13.06.2020, 09:43 | |
ყველა მცენარე ასუფთავებს ჰაერს ნახშიროჟანგისგან. მაგრამ არსებობს მცენარეები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჰაერის გასაწმენდად და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. სწორედ ასეთ მცენარეებზე გესაუბრებით. როგორც ცნობილია, იმ ოთახისთვის, სადაც ბავშვს სძინავს, მცენარეები ძალიან ფრთხილდ უნდა შეარჩიოთ. სანამ შეიძენთ ამა თუ იმ მცენარეს, თქვენი არჩევანის სისწორეში უნდა დარწმუნდეთ.
სპატიფილუმი: სპატიფილუმს მთავარი ადგილი უკავია ბავშვის ოთახისთვის ყველაზე სასარგებლო მცენარეების რეიტინგში. ეს ულამაზესი მცენარე არა მხოლოდ ჰაერს ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შხამიანია. კალანჰოე: ეს მცენარე ბევრი სასარგებლო თვისებით არ გამოირჩევა, თუმცა არც უსიამოვნებების წყარო გახდება ბავშვისთვის, რაც მის პლიუსად მიიჩნევა. გარდა ამისა, საკმაოდ ადვილად მოსავლელია, ერთადერთი, მზის სხივები არ უნდა მოაკლოთ და ბავშვიც კი იოლად მოუვლის.
ბეგონია: ეთერზეთების წყალობით, ბეგონია ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებს და ჰაერს ბაქტერიებისა და მტვრისგან ასუფთავებს. ლიმონის ხე ოთახს სისუფთავეს და სასიამოვნო არომატს სძენს. ხელს უწყობს ჯანსაღ და მყარ ძილს.
ქლოროფიტუმი: ეს ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა, რომელიც ჰაერიდან მავნე ნივთიერებებსა და მტვერს ისრუტავს, სამაგიეროდ კი ჟანგბადს გამოყოფს. მას ჰაერის სანიტარსაც კი უწოდებენ. ასე რომ, საუკეთესოა ბავშვის ოთახისთვის. | |
| |
ნანახია: 2539 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |