07.11.2018, 11:41 | |
ცისუსს მეორე ნაირად ოთახის ვაზსაც ეძახიან. მცენარე გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ფოთლები სხადასხვანაირი აქვს დაჭრილი და მთლიანი. ეს მცენარე ლიანაა და შეგიძლიათ დაბლა ჩამოკიდებული სახით გაზარდოთ, ან ზემოთ აუშვათ. ზემოთ აშვების შემთხვევაში საყრდენს ეჭიდება წვერებით. მცენარე იშვიათად ყვავილობს, მას ძირითადად აშენებენ ფოთლების სილამაზის გამო.
როგორ მოვუაროთ სწორად: ცისუსს უყვარს გაბნეული კაშკაშა სინათლე, ზოგს სააბაზანოშიც კი უგდას. ჭრელფოთლიანს უფრო მეტი განათება სჭირდება ვიდრე მწვანეფოთლიანს. მას არ უყვარს პირდაპირი მზის სხივი და ეცადეთ მოარიდოთ მზეს. ცისუსი სითბოს მოყვარული მცენარეა, კარგად იტანს 25 გრადუსს, ზამთარში კი 8 გრადუსზეც კი კარგად არის. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ გატანა, ოღონდ მზის სხივი არ უნდა მოხვდეს. მცენარეს არ უყვარს ორპირი, ამ შემთხვევაში ფოთლებს იცვენს.
გაზაფხულ-ზაფხულზე ცისუსი სწრაფად იზრდება და ამიტომ უხვად უნდა მოვრწყათ, მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ. ზამთარში კი იშვიათად ირწყვება, რადგან ზამთარში მოსვენების პერიოდში გადადის და ზრდას ანელებს. მცენარეს უყვარს ტენიანობა, რადგან ტროპიკული მცენარეა. დღეში ორჯერ საჭიროა ფოთლების დანამვა, განსაკუთრებით ჭრელფოთლიანებს უყვართ ეს პროცესი. ზაფხულში კი თვეში ერთხელ შხაპიც უნდა მოუწყოთ.
სასუქი: ცისუსს სასუქი რეგულარულად სჭირდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კომპლექსური სასუქი 10 დღეში ერთხელ. ზამთარში სასუქის მიცემისგან თავი შეიკავეთ.
როდის და როგორ გადავრგათ: ახალგაზრდა ცისუსი სწრაფად იზრდება და ყოველ წელს საჭიროა მისი გადარგვა, ხოლო ზრდასრულს 3-4 წელიწადში ერთხელ. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს და თავისივე მიწით გადააქვთ მცენარე ახალ ქოთანში.
როგორი ნიადაგი სჭირდება: ნიადაგი უნდა იყოს: ფოთლოვანი ტყის მიწა + ქვიშა + ტორფი თანაბარი რაოდენობით.
როგორ გავამრავლოთ: მცენარე მრავლდება კალმებით, კალმად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოჭრილი ტოტი. ფესვიანდება წყალშიც და მიწაშიც. ასევე მისი გამრავლება შეგიძლიათ გადარგვისას ბუჩქის დაყოფით.
მცენარე ძალიან ნელა იზრდება საკვები აკლია მიწას. თუ ფოთლის ბოლოები ხმება,მშრალი ჰაერის ბრალია.
| |
| |
ნანახია: 1195 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |