პეპერომია (peperomia)
24.12.2018, 08:13

პეპერომია ბალახოვანი მცენარეა, გავრცელებულია მისი 100-მდე სახეობა. მცენარეს აქვს სქელი ფოთლები დაკავშირებული სურათიმრგვალი ან გულის ფორმის. მცენარე ადვილი მოსავლელია და მალეც ეგუება ახალ ადგილს. პეპერომია ყვავილობს გრძელი თავთავისებრი ფორმის ყვავილით. ეს მცენარე არ ისვენებს მთელი წელი და ერთნაირად უნდა მოუაროთ წელიწადის ნებისმიერ დროს. 

 

როგორ მოვუაროთ:

პეპერომია სინათლის მიმართ არ არის მომთხოვნი. მწვანე ფოთლიანს უფრო ნაკლები განათება სჭირდება, ვიდრე ჭრეფოთოლას და ვერცხლისფერფოთლიანს. მზის სხივები მცენარეს არ უნდა მოხვდეს თორემ დაწვავს. პეპერომია სითბოსმოყვარული მცენარეა, ზამთარ-ზაფხულს თითქმის ერთნაირი ტემპერატურა სჭირდება. კარგად გრძნობს თავს 23-25 გრადუსზე. უნდა მოირწყას მცირე რაოდენობის წყლით, როცა მიწის ზედაპირი შეშრება, ზამთარში კი მიწა ბოლომდე უნდა გაშრეს. ზამთარში უნდა მორწყათ ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყლით. თუ ზედმეტი მოუვიდა წყალი ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდება.დაკავშირებული სურათი

 

სასუქი:

სასუქი პერიოდულად უნდა მიაწოდოთ. გაზაფხულიდან ოქტომბრამდე სასუქი სჭირდება 10 დღეში ერთხელ, ხოლო ოქტომბრიდან თვეში ერთხელ. კარგია კომპლექსური სასუქები და აზოტოვანი მონაცვლეობით. 

პეპერომია-ის სურათის შედეგი

 

როდის გადავრგათ:

პეპერომია უნდა გადაირგას მაშინ, როცა ფესვები ქოთანს აავსებს და გარეთ გამოვა. ქოთანი კარგია იყოს მაღალი, ქოთნის ძირში კი ჩაიყაროს დრენაჟი.ნიადაგი ფხვიერი სჭირდება, ჰაერისა და წყლის კარგი გამტარი, რათა წყლის ფესვებში ჩაგუბება თავიდან აიცილოთ. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ტორფის, ქვიშის, ტყის მიწის და ნეშომპალასგან. სასურველია თავისივე მიწით გადატანა, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. áƒ“აკავშირებული სურათი

 

 

როგორ მრავლდება:

მრავლდება სხვადასხვა გზით: დაყოფით და ფოთლის დაფესვიანებით. მცენარის გადარგვისას შეგიძლიათ დაყოთ რამოდენიმე ნაწილად და ჩარგათ ცალკე ქოთანში. ადვილად მრავლდება ფოთლითაც. უნდა მოაცალოთ ჯამრთელი ფოთოლი და ჩარგათ ტორფნარევ ქვიშაში, უნდა დაასათბუროთ და პერიოდულად გაანიავოთ. áƒ“აკავშირებული სურათი

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2057 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar