აზალია
24.11.2018, 11:59

აზალია ულამაზესი მცენარეა, ეს მცენარე თავისი ყვავილობით სწორედ მაშინ გვახარებს როცა სხვა მცენარეებს სძინავთ ( ანუ ზამთარში). მცენარის ყვავილი სურნელოვანია და მთელს სახლში აყენებს თავის სასიამოვნო სურნელს. მცენარე ხანგრძლივად ყვავილობს. აზალია წელიწადში ორჯერ ყვავის. ბერძნულად მისი სახელი "ვარდის ხეს" ნიშნავს. 

აზალია ძირითადად გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში და იაპონიაში. იზრდება გრილ ტყეებში პატარა ბუჩქებად. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

მიუხედავად იმისა, რომ ქოთნის აზალია საკმაოდ ჭირვეული მცენარეა, სილამაზის გამო იგი ყველა ოთახის მოყვარულ დიასახლისს ჰყავს. თუ კარგად გაეცნობით მის მოვლის წესებს, დიდხანს გაგახარებთ ეს მცენარე.დაკავშირებული სურათი
აზალიას უყვარს ნათელი ადგილი, მაგრამ არა პირდაპირი მზე. ზაფხულში აზალიას ზედმეტი სიცხე არ უხდება და უმჯობესია, იგი გრილ ადგილას გადადგათ. ზამთარში ოთახის ტემპერატურა 10-15 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. ზაფხულში სიცხემ რომ არ შეაწუხოს ხშირად დაუნამეთ ფოთლები, უმჯობესია ანადუღარი წყლით. მცენარეს უყვარს მიწა რომ ტენიანი ჰქონდეს, მაგრამ არც ზედმეტი უნდა მოგივიდეთ. შემოდგომიდან მორწყვა უნდა შეამციროთ მაგრამ ბოლომდეც არ გამოუშროთ მიწა. აზალიას უყვარს მჟავე ნიადაგი და თვეში ერთხელ ლიმონიანი წყლით მორწყეთ (ერთ ლიტრა წყალში ჩააწვეთეთ 3-4 წვეთი ლიმონი). 

 

როდის სჭირდება ფორმირება:

აზალიას სჭირდება გასხვლა. ყვავილობის დასრულების შემდეგ, მაისის თვეში აუცილებელია მისი გასხვლა. მცენარეს ზედმეტი ტოტები უნდა მოეჭრას. რაც მეტი ტოტი ექნება, ყვავილობა მწირი ექნება. რაც მეტ ტოტს მოაჭრით, უფრო მეტს ამოიყრის. უნდა გაისხლას ბასრი მაკრატლით, რომელიც წინასწარ სპირტით უნდა გაწმინდოთ. გადანაჭრელი ადგილიც უნდა გაუწმინდოთ სპირტით

 

ნიადაგი:დაკავშირებული სურათი

ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ფოთლოვანი ტყის მიწა, წიწვოვანი მიწა, ტორფი და ცოტა ქვიშა, რადგან ფხვიერი იყოს ნაზავი

 

როდის და როგორ გადავრგათ:

აზალია უნდა გადაირგას გაზაფხულზე, როცა ყვავილობას მორჩება. ქოთანი უმჯობესია იყოს დაბალი და განიერი. ქოთნის ძირში ჩაყარეთ დრენაჟი. მცენარე ამოიღეთ ქოთნიდან და ჩადეთ წყლიან ჭურჭელში რამოდენიმე ხანი, სანამ მიწის მესამედი არ მოსცილდება. ძალით არ მოაცილოთ მიწა, რომ ფესვები არ დაუზიანოთ. დაზიანებული ფესვები მოაჭერით. áƒ“აკავშირებული სურათი

გადარგვის შემდეგ მოათავსეთ ნათელ და თბილ ადგილას, ოღონდ მზის სხივი არ მოხვდეს. გადარგვიდან სამი დღის მერე ირწყვება და მოუარეთ ჩვეულებრივ, როგორც უვლიდით. 

აზალია მრავლდება: თესლით, კალმით და გადაწვენით. კალმით გამრავლებისას მოჭრილი ტოტები უნდა ჩარგოთ ქვიშისა და ტორფის ნაზავში და დაასათბუროთ. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3527 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar