ყველაზე ადვილად მოსავლელი მცენარეები
09.08.2019, 17:24

ოთახის მცენარეები არის ბინებისა და საზოგადოებრივ დაწესებილებებში დეკორატიული მიზნით გამოზრდილი მცენარეები. ოთახის მცენარეებად შერჩეულია ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობის მცენარეები, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა ოჯახის მრავალ სახეობას. ოთახის მცენარეები იყოფიან ლამაზად მოყვავილე და დეკორატიულ-ფოთლოვან  მცენარეებად. მცენარეს რგავენ თიხისა და პლასტმასის ქოთანში ან ხის კასრში.

მოვლის ძირითადი წესია: რეგულარული რწყვა, ზაფხულობით მინერალური სასუქების სუსტი ხსნარით გამოკვება, გაზაფხულზე ახალ მიწაში გადარგვა, ფოთლების რეგულარული შესხურება, ზაფხულში მორწყვა უმჯობესია საღამოს, ზამთარში კი დილით, აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით. ძალიან უყვართ წვიმის წყალი. ტროპიკული წარმოშობის მცენარე კარგად იტანს ოთახის მაღალ ტემპერატურას (20-25°C), მაგრამ ჰაერის მაღალ ტენიანობასაც მოითხოვს. სუბტროპიკული სახეობები (დაფნა, მირტი, ოლეანდრი, ჩინური ვარდი და სხვა) ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც (10-12°C) კარგად ეგუებიან. ოთახის სამხრეთ ფანჯარასთან კარგად ხარობს უდაბნოს მცენარეები (კაქტუსები, აგავა, ალოე და სხვა), ხოლო ჩრდილოეთ ფანჯარასთან — სხვადასხვა სახის გვიმრა და წიწვიანი მცენარეები. გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნ მცენარეებს - ხეშეშ ტყავისებრფოთლიანებს (მონსტერა, პეპერომია, ფიკუსი, დრაცენა) იყენებენ დაწესებულებათა ინტერიერებში, საზოგადოებრივი შენობების გასალამაზებლად და სხვა. ოთახის მცენარეებად გამოყენებულია აგრეთვე მხვიარა, დაკიდული, ნაყოფის მომცემი მცენარეები (ასპარაგუსი, ჭორიკანა, პეპერომია,ლიმონის ხე, ყავის ხე და სხვა).

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ოთახში, სადაც ადამიანები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ, სამი მცენარე მაინც უნდა იდგას. ოთახის მცენარეები მხოლოდ გარეგნული სილამაზით კი არა, სარგებლიანობის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ. ისინი არა მარტო ალამაზებენ გარემოს, არამედ წმენდავს ჰაერს და ავსებს ჟანგბადით გარემოს.

 

ალოე:

ალოე ადვილად მოსავლელი მცენარეა, თუ ბევრი დრო არ გაქვთ აუცილებლად იყოლიეთ სახლში ალოე, ის დიდ დროს და ენერგიას არ მოითხოვს. ალოე ღამით აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს და სივრცეს დაგროვილი ნახშირბადისგან ათავისუფლებს. ამიტომ მისი ადგილი საძინებელშია. გარდა ამისა, ალოე ნამდვილი "სასწრაფო დახმარებაა" სახლში. მისი ფოთლები შეუდარებელია ჭრილობისთვის, წვენი კი გაციებასა და თავის ტკივილს შველის.
 

ფიკუსი:

ფიკუსს აქვს ფიტონციდური თვისებები, რითაც გარემოში სოკოვანი და მავნე ბაქტერიული ნივთიერებების გავრცელებას უშლის ხელს, წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან, ამიტომ მისი ადგილი სამზარეულოშია. მითუმეტეს, თუ ფანჯრები მანქანებით სავსე ქუჩაზე გადის. 
ფიკუსის ფოთლები მტვრის ნაწილაკებსაც უხვად "იჭერენ", თუმცა მათი წმენდა სირთულეს არ წარმოადგენს. ეს მცენარე ჰაერსაც ატენიანებს და ჟანგბადით ამდიდრებს.
მას ნათელი ადგილები მოსწონს, თუმცა არა მზის პირდაპირი სხივები. მორწყვაც ზომიერი. შემოდგომასა და ზამთარში ზედმეტი ნესტისგან შეიძლება ფოთლები დასცვივდეს. ამიტომ გამოცდილი მეყვავილეები გირჩევენ, რომ ფიკუსი ზამთარში არ მორწყათ, მხოლოდ ფოთლებზე შეასხურეთ წყალი.

 

ქლოროფიტუმი:

ჰაერის გაჯანსაღების საკითხში ეს მცენარე ჩემპიონია. რამდენიმე ასეთი მცენარე საკმარისია ფორმალდეგიდის გასანეიტრალებლად, რომელსაც თბოსაიზოლაციო და სინთეტური მასალები გამოყოფენ. თუ ქოთნებში აქტივირებულ ნახშირსაც მოათავსებთ, მცენარის ეფექტურობა რამმდენჯერმე გაიზრდება. 

 

ია:

ია (სენპოლია) ყველაზე მადლიერი ყვავილია ოთახის მცენარეებს შორის, რადგან მას სულ მცირეოდენი ყურადღება ესაჭიროება, რომ თავისი ულამაზესი ყვავილებით გაგახაროთ.

იას განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს განათებისადმი. კარგად გრძნობს თავს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრის რაფაზე. სამხრეთის ფანჯარა, მხოლოდ ზამთრის სეზონზე გამოდგება, რადგან ზაფხულში მზის სხივებმა შეიძლება ფოთლები დაუწვას. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ იას ფესვთა სისტემა ზედაპირზე აქვს და ჭარბი რაოდენობის წყლის დასხმის შემთხვევაში, ფესვები ულპება და მცენარე იღუპება. ამიტომ, წყალი მხოლოდ მაშინ უნდა დაასხათ, როდესაც მიწა კარგად გაშრება. ამ ყვავილებს ვიწრო ქოთნები უყვართ — ეს აუცილებელია ლპობის და ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის. ვიწრო ქოთნებში, იის ყვავილობა უფრო დიდი ხნის მანძილზე გრძელდება.

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2167 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar