16.11.2018, 12:36 | |
სანსევიერა ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი მარადმწვანე მცენარეა, ი შეცვლა.
როგორ მოვუაროთ სწორად: სანსივიერა კარგად გრძნობს თავს, როგორც განათებულ ადგილას, ისე ჩრდილშიც. მხოლოდ ნაკლებად განათებულ ადგილას ნელა იზრდება და შეფერილობაც უფრო მკვეთრი აქვს. ხშირად შეგხვდებათ ეს მცენარე კალიდორშიც, რომელიც დიდი რაოდენობით ისრუტავს უარყოფით ენერგიას. ამ მცენარეს დედამთილის ენასაც უძახიან. ყველანაირ ტემპერატურას კარგად ეგუება, მაგრამ არ უნდა ჩამოვიდეს 10 გრადუსზე დაბლა. ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ საძინებელში, რადგან მცენარე ღამით გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს. მცენარე პერიოდულად სველი ჩვრით გაწმინდეთ, რათა კარგად ისუნთქოს. თუ დიდ ქოთანში გაქვთ არ გაიზრდება, ფესვი როცა ფსკერზე ეხება, მერე იწყებს გაზრდას და ახალი ძირების წამოღებას.
მორწყვის რეჟიმი: სანსივიერიას არ უყვარს ზედმეტი წყალი. მცენარე მორწყეთ მაშინ, როცა მიწა კარგად გაუშრება. თუ დაგავიწყდათ მორწყვა დიდი ხნით არ შეგეშინდეთ არაფერი მოუვა. შეუძლია ორი კვირაც კი გაძლოს უწყლოდ. ზამთარში თუ გრილ ოთახში დგას თვეში ერთხელ საკმარისია, ისიც მცირე რაოდენობით.
როდის და როგორ გადავრგათ: მცენარე უნდა გადაირგას მაშინ, როცა ფესვები ქვემოდან გამოჩნდება. ქოთანი უნდა იყოს თიხის, რადგან ძლიერმა ფესვებმა არ გახეთქოს ქოთანი. სასურველია დაბალი და განიერი ქოთანი. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, რათა ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს,
სასუქი: გაზაფხულიდან დაწყებული ზაფხულის ბოლომდე მცენარეს სჭირდება კვება თვეში ერთხელ, ნებისმიერი მინერალური სასუქით. სასუქი უნდა იყოს სუსტი ( ნორმაზე 2-ჯერ სუსტი). ხოლო ჭრელზოლიანის სასუქი 3-ჯერ უნდა შეამციროთ, თორემ სიჭარბის გამო ფოთლები შეიძლება გაუმწვანდეს.
როგორ გავამრავლოთ: სანსივიერია მრავლდება სხადასხვა გზით: ძირის დაყოფით, ამონაყრით და ფოთლით. ძირის დაყოფა უნდა მოხდეს გაზაფხულზე გადარგვის დროს. ფრთხილად უნდა დაცალკევდეს ძირები ერთმანეთისგად და ჩაირგოს ცალ-ცალკე. ფოთლით გამრავლებისას ფოთოლი უნდა დაჭრათ 5 სმ სიგრძისებად, დადეთ რამოდენიმე საათი, რომ გამოშრეს და შემდეგ ჩარგეთ მსუბუქ ნიადაგში ოდნავ დახრილად. უნდა დასათბურდეს და პერიოდულად განიავდეს და დაინამოს ისე, რომ მცენარეს არ მოხვდეს წყალი. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ყველა შემთხვევაში შვილები ამოვა მწვანე ფერის.
| |
| |
ნანახია: 9904 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |