მამილარია (mammillaria)
21.02.2019, 11:44

მამილარია კაქტუსებთა გვარისაა.  ამ გვარს ეკუთვნის დაახლოებით 160 სახეობა. ამ ტიპის კაკტუსიmamilaria-ის სურათის შედეგი პირველად აღმოაჩინეს მექსიკაში,  მაგრამ ზოგი სახეობა მოდის სამხრეთ-დასავლეთით შეერთებული შტატებიდან, კარიბიდან, კოლუმბიიდან, ვენესუელა, გვატემალა და ჰონდურასდან. ამ გვარის კაქტუსები განსხვავდებიან ფორმით,  შეფერილობით და ყვავილის ფორმით. თუმცა ყველა არის სფერული ფორმის, სიმაღლეში იზრდება მაქსიმუმ 30სანტიმეტრის. მათი ღერო დაფარულია მჭიდროდ მოჯრილი ბორცვებით, რომელთა წევრზე ჯგუფ-ჯგუფად სხედან მჩხვლეტი ბუსუსები და ეკლები. ყვავილობს გაზაფხულზე, ყვავილები და გვერდითი ყლორტები ჩნდება ბორცვების უბეებში. ნაყოფი კენკრისებრია, წითელი ფერის, მწიფდება მეორე წელს. ნაყოფში მოთავსებულია შავი ან  ყავისფერი თესლი. ყვავილები აქვს 7მმ-დან 40 მმ-მდე ზომის, არის ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი და წითელ ყვავილიანი.

მამილარია აქტიურად გამოიყენება დეკორატიულ მემცენარეობაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ორანჟერეებისა და ოთახების გამწვანებაში. საოთახო მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებული სახეობებია: მამილარია ბაუმი, მამილარია ბლოსფელდიანა, მამილარია ზეილმანიანა, წაგრძელებული მამილარია, მამილარია კარმენი, მამილარია პარკინსონი, გრაციოზული მამილარია და მამილარია ბოკასანა. áƒ“აკავშირებული სურათი

 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

 

მამილარია ერთ-ერთი ყველაზე სინათლისმოყვარული კაქტუსია, თუმცა განათებისადმი მეტი მოთხოვნილება მცენარის ქვემოთ დაშვებულ „ფოთლიან“ სახეობებს აქვთ. ასე რომ, ასეთ სახეობებს მზის პირდაპირი სხივებიც ვერაფერს ვნებს და შეგიძლიათ, ოთახის ყველაზე კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათავსოთ. მამილარიას სხვა სახეობებს კი, მართალია, ნათელ ადგილას მოთავსება სჭირდება, მაგრამ დღის ცხელ მონაკვეთში მწველი მზე აუცილებლად თხელი ფარდით უნდა გაუფანტოთ.
მცენარისთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში 25-30 გრადუსია, თუმცა მცენარე უფრო მაღალ ტემპერატურასაც მშვენივრად უძლებს, ზამთარში კი10-12 გრადუსი.

დაკავშირებული სურათი

 

მორწყვის რეჟიმი:

დანარჩენი კაქტუსების მსგავსად ხშირ მორწყვას არც მამილარია საჭიროებს. ამიტომ ეცადეთ, მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში (ცხელ ზაფხულშიც კი) ზომიერად მორწყათ, შემოდგომის ბოლოდან კი მორწყვა მინიმუმამდე შეამცირეთ, მორწყეთ მაშინ როცა ბოლომდე გაუშრება. საერთოდ კაქტუსები ტენიანობის მიმართ მომთხოვნები არ არიან,მაგრამ ცხელ ზაფხულში მამილარიას უყვარს წყლის მისხურება.

 

 

სასუქი:დაკავშირებული სურათი

აქტიური ზრდის პერიოდში მამილარიასაც სჭირდება სასუქის მიცემა. კარგია კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქის მიცემა ორ კვირაში ერთხელ.

 

 

როდის და როგორ გადავრგათ:დაკავშირებული სურათი

ახალგაზრდა მამილარია ყოველწლიურად უნდა გადარგათ, მოზრდილი კი გადარგვას მხოლოდ 2-3 წელიწადში 1-ხელ საჭიროებს. 
იქიდან გამომდინარე, რომ მცენარე ძალიან ბევრ „შვილეულ წანაზარდს“ ივითარებს, ქოთანიც შედარებით დიდი და ფართო შეურჩიეთ, მხოლოდ არა ღრმა.

 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

ნიადაგი აუცილებლად ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს. შეგიძლიათ, საჭირო სუბსტრატისდაკავშირებული სურათი მოსამზადებლად, ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ნეშომპალა, კორდის მიწა და ქვიშა აურიოთ ან კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სუბსტრატი შეიძინოთ.
კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაივიწყოთ და ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად კენჭები ან კერამზიტის ნატეხები მოაფინეთ.

 

 

როგორ გავამრავლოთ:

მამილარია ადვილად მრავლდება შვილეული წანაზარდით. გაზაფხულზე ხილად მოარიდეთ შვილეული, ერთი ორი დღე მშრალ ადგილას დადეთ და შემდეგ ჩარგეთ პატარა ქოთანში. mamilaria-ის სურათის შედეგი

ასევე შეგიძლიათ თესლით გაამრავლოთ, ეს მეტ დროს და ყურადღებას მოითხოვს. თესლი უნდა ჩათესოთ ტორფისა და ქვიშის ნაზავში და დაასათბუროთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და პერიოდულად გაანიავეთ.

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1529 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar