პილეა (pilea)
06.02.2019, 13:14

პილეა ჭინჭრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ბალახოვანი áƒ“აკავშირებული სურათიმცენარეა, რომელიც 400-მდე სახეობას აერთიანებს და ავსტრალიის გარდა, დედამიწის ყველა ტროპიკულ რაიონშია გავრცელებული. პილეას ცნობილი სახეობებია: პილეა პეპერომიედეს, პილეა გლაუკოფია (ანუ ვერცხლისფერი), პილეა პუმილა, ნუმულარია, პილეა კადიერე და სხვა.

განვიხილოთ პეპერომიასებრი პილეა, ის მცირე ზომის 30 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა, რომელიც ოვალური, თითქმის მრგვალი და ხორცოვანი ფოთლებითაა დაფარული. ფოთლების შეფერილობა მკვეთრი მწვანეა. პეპერომიასებრი პილეა იშვიათად ყვავილობს და თუ იყვავილა, ისიც მხოლოდ წვრილ-წვრილი, მოყვითალო-მომწვანო, თითქმის შეუმჩნეველი ყვავილებით.

დაკავშირებული სურათი

მოვლა სახლის პირობებში:

პეპერომიასებრი პილეას უყვარს განათებული, ან ნახევრად ჩრდილიანი ადგილი. არ უნდა მოხვდეს პირდაპირი მზის სხივი, რადგან ფოთლები არ დაეწვას. პილეა კადიერეს კი პირიქით კარგად განათებულ ადგილას უნდა მოვათავსოთ. ამ მცენარეს უყვარს ტენი, ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს, ზამთარში კი ნაკლებად მორწყეთ, როცა მიწა კარგად გამოშრება. ზედმეტმა წყალმა ფოთლების გაფერმკრთალება შეიძლება გამოიწვიოს. პილეა წარმოშობით ტენიანი ტროპიკებიდანაა, ამიტომ ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად კარგი იქნება, თუ ზამთარში - კვირაში 1-ხელ, ხოლო ზაფხულში - კვირაში 3-ჯერ ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ. ეცადეთ, წყლის შესხურების დროს მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს, რადგან ეს ფოთლების დაზიანებას (დაწვას) გამოიწვევს. სასურველი ტემპერატურაა ზაფხულში 22-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში კარგი იქნება თუ შედარებით გრილად 16-18 გრადუსზე გამოაზამთრებთ. 

პილეა კადიე სწრაფად მზარდი მცენარეა, მას პერიოდულად გასხვლა სჭირდება, რადგან სიმაღლეში უშნოდ არ გაიზარდოს და ლამაზად დაიბუჩქოს.

 

სასუქი:

პილეას სასუქი მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში სჭირდება. უნდა მიაწოდოთ სასუქი ორ კვირაში ერთხელ, რომელიმე კომპლექსური სასუქი. 

დაკავშირებული სურათი

ნიადაგი და გადარგვა:

მცენარე ყოველწლიურად გაზაფხულობით უნდა გადაირგას. ნიადაგი უნდა იყოს:

3 წილი ტყის მიწა + ერთი წილი ტორფი + ქვიშა + ნაკელი. ქოთანი არ უნდა იყოს ღრმა, რადგან ზედაპირული ფოთლები აქვს. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს დრენაჟი.

პილეა გლაუკა

 

როგორ გავამრავლოთ:Pilea 3

პეპერომიეს პილეა მრავლდება ძირის დაყოფით ან კალმით. როცა მცენარეს ახალ ქოთანში გადაიყვანთ უნდა გააცალკევოთ ძირეული ამონაყრისგან და ცალკე ქოთანში ჩარგათ. კალმით გამრავლებისას კი მოაჭერით მცენარეს მწვანე ტოტი და ქვიშისა და ტორფის ნარევში ჩარგეთ და დააფესვიანეთ.

პილეა კადიე მრავლდება კალმებით. მოჭრილ კალამს უნდა მოაცალოთ ქვემოთა ფოთლები და ჩარგათ ქვიშნარევ ტორფში. 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5227 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar