დეკემბერა (Schlumbergera)
03.12.2018, 14:57

დეკემბერა კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ეპიფიტი მცენარეა, რომლის Schlumbergera-ის სურათის შედეგისამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებია მიჩნეული. ბუნებრივ პირობებში დეკემბერა ხეებზე იზრდება.
მცენარე ძირითადად დეკემბერში ყვავის და ამიტომაც მას მეორე სახელი დეკემბერა შეარქვეს, სწორედ ამ სახელით იცნობს უმრავლესობა. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

სახლის პირობებში დეკემბერა არ არის პრეტენზიული მცენარე, მისი მოვლა ძალიან ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ გარემოში დეკემბერა ხეების ჩრდილქვეშ ცხოვრობს, ოთახის პირობებში უპირატესობას ნათელ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილს ანიჭებს. ზაფხულობით შეგიძლიათ მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ და თამამად მოათავსოთ ხის ჩრდილქვეშ.
უნდა იდგას გრილ ადგილას, რადიატორისგან მოშორებით. მცენარეს უყვარს ფხვიერი, წყლის კარგად გამტარი ნიადაგი. áƒ“აკავშირებული სურათი

შლუმბერგერას ვეგეტაციის პერიოდი ეწყება მარტიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, ამ პერიოდში მცენარე აქტიურად იზრდება და უფრო მატად სჭირდება წყალი, უნდა მოირწყას მიწის შეშრობის თანავე. ასევე კარგია პერიოდულად თბილი შხაპი მოუწყოთ. ამ პერიოდში 10 დღეში ერთხელ მიაწოდეთ აზოტით მდიდარი სასუქი. ოქტომბრის ბოლოდან მცენარე აყვავებისთვის ემზადება, ამ პერიოდიდან უნდა შევუმციროთ მორწყვა და მოვათავსოთ გრილ ადგილას. კარგია წყლის მაგივრად გამოიყენოთ ჩაის ნაყენი. დეკემბრიდან კი მიაწოდოთ მოყვავილე მცენარეების სასუქი. ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც მცენარეა მოთავსებული. ამ პერიოდში მაქსიმუმ 18 გრადუსი უნდა იყოს. როცა შეამჩნევთ რომ კვირტები გამოაქვს, აღარც დანამოთ მცენარე და არც შხაპი მოუწყოთ, რომ კვირტები არ დასცვიცდეს.

თუ სეგმენტები დაეჭმუჭნა, იმას ნიშნავს რომ წყალი აკლია. áƒ“აკავშირებული სურათი

 

 

როდის და როგორ გადავრგათ

შლუმბერგერას ყოველ წელს არ სჭირდება გადარგვა, როცა მცენარეს ფესვები ქოთანს გაავსებს მაშინ უნდა გადაირგას. გადასარგავად კარგი პერიოდია აპრილი, როცა მცენარე იღვიძებს. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი. სასურველია წყის მიწისა და ქვიშის ნაზავი მოამზადოთ. ქოთანი არ უნდა იყოს ღრმა და წინა ქოთანზე 1-2 სანტიმეტრით დიდი. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა.  

 

გამრავლება:დაკავშირებული სურათი

მცენარე ადვილად მრავლდება. გასამრავლებლად მცენარეს უნდა მოაცალოთ სეგმენტები და ჩარგოთ ნესტიან ფხვიერ ნიადაგში. ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. შეგიძლიათ რამოდენიმე ტოტი ერთ ქოთანში ჩარგოთ, ასე დაბუჩქული გაიზრდბა. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2146 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar