ფიტონია (Fittonia)
31.10.2018, 17:22

ფიტონიას სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. იგი დაბალი მცენარეა და ბუსუსებით არის დაფარული. შეფერილობით რამოდენიმე ფერის არსებობს, განსხვავებული ფერის ძარღვებით. გვარი მოიცავს ათ სახეობას. მცენარე არის ნიადაგმფენი. კარგი მოვლის პირობებში სწრაფად იზრდება.  

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

ფიტონიას მკვეთრი სინათლე სჭირდება, მაგრამ პირდაპირი მზის სხივი უნდა მოვარიდოთ, რადგან ფოთლებს უწვავს. თუ სინათლე აკლია მცენარეს, ფოთლები მკვეთრ ფერს დაკარგავს. ზამთარში სასურველია ხელოვნური განათება მოვუწყოთ. 

წყალი უყვარს ზომიერი. არ მოსწონს მიწის ბოლომდე გამოშრობა. ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს, მაგრამ არც ზედმეტი მოგივიდეთ. ზამთარში მორწყვა მინიმუმამდე უნდა დაუშვათ, მაშინ უნდა მოირწყას როცა მიწის ნახევარი შეშრება. უყვარს წყლის შესხურება. პერიოდულად მცენარეს ფოთლებზე წყალი უნდა შეასხუროთ, თორემ შეიძლება დაავადდეს მავნებლებით.

ზამთარში სასურველი ტემპერატურაა 20, უნდა ვეცადოთ, რომ ამაზე დაბლა არ ჩამოვიდეს ტემპერატურა. ზაფხულში კი 22-27 გრადუსი. არ შეიძლება მცენარისთვის ორპირი და გარეთ გატანა, ასეთ შემთხვევაში ფოთლებს იცვენს. 

ფიტონიას გასხვლა სჭირდება პერიოდულად. კარგია თუ მარტის ბოლოს გავსხლავთ, მცენარე ამის შემდეგ უკეთ დაიტოტება. 

 

 

მორწყვის რეჟიმი:

ფიტონიას ნესტი უყვარს. მიწა სასურველია ბოლომდე არ გამოშრეს, მაგრამ არც ზედმეტი უნდა მოგვივიდეს წყალი. ხოლო ზამთარში მაშინ უნდა მოირწყას, როცა მიწა გაშრება. ძალიან მოსწონს ფოთლებზე შესხურება, უნდა შევასხუროთ დღეში ერთხელ. 

 

 

სასუქი:

ფიტონიას პერიოდულად სასუქი უნდა მივაშველოთ. შეგვიძლია მივცეთ ნებისმიერი სასუქი ოღონდ სუსტი დოზით. ზაფხულში სასუქი სჭირდება 10 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

ფიტონია ყოველწლიურად უნდა გადაირგას, დაბალ და განიერ ქოთანში.გადასარგველად კარგი პერიოდია მარტი-აპრილი.

ნიადაგი უნდა შედგებოდეს: კორდის მიწა, ტორფი, წიწვები და ქვიშა. ძირში აუცილებელია დრენაჟი.

 

როგორ გავამრავლოთ:

მცენარე მრავლდება ორი გზით: კალმებით და ბუჩქის დაყოფით. კალმებით დაყოფა არ არის რთული პროცესი. კალამზე უნდა იყოს მინიმუმ 4-5 ფოთოლი.კალმები უნდა ჩაირგოს ქვიშაში და დასათბურდეს, პერიოდულად უნდა განიავდეს და დაინამოს.დაახლოებით ერთ თვეში მცენარე კარგად დაფესვიანდება.

დაყოფით გამრავლება უნდა მოხდეს მაშინ, როცა მცენარე ახალ ფოთანში გადაგვყავს. მცენარე ფრთხილად უნდა გავყოთ, რომ ფესვები არ დაუზიანოთ მცენარეს. 

 

დაავადებები: 

თუ მცენარეს ქვედა ფოთლები გასცვივდა არ შეგეშინდეთ ეს ბუნებრივია,დროთა განმავლობაში ფოთლები ბერდება და სცვივა. 

თუ ფოთლები უყვითლდება წყალი მოგივიდათ მეტი.

თუ ფოთლები დაეჭმუჭნა ჰაერის სიმშრალის ბრალია. 

თუ მცენარე მოულოდნელად მოკვდა, ჭარბი მორწყვის ბრალი იქნება, ან მცენარე მოხვდა ორპირში. 

 

ჰაერის სიმშრალის გამო ემტერება მავნებლები. მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფად მიიღეთ ზომები და შეწამლეთ მცენარე. 

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1871 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar