როგორი პირობები უნდა შევუქმნათ მონსტერას (monstera)
25.01.2019, 11:52

მონსტერა ძლიერი, მსხვილღეროვანი და დიდფოთლოვანი ლიანა მცენარეა,დაკავშირებული სურათი რომლის სამშობლოდ ამერიკის ტროპიკული ტყეები მიიჩნევა. მშობლიურ ქვეყანაში ეს მცენარე დიდ ხეებზე 10-15 მეტრ სიმაღლემდეც კი ადის და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. სახელიც სწორედ დიდი ზომისა და გარეგნობის გამო ეწოდა. მონსტერა ძირითადი ფესვების გარდა, საჰაერო ფესვებს ღეროზეც ივითარებს, რაც მას ხეებზე დამაგრებასა და დაბურული ტყის ნესტიანი, დამდგარი ჰაერიდან ჟანგბადის შეთვისებაში ეხმარება. ადრე ამ ფესვებიდან ინდიელები თოკებსა და კალათებს წნავდნენ. ყვავილედი ტაროა,სქელი ცილინდრული ფორმის. ზედა ყვავილები ორსქესიანია, ქვედა კი სტერილური.

მონსტერას ცხოვრება ტყეში, დიდი ხეების ჩრდილში უწევს და ამის გამო დიდ ფოთლებზე წარმოქმნილი ჭრილები და ნახვრეტები ისე აქვთ განლაგებული, რომ ზედა ფოთლებმა ქვედა ფოთლებამდე სინათლე უკეთ გაატარონ. ასეთი ფორმის ფოთლები მცენარეს კოკისპირული ტროპიკული წვიმების დროს ფოთლებიდან წყლის ადვილად დაწრეტაში ეხმარება.

არსბობს მონსტერას როგორც დიდი, ასევე ჯუჯა ჯიშები, რომლებიც შეგიძლიათ, ოთახის სიდიდის მიხედვით შეარჩიოთ. როგორც წესი, მონსტერას მწვანე შეფერილობის ფოთლები აქვს, თუმცა გამოყვანილია მისი ჭრელფოთოლა სახეობებიც.

 

 

მონსტერას მოვლა სახლის პირობებში:

მონსტერა მშვენივრად ეგუება ოთახის პირობებს და ადვილადაც იზრდება, თუმცა წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის გამო განვითარებისთვისაც დიდი ადგილი სჭირდება. მცენარეს ნათელი ადგილი უყვარს, მაგრამ ბუნებრივი გარემო-პირობებიდან გამომდინარე, ჩრდილსაც კარგად იტანს. დაკავშირებული სურათიარ უყვარს შუადღის მცხუნვარე მზე, შეიძლება ფოთლებიც კი დაეწვას. ხშირად ადგილის შეცვლა უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე. მონსტერასთვის საუკეთესო ტემპერატურააა 16-24 Co , 12Co-ზე დაბალ ტემპერატურაზე მცენარის ზრდა ჩერდება. გარდა ამისა, თუ მცენარე სითბოში იზრდება, ფოთლებს უფრო ლამაზი ჭრილები უჩნდება, ვიდრე სიგრილეში გაზრდილს.
მონსტერას უყვარს ტენიანობა, ამიტომ დამტვერილი ფოთლები პერიოდულად სველი ჩვრით უნდა გაუწმინდოთ. ამით ზედმეტ მტვერსაც მოაცილებთ და ფოთლებსაც გაახალისებთ. ყოველდღიურად კი ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყალი შეასხურეთ.

გაზაფხულიდან შემოდგომამდე უნდა მოირწყას უხვად, როცა მიწის ზედა ფენა გაშრება. ზამთარში მცენარის მორწყვა უნდა შეამციროთ, მხოლოდ მაშინ მორწყეთ როცა მიწა ნახევრად გაშრება. თვითონ მცენარეც მიგახვედრებთ როცა წყალი აკლია, ფოთლებს დახრის და მოიწყენს. ჰაერის ტენიანობას მცენარე თავადაც შესანიშნავად განსაზღვავს, როცა მის ირგვლივ ჰაერის ტენიანობა მაღალია, ფოთლების წვეროებზე მცენარეს წყლის წვეთები უჩნდება, ამ დროს ამბობენ ხოლმე, მონსტერა „ტირისო,, სინამდვილეში, ამით მცენარე ჰაერის მაღალ ტენიანობაზე მიგვანიშნებს. áƒ“აკავშირებული სურათი
ასეთივე წვეთების წარმოქმნას იწყებს მცენარე იმ შემთხვევაშიც, თუ ზედმეტი მორწყვა მოგვივიდა. ამ გზით მონსტერა თავს ზედმეტი წყლისგან „ითავისუფლებს“.

 

 

ნიადაგი:

მონსტერას ნოყიერი და ფხვიერი მიწა უყვარს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ნიადაგში ნაკელს, ტორფს და ცოტა ქვიშას შეურევთ. ასე შეზავებულ მიწაში ჩარგულ პატარა მონსტერას დამატებითი საკვები აღარ სჭირდება.
 

 

სასუქი:

მცენარეს სასუქი წლის თბილ პერიოდში - მარტიდან სექტემბრამდე სჭირდება, როცა ტემპერატურა მაღალია და მცენარეც ინტენსიურად იზრდება. სასუქი უნდა მიაწოდოთ ორ კვირაში ერთხელ. სიგრილეში, როცა მორწყვა მცირდება, მონსტერას სასუქს არ ვაძლევთ.

 

 

 

როდის და როგორ გადავრგათ:

ახალგაზრდა მონსტერა სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ ყოველწლიურად შედარებით მოზრდილ ქოთანში უნდა გადარგოთ. 5 წლის შემდეგ კი ეს პროცესი შეგიძლიათ 2-3 წელიწადში ერთხელ გაიმეოროთ. მონსტერას დიდი სივრცე უყვარს. შესაბამისად, ქოთანიც დიდი მოცულობის ურჩევნია. 10 წელზე ხნიერი მცენარის გადარგვა გაგიჭირდებათ, ამიტომ მიწის ზედა ფენა თანაბარი რაოდენობის მიწისა და ნეშომპალის ნაზავით ყოველწლიურად გაუახლეთ. არასოდეს დაიზაროთ ზრდასრული მცენარისთვის სასუქის მიწოდება, რადგან ნიადაგში საკვების ნაკლებობის გამო ფოთლები გაყვითლდება.დაკავშირებული სურათი

 

როგორ გავამრავლოთ:

მონსტერა ადვილად გასამრავლებელი მცენარეა, ძირითადად ღეროს კალმების დაფესვიანებით მრავლდება. ამისთვის, დაჭერით ღერო 2-3 მუხლზე, ღეროს ორივე ბოლო ამოავლეთ დაფხვნილ ნახშირში და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჩარგეთ მიწაში. ამ დროს, საჰაერო ფესვები ძირში უნდა დააჭრათ. ღეროს დაფესვიანებას შეიძლება, 2-3 თვეც კი დასჭირდეს. ღეროს გადაჭრილი კენწერო კი შეგიძლიათ, წყლიან ჭურჭელში მოათავსოთ და სითბოში დააფესვიანოთ. ქოთანში კი მხოლოდ მაშინ გადარგოთ, როცა ფესვები 15-20 სმ-ს სიგრძის გაეზრდება. გასამრავლებლად ღეროს კალმების მოჭრა მცენარის დარჩენილი ნაწილისთვის ერთგვარი სტიმულიცაა, გვერდითი ტორტების წამოსაღებად ასე მცენარე ღეროსაც მეტად გაიმაგრებს და უფრო დაიბუჩქება.

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 7854 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar