დენდრობიუმი (dendrobium)
03.05.2019, 11:36

დენდრობიუმი მიეკუთვნება ორქიდეების ჯგუფს. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ აზია, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია, ავსტრალია, ახალი გვინეა, ვიეტნამი და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულები. ამ გვარის მცენარეები იზრდებიან ხეებზე. 

დენდრობიუმის სახეობა ძირითადად ეპიფიტია, ან ლიტოფიური, თუმცა ზოგიერთი სახეობა ხმელეთისაა. მცენარე საშვალოდ 40-90 სანტიმეტრამდე იზრდება. ფოთლები აქვს ლანცეტისებრი 5-8 სანტიმეტრის ზომის და ერთმანეთისგან მორიგეობითაა განლაგებული ღეროზე. მათი უბეებიდან ამოდის საყვავილე ღერო, რომელიც იშლის თეთრ, ნარინჯისფერ, მწვანე, ყვითელ, ვარდისფერ, იასამნისფერ სურნელოვან ყვავილებს. ამ გვარში გავრცელებულია 1200 სახეობა, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მარტო ყვავილის შეფერილობით, არამებ ფორმითაც. 

 

 

დენდრობიუმის მოვლა:

დენდრობიუმი არ არის პრეტენზიული მცენარე, მთავარია მოვათავსოთ კარგად განათებულ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივებს. არ უყვარს მაღალი ტემპერატურა, ამიტომ ხშირად უნდა დანამოთ მცენარე ან დადგათ კენჭებიან სადგამზე დასაც მუდამ ესხმება წყალი, ოღონდ გაითვალისწინეთ ქოთანს არ უნდა ეხებოდეს წყალი. არასაკმარისი განათების გამო ფოთლები უყვითლდება, უნდა ჰქონდეს ხასხასა მწვანე ფოთლები. ზამთარში აუცილებელია დამატებითი ხელოვნური სინათლის მოწყობა. 

გაზაფხულ-ზაფხულში დენდრობიუმი უნდა მოირწყას უხვად, მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე. შემოდგომიდან მორწყვა მცირდება, ხოლო ზამთარში თითქმის არ რწყავენ, ამ პერიოდში ისვენებს მცენარე და უნდა მოირწყას თვეში ერთხელ, ისიც ცოტა რაოდენობის წყლით.

შემოდგომიდან ზრდა ჩერდება და ტემპერატურაც უნდა დავაკლოთ. თუ გვინდა რომ კარგად იყვავილოს ამ პერიოდში მორწყვაც უნდა მინიმუმამდე შევამციროთ. თუ მაღალ ტემპერატურაზე გამაზამთრებთ შეიძლება მცენარე დაიღუპოს. 

მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება ნოემბრის ბოლოდან და ორ თვეს გრძელდება. ამ პერიოდიდან მცირდება მორწყვა და უნდა მოთავსდეს ნათელ, ოღონდ გრილ ადგილას, სადაც ტემპერატურა იქნება დღისით მაქსიმუმ 17 გრადუსი, ხოლო ღამით 10 გრადუსი. თუ არ შეუქმნით პირობებს მცენარე არ იყვავილებს.დენდრობიუმი

ყვავილობის დასრულების შემდეგ ფოთლები იწყებს გაყვითლებას და სცვივა. რჩება მხოლოდ დაჭმუჭნული ფსევდობულბა. ამან არ უნდა შეგვაშინოს. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში ორქიდეებისთვის განკუთვნილ სასუქს მიაწვდით.

 

სასუქი:

აქტიური ზრდის პერიოდში აპრილიდან-ოქტომბრამდე უნდა მიაწოდოთ 10 დღეში ერთხელ სასუქი. სასუქი უნდა იყოს სუსტი კონცენტრაციის, უნდა გამოიყენოთ კომპლექსური სასუქი და ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქები. 

 

 

ნიადაგი და გადარგვა:დენდრობიუმი

მცენარის გადარგვა მაშინ არის საჭირო, როცა ფესვები მთლიანად შეავსებს ქოთანს. საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაირგას გაზაფხულზე, ყვავილობის დასრულების შემდეგ. სუსტი ფესვების გამო ფრთხილად უნდა გადაიყვანოთ ახალ ქოთანში. გადარგვამდე აუცილებელია მცენარე ჩავდოთ წყლიან ჭურჭელში, რომ ნიადაგი კარგად დასველდეს. ფრთხილად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და ფესვებიდან ძველი ნიადაგი მოაცილეთ. დაზიანებული ადგილები უნდა მოეჭრას სუფთა მაკრატლით და დამუშავდეს ზელიონკით. ქოთნის ძირში უნდა ჩაუფინოთ ხის მსხვილი ქერქები. ნიადაგი სჭირდება ორქიდეებისთვის განკუთვნილი სუბსტრატი, რომელიც ხის ქერქისგან შედგება. მიწის ზედაპირზე მოუფინეთ ხავსი, ნესტის შესანარჩუნებლად. ახალგადარგული მცენარე არ უნდა მოირწყას ორი დღე. 

დაუშვებელია საჰაერო ფესვების სუბსტრატში მოთავსება, ის უნდა დარჩეს ზემოთ და პერიოდულად დაინამოს. 

 

დენდრობიუმი

როგორ მრავლდება დენდრობიუმი:

დენდრობიუმი ორნაირად მრავლდება: ძირის დაყოფით და შვილეულით. შვილები ხშირად ბულბებიდან ამოდის ყვავილების ნაცვლად. როცა შვილეულს ფესვები კარგად განუვითარდება და მიაღწევს 5-6 სანტიმეტრს, ფრთხილად უნდა მოარიდოთ დედა მცენარეს და ცალკე ქოთანში ჩარგათ. სუბსტრატი წინასწარ უნდა იყოს დამბალი წყალში. ჩარგვიდან ერთი კვირა მცენარეს მორწყვა არ სჭირდება. პატარა მცენარე ორი წლის შემდეგ იყვავილებს. 

ბუჩქის დაყოფით გასამრავლებლად ფრთხილად უნდა ამოიღოთ მცენარე ქოთნიდან, მოაცილოთ ნიადაგი და მჭრელი დანით მოაჭერით მცენარე, რომელსაც ექნება მინიმუმ ორი ფსევდობულბა. გადაჭრილი ადგილები დაამუშავეთ ზელიონკით.

ჰაერის სიმშრალის გამო მცენარე შეიძლება დაავადდეს, ამოტომ უნდა გაითვალისწინოთ რჩევები, თუ მაინც დაავადდა მცენარე ფოთლები გაუწმინდეთ საპნიანი წყლით, ეს პროცედურა გააიმეორეთ ათი დღის შემდეგ. 

 

თუ მცენარე არ ყვავილობს თბილად გამოზამთრების ბრალია. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1970 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar