მარანტა (maranta)
21.11.2018, 11:19

მარანტა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სახელწოდება მიიღო იტალიელი მედიკოსის ბარტოლომეო მარანტას პატივსაცემად. maranta-ის სურათის შედეგიოჯახში შედის მცენარეების 400-მდე ჯიში. მარანტა სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა. სამშობლოში მარანტა იზრდება ძალიან ნესტიან ადგილებში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. 

მარანტას ფოთლების ფონი ღია მწვანიდან მუქ მწვანემდე მერყეობს, რომელზეც მუქი ყავისფერი ან ვერცხლისფერი რგოლები, ლაქები და ხაზებია გამოსახული.
მარანტას ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებს - არასაკმარის სინათლეში ან სიბნელეში ის ფოთლებს ზემოთ მიმართავს და კეცავს. სწორედ ამიტომ ხალხში მას „მლოცველ მცენარეს“ უწოდებენ.

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

მარანტას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად ეგუება. მთავარია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოვარიდოთ. 
მცენარე კარგად რეაგირებს ხელოვნურ სინათლეზეც. ამიტომ კარგი იქნება, თუ მას დღე-ღამის განმავლობაში 16 საათით შუქდიოდური ნათურების მეშვეობით გაანათებთ.
მცენარის აქტიური ზრდისას გაზაფხულიდან შემოდგომამდე ეცადეთ, ოთახის ტემპერატურა 22-24 გრადუსს არ აღემატებოდეს, რადგან ზედმეტი სიცხე მცენარეს ვნებს. თუ ზედმეტ ტემპერატურაზე გიწევთ მცენარის ყოფნა, ფოთლები ხშირად დაუნამეთ, რადგან მუდმივი ტენი შეინარჩუნოს. პერიოდულად კი მოუწყვეთ შხაპი და გაახალისეთ თქვენი მცენარე. ზამთარში შეგიძლიათ გრილად გამოაზამთროთ, მაგრამ ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. 

 

მორწყვის რეჟიმი: maranta-ის სურათის შედეგი

მარანტას ზაფხულობით უხვი მორწყვა სჭირდება, ისე რომ ნიადაგი სულ მუდამ ტენიანი ჰქონდეს. შემოდგომიდან კი მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ კვირაში 1-ხელ მორწყეთ. თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მიწა ძალიან არ გამოუშრეს. მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის ნადგომი წყალი გამოიყენეთ.

 

სასუქი:

გაზაფხულიდან დაახლოებით აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, მარანტას კომპლექსური სასუქები მიაშველეთ. სასუქის შეტანა სასურველია 2 კვირაში ერთხელ, ოღონდ ფრთხილად იყავით ზედმეტი არ მოგივიდეთ.
 

როდის და როგორ გადავრგათmaranta-ის სურათის შედეგი

ახალგაზრდა მცენარე წელიწადში 1-ხელ, მხოლოდ გაზაფხულზე თებერვალში ან მარტში უნდა გადაირგას. ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 3-4 წელიწადში 1-ხელ სჭირდება. 
სასურველია, ქოთანი ძველზე 2-3 სანტიმეტრით დიდი და პლასტმასის იყოს, რადგან პლასტმასი ტენს დიდხანს ინარჩუნებს და მიწა გვიან შრება.
 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი და ჰაერგამტარი უნდა იყოს და კარგი იქნება თუ შემდეგ ნაზავში ჩარგავთ: ბაღის მიწას + ტორფი + ქვიშა და ცოტაოდენი პერლიტი. ქოთნის ძირში ჩაყარეთ დრენაჟი. 

 

როგორ გავამრავლოთ

მარანტას გამრავლება ბუჩქის დაყოფის გზით ან კენწეროს კალმის დაფესვიანებით შეგიძლიათ. ბუჩქის დაყოფა მცენარის გადარგვისას უნდა მოხდეს. კენწეროს კალმით გამრავლება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
კენწეროს კალმით გასამრავლებლად მცენარეს მოაჭერით 2-3 ფოთლით რომელიმე ტოტი და ჩადეთ წყლიან ჭურჭელში. როცა კარგად გაეზრდება ფესვები შეგიძლიათ გადარგათ ქოთანში და მოუაროთ ისე, როგორც ზრდასრულ მცენარეს.

მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ზოგჯერ მცენარეზე მავნებლების გაჩენას იწვევს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, მარანტას საპნიანი წყლით ფოთლები და ღეროები სათითაოდ გაუწმინდოთ ან კარბოფოსის ხსნარით შეწამლოთ. განსაკუთრებით ფოთლის ქვემოთა მხარეს, რადგან მავნებლებმა იქ იციან დაბუდება. პროცედურა 2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ და ასე მოიქეცით მანამ, სანამ მცენარეს მთლიანად არ გაასუფთავებთ.

ქვემოთა ვიდეოდან ისწავლით მარანტას სწორად მოვლისა და გამრავლების წესს.

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3686 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar