22.10.2018, 12:21 | |
კალათეა ხარობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც სხვა მცენარეების მოვლა: კალათეას მაღალი ტემპერატურა არ სჭირდება. ოპტიმალური ტემპერატურაა 16-25,ზამთარში კი ცოტა სიგრილეში ჯობს გამოზამთრება, მაგრამ ტემპერატურა 12 გრადუსზე დაბალი არ მოსწონს. ამიტომ ზამთარში ფანჯრის რაფაზე ნუ გამოაზამთრებთ, ერთ მყუდრო ადგილას დაასკუპეთ. კალათეას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად ეგუება. მთავარია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.
მორწყვა: მორწყვით ზაფხულში უფრო ხშირად დაახლოებით კვირაში 2-ჯერ მორწყეთ, ისე რომ მუდმივი ტენი ჰქონდეს, ზამთარში შედარებით ნაკლებად. აუცილებელია მიწის ზედა ფენა გაუშრეს და შემდეგ მორწყეთ. მოსარწყავად ნადგომი წყალი გამოიყენეთ. მცენარე ყოველდღე უნდა დაინამოს, გარდა ბარხატ ფოთლიანებისა. ასევე მოსწონს სადგამზე სველ კერამტმზიდიან სადგამზე ყოფნა(ტენიანობის ასამაღლებლად).
სასუქი: .იმისათვის რომ ლამაზად გამოიყურებოდეს მუდმივად სჭირდება კვება. თვეში 2-3 ჯერ აზოტის და კალციუმის შემცველი სასუქი უნდა მივაშველოთ.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს თებერვალ-მარტში სჭირდება გადარგვა. მას სუსტი ფესვები აქვს და რომ არ დაზიანდეს უმჯობესია თავისივე მიწით გადავრგათ. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, მიწა ძალიან არ უნდა დაიტკეპნოს რადგან ფესვებს უჭირს სუნთქვა. აუცილებელია ქოთნის ძირში დრენაჟის გაკეთება.იმისათვის რომ ლამაზად გამოიყურებოდეს მუდმივად სჭირდება კვება. თვეში 2-3 ჯერ აზოტის და კალციუმის შემცველი სასუქი უნდა მივაშველოთ.
ნიადაგი კარგი ფხვიერი უნდა იყოს. უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშისგან. ზოგჯერ უმატებენ ხის ქერქებსაც.
გამრავლება: კალათეას გამრავლება ძირის გაყოფით არის შესაძლებელი. სასურველია ნერგს 3-4 კარგად განვითარებული ფესვი ქონდეს. ასევე შესაძლებელია ფესურის დაყოფა. ფესვს ჭრიან 2-3 სმ -ზე და ასათბურებენ.
დაავადებები: ხშირად კალათეას ფოთლებზე უჩნდება ტრიფსი, აბლაბუდა, ფრთათეთრა, ბუგრი. ზომების მიღება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნიანი წყალი და სათითაოდ გაუწმინდოთ ფოთლები. პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირის შემდეგ. სწორი მოვლისას კი მცენარე თითქმის არ ავადდება.
ქვომოთ ვიდეოშია მოცემული კალათეას მოვლა-გადარგვა სახლის პირობებში.
| |
| |
ნანახია: 4366 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |