კრასულა (ბარაქის ხე)
29.11.2018, 20:32

კრასულა ერთ-ერთი მცენარეა, რომელსაც წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის კრასულა-ის სურათის შედეგისიმბოლოდ მიიჩნევენ. მოსახლეობა კრასულას "ფულის ხის" სახელით იცნობენ.

რასაკვირველია, ეს ცრურწმენაა, მაგრამ კრასულა ისეთი ლამაზი მცენარეა, ჩვენს საცხოვრებელ ბინას განსაკუთრებით დაამშვენებს, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის წესები.

კრასულას სამშობლო აფრიკის სანახებია და შესანიშნავად იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ამიტომ ზაფხულში თავს ჩინებულად გრძნობ გარეთ. მას ველზე მეტად სინათლე უყვარს. ჩრდილში დადგმული მცენარე ლამაზ და ხშირ ფოთლებს ვერ ივითარებს. თუ მცენარე ცუდად განათებულ ადგილზე დიდხანს დგას, ფოთლები უგრძელდება და ეწელება. თუ სულ მზეზე დგას ნარინჯისფერ მოწითალო ან მოყავისფრო შეფერილობებს მიიღებს. თუ ამ დროს კრასულა მზის კაშკაშა სხივებს არ მოვარიდეთ, ფოთლები დაცვივდება.  კრასულა ისეთ ადგილზე უნდა დავდგათ, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებისას, რომ ფანჯრიდან მზის სხივები მცენარის ყველა ტოტს თანაბრად მოხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მცენარის ერთი მხარე უფრო კარგად განვითარდება, ვიდრე მეორე.

კრასულა-ის სურათის შედეგი

შემჩნეულია, რომ კრასულა ძლიერ რეაგირებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სახლში ეს ჯადოსნური მცენარე აქვთ გახარებული. თუ ვინმე ავად ხდება, მცენარის მდგომარეობა უარესდება, იწყებს ჭკნობას, ცვივა ფოთლები, თითქოს საკუთარ თავზე იღებს უარყოფით ენერგიას და როცა ადამიანი უკეთ ხდება, "ფულის ხე" ისევ გარდაიქმნება.

"ფულის ხის" დიდი პოპულარობის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი მისი შესანიშნავი ბაქტერიციდული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც სიძლიერით არ ჩამოუვარდება ალოეს. ფოთლების წვენი გარკვეული რაოდენობით შეიცავს დარიშხანსაც.

 

სასარგებლო თვისებები:დაკავშირებული სურათი

ტუჩებზე ჰერპესული გამონაყარისას, ბუშტუკებზე მოისვით კრასულას წვენი, შეშრობიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა.

ართრიტისა და ართროზის შემთხვევაში, 10-15 ფოთლისაგან გამოწურული წვენი წაისვით დაზიანებულ უბნებზე, ძილის წინ.

კრასულა არჩენს დამწვრობას, სტრიებს, ჭრილობებსა და ჩირქოვან მუწუკებს. ამისათვის საჭიროა დაზიანებულ უბნებზე დავიდოთ ფოთლების ფაფა და გადავიხვიოთ ბინტით. გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ შეურიოთ ალოეს წვენი.დაკავშირებული სურათი

კრასულას ფოთლების წვენი გამოიყენება გამონაყარისა და მწერების ნაკბენების დროს. შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ წაისვათ დღეში იარაზე.

ბუასილი: დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შველის უცბად.

ანგინა, ტონზილიტი: 10 ცალი ფოთოლი გაწურეთ და წვენში დაუმატეთ 200 გ თბილი წყალი. გამოივლეთ ყელი 3-5-ჯერ დღეში.

ხალხური რწმენით თუ კრასულა აყვავდა, სახლში უნდა ელოდოთ სიმდიდრესა და აღმავლობას. კარგი მოვლის პირობებში პატრონს სთავაზობს სტაბილურ შემოსავალს. ამიტომ პატრონი უნდა ეცადოს, არ გაახმოს იგი. 

 

როგორ მოვუაროთ:დაკავშირებული სურათი

კრასულა ადვილი მოსავლელი მცენარეა. მცენარეს უყვარს ნათელი ადგილი, მაგრამ ჩრდილშიც მშვენივრად გრძნობს თავს. არ უნდა ზედმეტი ყურადღება და დამწყები მეყვავილეებისთვის საუკეთესო არჩევანია. ზაფხულში კარგად იტანს სიცხეს, ზამთარში კი 15 გრადუსზე გამოაზამთრეთ, რადგან დაისვენოს, რომ გაზაფხულზე ახალი ძალებით დაიწყოს ზრდა. კრასულას არ უყვარს წყალი, უნდა მოირწყას ნიადაგის სრული გაშრობის შემდეგ. ზამთარში კი თვეში ერთხელაც საკმარისია. ფოთლები შეგიძლიათ გაუწმინდოთ ოდნავ სველი ჩვრით, რათა მტვერი მოაცილოთ ფოთლებიდან, რომ კარგად ისუნთქოს. 

კრასულასთვის ფორმის მიცემა თვითონვე შეგიძლიათ, თუ სიმაღლეში მძარდ ტოტებს მოაჭრით უფრო დაიბუჩქება, ან თუ სიმაღლეში მზარდი გსურთ, მაშინ ქვემოთა ტოტები უნდა შეაცალოთ.

 

ნიადაგი და გადარგვა:დაკავშირებული სურათი

ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, მთავარია იყოს ფხვიერი და კარგად ატარებდეს წყალს. კრასულას აქვს პატარა ფესვები, რამხელა მცენარეც არის იმის მესამედი ზომის ქოთანი სჭირდება. სასურველია ქოთანი იყოს თიხის, დაბალი და განიერი.

კრასულას გადარგვა ყოველ წელს არ არის აუცილებელი, მისი გადარგვა საჭიროა მაშინ როცა ფესვები გადაავსებს ქოთანს. ქოთნის ძირში უნდა გაუკეთდეს კარგი დრენაჟი. 

 

გამრავლება:დაკავშირებული სურათი

მცენარე კრასულა ადვილად მრავლდება ფოთლით და ტოტით. ფოთლით გამრავლებიდსას მოაცალეთ ფოთოლი და უბრალოდ დადეთ ქოთანზე, ცოტახანში განივითარებს ფესვებს და პატარა შვილუკას. 

ტოტით გამრავლებისას ნებისმიერი ტოტი ჩარგეთ ტორფნარევ ქვიშაში და პერიოდულად მორწყეთ. 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2579 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar