09.11.2018, 09:03 | |
ზამიოკულკასი ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მას მეორენაირად დოლარის ხესაც ეძადიან. ზამიოკულკასი სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოა. მცენარე არის ბოლქვოვანი, აქვს მსხვილი ფესვები. ზამიოკულკასს საკმაოდ მოზრდილი, ტყავისებური და პრიალა ფოთლები აქვს, რომლებიც სქელ და წვნიან ღეროებზეა განლაგებული. იზრდება ერთ მეტრამდე. ამ ტროპიკულ მცენარეს შხამიანი წვენი აქვს და მოერიდეთ. წმენდს ჰაერს მიკრობებისგან. ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მომწვანო ბუტკოს ივითარებს, სადაც ღია ფერის (თეთრი ან კრემისფერი) წვრილ-წვრილი ყვავილებია მოთავსებული. ფოთლის ზირიდან ამოდის მოკლე საყვავილე, რომელსაც ტაროს ფორმა აქვს.
როგორ მოვუაროთ სწორად: მორწყვის რეჟიმი: ზამიოკულკასს წყალი არ უყვარს, ირწყვება მიწის გამოშრობის შემდეგ. ზამთარში მხოლოდ მიწის ზედა ფენა დანამეთ. ჯობს დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ.
სასუქი: მცენარეს გაზაფხულიდან მიაშველეთ სასუქი. კარგია სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქი 10 დღეში ერთხელ. შემოდგომის ბოლოდან სასუქის მიცემა უნდა შეწყვიტოთ.
როდის და როგორ გადავრგათ:
როგორი ნიადაგი სჭირდება: ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი. ტყის მიწას შეურიეთ ქვიშა და დაფხვნილი აგური ასევე კარგია თუ ცოტა სფანგუმსაც აურევთ. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს კარგი დრენაჟი. სასურველია ნიადაგში ნახშირის ჩაყოლებაც.
როგორ გავამრავლოთ: მცენარე მრავლდება ადვილად: ამონაყარით, ბოლქვის დაყოფით, ღეროთი და ფოთლით. ბოლქვის დაყოფისთვის საჭიროა: ბოლქვი დანით ფრთხილად გაჭრათ (ისე, რომ თითოეულ დანაყოფზე საზრდელი ყლორტი იყოს), შემდეგ კარგად გააშროთ და ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ. ბუჩქის დაყოფა შეგიძლიათ გაზაფხულზე, მცენარის გადარგვისას.
ზამიოკულკასს მავნებლები იშვიათად ეხვევა, მაგრამ თუ მაინც შეამჩნიეთ ზომები მალევე უნდა მიიღოთ. მცენარეს ფოთლები (ძირითადად ქვედა მხარეს) საპნიანი ან თუთუნიანი წყლით გაუწმინდეთ. გაწმენდიდან ერთი დღის შემდეგ, მცენარეს ფოთლები წყლით ჩამოურეცხეთ ისე, რომ მიწაში არ ჩავიდეს. ახასიათებს ქვედა ფოთლების ცვენა განსხვავებულ გარემოსთან შეგუებისას. ზაფხულში, ძლიერი სიცხის შემთხვევაში მოსწონს ფოთლების სველი ღრუბლით გაწმენდა. თუ ფოთლები გაეწელა, ესე იგი სინათლე არ ყოფნის. თუ ფოთლებზე ლაქები გაუჩნდა, ზედმეტი მორწყვის ბრალია. ქვემოთ ვიდეოში არის ნაჩვენები მცენარის გადარგვისა და გამრავლების წესი. | |
| |
ნანახია: 6453 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |