14.08.2019, 14:26 | |
ნერტერა არის ნიადაგმფენი მცენარე. გვარში დაახლოებით 15-მდე სახეობაა გავრცელებული. ნერტერას სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ნახევარსფერო, ნერტერას ძირითადად ზრდიან სილამაზისთვის, ის ალამაზებს გარემოს. განსაკუთრებით ლამაზია როცა ნაყოფი აქვს. ყვავილობს აპრილ-მაისში, დაყვავილების შემდეგ გამოაქვს წვრილი წითელი ნაყოფი და ზამთრის ბოლომდე ალამაზებს ინტერიერს. ნაყოფის ზომა ერთ სანტიმეტრს აღწევს.
მოვლა სახლის პირობებში: ადვილად ეგუება სახლის პირობებს. უყვარს განათებული ადგილი და ნახევარჩრდილიც. არ უნდა მოხვდეს მზის სხივი. კარგია თუ ზაფხულში აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ, მხოლოდ ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ მზის სხივი არ უნდა მოხვდეს. თუ მცენარე წელიწადის სხვა დროს კარგად განათებულ ადგილას იდგა, მაშინ ზამთარში დამატებითი განათების მოწყობა დაგჭირდებათ მისთვის. თუ მცენარეს სინათლე არ ჰყოფნის ღეროები უგრძელდება, ფოთლები უწვრილდება და უფერმკრთალდება. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები და ნათელ ადგილას მოათავსოთ. არ უყვარს მაღალი ტემპერატურა, ზამთარში მითუმეტეს კარგად იტანს 8 გრადუსამდე ტემპერატურას. ნერტერა ირწყვება ძირითადად ძირიდან. გაზაფხულ-ზაფხულში და ყვავილობისას უფრო მეტი ტენი სჭირდება. უნდა მოირწყას მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე, ხოლო ზამთარში მორწყვა
სასუქი: კვების მიცემა სჭირდება მარტიდან ოქტომბრამდე. უნდა მიაწოდოთ ფოსფორის შემცველი სასუქი და უნივერსალური სასუქი თვეში ორჯერ, ოღონდ ორმაგი განზავება სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ აწერია. შემოდგომის ბოლოდან სასუქი აღარ უნდა მიეწოდოს.
ნიადაგი და გადარგვა: მცენარე თუ გადარგვას საჭიროებს უნდა გადაირგას ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარეს ისევ ძინავს და ყვავილობას დაიწყებს. გადარგვა უნდა მოხდეს ფრთხილად, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. ქოთანი უნდა იყოს აუცილებლად დაბალი და განიერი, რადგან მცენარე სიგანეში იზრდება. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ფოთლოვანი ტყის მიწა + ტორფი + ქვიშა. უნდა გამოვიდეს ფხვიერი და წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი.
როგორ მრავლდება: ძირითადად ამრავლებენ ბუჩქის დაყოფით. ბუჩქის დაყოფა შესაძლებელია გაზაფხულზე, როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგყავთ. ამოიღეთ მცენარე მიწიდან და ფრთხილად გაყავით, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. შემდეგ ჩარგეთ მისთვის განკუთვნილ სუბსტრატში და მოუარეთ ჩვეულებრივი წესით.
ნერტერა იშვიათად ავადდება ბუგრით. სწორი მოვლის პირობებში იგის არ დაავადდება, თუ მაინც დაავადდა უნდა შეიწამლოს ფუნგიციდით.
| |
| |
ნანახია: 1703 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |