უნდა ჩამოსცდეს. მხოლოდ მბრწყინავ ეხმეას შედარებით თბილი გამოზამთრება სჭირდება. aechmea-ის სურათის შედეგი

ეხმეა უნდა მოირწყასმაშინ, როცა მიწა მთლიანად გაუშრება. მცენარე უნდა მორწყათ როგორც მიწის ზედაპირიდან, ისე როზეტის ცენტრიდან - ისე, როგორც ეს ბუნებრივ პირობებში ხდება. ზამთარში იშვიათად ასხავენ როზეტში წყალს. 
ზაფხულში მცენარე ხშირად მორწყეთ - როგორც კი მიწის ზედაპირი და როზეტი გამოშრება. შემოდგომიდან მორწყვა შედარებით შეამცირეთ, ზამთარში კი მცენარეს როზეტიდან მორწყვა საერთოდ არ სჭირდება, რადგან ეს მისი ფოთლების ლპობასა და მცენარის საბოლოოდ დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად თბილი (ჰაერის ტემპერატურაზე ოდნავ მაღალი) და ნადგომი წყალი გამოიყენეთ. მცენარე კარგად ეგუება მშრალ ჰაერსაც, მაგრამ მოსწონს ფოთლების დანამვა. ზოგჯერ მცენარეს უწყობენ თბილ შხაპსაც. ზოლიან ეხმეას, რომელსაც ეკლები აქვს ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ეკლები ადვილად შეიძლება დააზიანოთ.

 

დაკავშირებული სურათი

სასუქი:

აქტიური ზრდის პერიოდიდან მცენარეს სჭირდება სასუქი. უნდა გამოკვებოთ ბრომელიებისთვის განკუთვნილი სასუქით ან კომპლექსური სასუქებით ორ კვირაში ერთხელ, ოღონდ ნახევარი დოზით. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

მცენარეს არ სჭირდება დიდი ქოთანი, მას პატარა ფესვთა სისტემა აქვს. ზემოდან შეიძლება საკმაოდ დიდი მოგეჩვენოთ და დაფაროს ქოთანი, მაგრამ ფესვები პატარა ჰქონდეს. როცა ფესვები კარგად შეავსებს ქოთანს უნდა გადაიყვანოთ ოდნავ დიდ ქოთანში, ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე. რადგან მცენარე ბუნებაში ცხოვრობს ნიადაგი უნდა იყოს ძალიან ფხვიერი და წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. უნდა შედგბოდეს: ტორფი + კორდის მიწა + ფიჭვის ქერქები და ცოტა ქვიშა. 

 

გამრავლება:დაკავშირებული სურათი

მცენარე შეგიძლიათ გაამრავლოთ შვილეულით ან თესლით. შვილეული როზეტი უნდა მოაცილოთ მაშინ, როცა უკვე კარგად ექნება განვითარებული ფესვთა სისტემა. ასეთ შემთხვევაში ახალი მცენარე ორ წელიწადში აყვავდება, ადრე მოცილებული კი 5-6 წელიწადში იყვავილებს. შვილეული მცენარის მოცილების შემდეგ უნდა დაააროთ დაქხვნილი ნახშირი. 

თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის თესლი ტორფში ან წვრილად დაჭრილ სფაგნუმში დათესოთ. ნათესი ჩრდილში მოათავსოთ, რეგულარულად მორწყოთ და გაანიავოთ. დაახლოებით, სამ თვეში ნათესიდან ამოზრდილი მცენარე ფოთლოვანი მიწისა და ტორფის ნაზავში უნდა გადარგოთ, ხოლო 1 წლის შემდეგ მოზრდილი ეგზემპლარებისთვის განკუთვნილ მიწაში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

 

aechmea-ის სურათის შედეგი

ასაკის მატებასთან ერთად ძველი როზეტის ხმობა ნორმალურია და არ უნდა შეგეშინდეთ. 

როზეტის ლპობას იწვევს ზედმეტი მორწყვა, ან მძიმე ნიადაგი.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2639 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.2/6
სულ კომენტარები: 0
avatar