აფელანდრა (aphelandra)
04.01.2019, 09:46

აფელანდრა ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელიც სწორედ მაშინდაკავშირებული სურათი ყვავილობს, როცა ოთახის მცენარეების უმრავლესობა ყვავილობას ასრულებს. სწორედ ამ მიზეზით საოთახო მემცენარეობაში გამორჩეულად პოპულარულია. მცენარე აფელანდრა 150-მდე სახეობას აერთიანებს და ფართოდაა გავრცელებული ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
მცენარე ბუნებაში სიმაღლეში 70 სმ-მდე იზრდება, ფოთლები მუქი მწვანე აქვს და ღია მწვანედ მოხატული. ყვავილები მაღალ ყვავილედადაა შეკრული და სხვადასხვა ფერის გხვდება: მოყვითალო-ფორთოხლისფერი, წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და ა.შ. 
კარგი მოვლის პირობებში მცენარე უხვი და ხანგრძლივი (2 თვემდე) ყვავილობით გამოირჩევა.მცენარე ზაფხულის დასასრულს იწყებს ყვავილობას.

დაკავშირებული სურათი

 

მოვლა სახლის პირობებში:

აფელანდრა კარგ განათებას საჭიროებს. ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან უნდა მოათავსოთ, მზის პირდაპირი სხივები კი თხელი ფარდით გაუფანტეთ. თუ პირობები გაქვთ მცენარე ზაფხულობით სუფთა ჰაერზე აივანზე გაიტანეთ და ისეთ ადგილას მოათავსეთ, რომ მზის პირდაპირი სხივები და და ქარი არ ხვდებოდეს. 

გადაყვავილების შემდეგ უნდა მოაჭრათ დაყვავილებული ტოტები. შემოდგომის ბოლოდან სასურველია გრილ ადგილას მოათავსოთ და მორწყვა შეუმციროთ, თუ ასე მოიქცევით და მცენარეს მოსვენების პერიოდი ექნება მომავალ წელს უხვი ყვავილობით გაგახარებთ.დაკავშირებული სურათი

 

ტემპერატურა:

აფელანდრა სითბოს მოყვარული მცენარეა. ოთახის ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში - 22-25 გრადუსს უნდა აღწევდეს, ზამთარში კი - 16-18 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდიოდეს.
 

 


დაკავშირებული სურათი
ჰაერის ტენიანობა: 
აფელანდრა ტენიან ტროპიკებში იზრდება და ამიტომ ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს. კარგი იქნება თუ ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ, ან ქოთანს სველი კერამზიტითა და კენჭებით სავსე სადგამზე მოათავსებთ, ისე რომ წყალი ქოთნის ზირს არ ეხებოდეს. 
 

 

მორწყვის რეჟიმი:დაკავშირებული სურათი
   მცენარე აფელანდრა ხშირად და უხვად უნდა მორწყათ ისე, რომ ნიადაგი მუდმივად ტენიანი ჰქონდეს. ოღონდ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და მცენარეს ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. მორწყვის შემდეგ სადგამზე დარჩენილი წყალი დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.

 

 

სასუქი:აფელანდრა-ის სურათის შედეგი

აქტიური ზრდის პერიოდში, ანუ გაზაფხულიდან შემოდგომამდე კომპლექსური სასუქებით უნდა გამოკვებოთ ორ კვირაში ერთხელ. ზამთარში თავი შეიკავეთ სასუქის მიცემისგან. 

 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

   ნიადაგი აუცილებლად ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს. კარგი იქნება თუ ფოთლოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილ მზა სუბსტრატს გამოიყენებთ, რომელშიც მეტი ნოყიერებისთვის ცოტაოდენ გადამწვარ ნაკელსაც დაუმატებთ. ან თვითონ მოამზადებთ შემდეგ ნაზავს: ფოთლოვანი მიწის, ტორფის, ქვიშის, ხის ნახშირისა და ქოქოსის ქერქის ნამტვრევებისგან.

აფელანდრა-ის სურათის შედეგი

როდის და როგორ გადავრგათ:

ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადაირგას, მოზრდილი კი 2-3 წელიწადში ერთელ. მცენარე უნდა გადავრგათ მარტში. ქოთანი უნდა იყოს ვიწრო, რომ ფესვები მოჭერილი ჰქონდეს. ქოთნის ძირში უნდა გაუკეთოთ კარგი დრენაჟი. 
 

 

გასხვლა:

აფელანდრა სწრაფად მზარდი მცენარეა, დროთა განმავლობაში ქვემოთა ფოთლები სცვივა და დეკორატიულობას კარგავს, ამიტომ პერიოდულად უნდა გაისხლას. უმჯობესია გასხლათ თებერვალში სანამ აქტიური ზრდის პერიოდი დაეწყება. გასხვლით შეგიზლიათ სასურველი ფორმა მისცეთ მცენარეს. 

დაკავშირებული სურათი

 

როგორ მრავლდება:

მცენარე მრავლდება თესლით, კალმით და ფოთლით. 

თესლით გასამრავლებლად: კარგად მომწიფებული თესლი უნდა დაითესოს ტორფისა და ქვიშის ნარევში, დაასათბურეთ და პერიოდულად დანამეთ. უნდა მოათავსოთ 22-25 გრადუსზე.

კალმით დასაფესვიანებლად მოჭრილი ტოტი, რომელსაც გასხვლის შემდეგ მოაჭრით მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი ფოთოლი, უნდა ჩარგოთ ქვიშაში, დაასათბუროთ და დადგათ სითბოში. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ მიწის ზედაპირი. დაახლოებით ორ თვეში დაფესვიანდება. áƒáƒ¤áƒ”ლანდრა-ის სურათის შედეგი

ფოთლით გასამრავლებლად იგივენაირად უნდა მოიქცეთ, როგორც კალმით გასამრავლებლად. 

ვიდეოში ნახავთ როგორ გადარგათ მცენარე. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1137 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 0
avatar