ბალზამინი, უკადრისა, პატარძალა (balzamin)
24.08.2019, 13:59

ბალზამინი, უკადრისა იგივე პატარძალა თავისი უპრეტენზიულობის, balzamin-ის სურათის შედეგიმუდმივი ყვავილობის და ადვილად გამრავლების გამო, ყველაზე პოპულარულია, ოთახის მცენარეებს შორის. მისი სახელი ქართულად ითარგმნება როგორც უკადრისა, რადგან მისი სათესლე კოლოფი ხელის შეხებისას იხსნება და თესლი სცვივა. არსებობს ბალზამინის ექვსასამდე სახეობა. არსებობს ცალფურცელა და ხუჭუჭა ყვავილიანი პატარძალა, ყვავილების შეფერილობა სხვადასხვაგვარია: თეთრიდან დაწყებული იისფრამდე. მცენარე კარგად ყვავის პატარა ქოთანში. თუ დიდ ქოთანში გეყოლებათ ძალას დახარჯავს ფესვების გაზრდაზე, დაბუჩქვაზე და სანამ ქოთანს არ შეავსებს არ იყვავილებს. 

 

როგორი მოვლა სჭირდება:

მუდმივი ყვავილობისთვის მას, თუნდაც რამდენიმე საათით, სინათლე ესაჭიროება, მაგრამ უპრობლემოდ გაიზრდება ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც, ბნელ კუთხეში. უყვარს მზე, მაგრამ შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ. თუ პირობებს შეუქმნით და ზამთარ-ზაფხულ საკმარისი სინათლე ექნება ზამთარშიც გაგახარებთ ყვავილობით.

ზაფხულში კარგად გრძნობს თავს ღია აივანზე. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 22 გრადუსი. 

ის ტენის მოყვარული მცენარეა. ზაფხულში დღეგამოშვებით სჭირდება მორწყვა, ზამთარში კი კვირაში ერთი-ორჯერ. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში, მხოლოდ სიმტკიცეს კარგავს და ქვედა ფოთლები სცვივა. ამიტომ, ის ხშირ მორწყვას საჭიროებს. მიწის ზედაპირი მუდამ ნოტიო უნდა იყოს. თუ მცენარე მოწყენილია უხვად მორწყეთ, მცენარე მალევე გამოსწორდება. უყვარს წყლის შესხურება, ზაფხულში როცა ძალიან ცხელა დღეში რამოდენიმეჯერაც სჭირდება დანამვა. 

  ბუჩქის ფორმის შესანარჩუნებლად ღეროები რეგულარულად დაამოკლეთ, დამჭკნარი ყვავილები კი მოაშორეთ. გაზაფხულზე, შეგიძლიათ, ყლორტებით გაამრავლოთ. ზამთარში ყვავილობისთვის კარგი სინათლე და სითბო არ მოაკლოთ. სხვა დამატებითი მოვლა მას არ სჭირდება.

ნიადაგი და გადარგვა:

ბალზამინს სჭირდება მსუბუქი ნიადაგი, არ სჭირდება ძალიან სასუქიანი მიწა, რადგან მცენარე გაზრდაზე იმუშავებს და ყვავილობა არ ექნება. უნდა იყოს აუცილებლად პატარა ქოთანში. ახალ ქოთანში მაშინ უნდა გადაიყვანოთ როცა ფესვები მთლიანად აავსებს ქოთანს, ქოთანი უნდა იყოს აუცილებლად ოდნავ დიდი, დაუშვებელია ძალიან დიდ ქოთანში ჩარგვა. ახალ ქოთანში გადასარგავად კარგი პერიოდია გაზაფხული. ახალგადარგული მცენარე ივითარებს ახალ ყლორტებს. 

 

სასუქი:

გაზაფხულ-ზაფხულში მცენარეს სჭირდება კვება, უნდა მიაწოდოთ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქი ორ კვირაში ერთხელ.

 

როგორ მრავლდება:

ბალზამინი მრავლდება ძირითადად კალმებით. ჯამრთელი კალმები უნდა ააჭრათ მცენარეს გაზაფხულზე და წყალში დააფესვიანოთ. ყურადღება მიაქციეთ კალამი ძირს არ ედებოდეს, უნდა იყოს დაკიდებულ მდგომარეობაში. როცა ფესვებს კარგად განივითარებს ჩარგეთ ოთანში და მოუარეთ ჩვეულებრივი წესით. ˜

თუ მცენარეს სინათლე აკლია ღეროები და ფოთლები უწვრილდება და არ ყვავილობს.

მშრალი ჰაერი ვნებს მცენარეს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაავადდეს აბლაბუდას ტკიპით. ასეთი ნიშნების შემჩნევისას მიასხურეთ საპნიანი წყალი ორჯერ, თითო კვირის შუალედით. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 6770 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.7/6
სულ კომენტარები: 0
avatar