სინგონიუმი (syngonium)
16.12.2018, 23:34

სინგონიუმი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, იდოეთის ტროყიკულ ტყეებში. სიმაღლეში იზრდება 2 მეტრამდე. მცენარე ივითარებს დამატებით ფესვებს, ე. წ. საჰაერო ფესვებს. მცენარე ყვავილობს, მაგრამ სახლის პირობებში იშვიათად. სინგონიუმი გხვდება სხვადასხვა ფორმის ფოთლებით. მცენარე შეგიძლიათ გაზარდოთ დაბუჩქულიც და სიმაღლეში მზარდიც. სიმაღლეში ზრდისათვის უნდა გაუკეთოთ საყრდენი, სადაც დაეხვევა. 

 

მოვლა სახლის პირობებში:

სინგონიუმს უყვარს ნათელი ადგილი, მაგრამ ნახევარ ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. თუ ზედმეტი განათებაა ფოთლები უხუნდება და მიმზიდველობას კარგავს. სინგონიუმი უნდა მოირწყას უხვად, წყალი უნდა როცა მიწის ზედა ფენა გაუშრება. არ უნდა დაუშვათ მიწის ბოლომდე გამოშრობა. ასევე აუცილებელია ფოთლებზე წყლის შესხურება. კარგია თვეში ერთხელ თბილი შხაპიც მოუწყოთ. სასურველი ტემპერატურაა ზაფხულში მაქსიმუმ 30 გრადუსი, ზამთარში კი 16 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ,რომ არ იდგას გამათბობელთან ახლოს.

 

როგორი ნიადაგი უყვარს:

ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, ჰაერისა და წყლის კარგი გამტარი. ნიადაგი უნდა შედგებოდეს კორდის მიწის, ტორფისა და ქვიშისაგან. ქოთნის ძისში უნდა ქონდეს დრენაჟი. 

როგორ მრავლდება:

მცენარე ადვილად მრავლდება. მოაჭერით რომელიმე ტოტი და ჩარგეთ მიწაში, მალევე განივითარებს ფესვებს. თუ დაბუჩქული გინდათ გაიზარდოს სინგონიუმი, ტოტები უნდა მოაჭრათ. შეგიძლიათ ტოტი გვერდით ჩაურგოთ მცენარეს.

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1994 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 0
avatar