07.01.2019, 16:44 | |
კალანხოე მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სუკულენტი მცენარეა, მცენარეს მძლავრი ბიოველი აქვს, იგი ასუფთავებს ჰაერს მავნე ნივთიერებისგან და მტვრისგან. მას აქვს წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილები. ასევე არსებობს სამკურნალო კალანხოეც, რომელსაწ ოჯახის ექიმსაც ეძახიან.
მოვლა სახლის პირობებში: კალანხოეს ყველა სახეობას ერთნაირი პირორები სჭირდება. მისი მოვლა სახლის პირობებში ადვილია, თუ სწორად დაიცავთ მოვლის თავისებურებებს. კალანხოე შეგიძლიათ მოათავსოთ მზიან ფანჯრის რაფაზეც და ნახევრად განათებულ ადგილასაც. კალანხოე ადვილად ეგუება ახალ გარემოს. კალანხოე სუკულენტების მსგავსად ფოთლებში იგროვებს წყალს და შემდეგ იყენებს, ამიტომ იშვიათად სჭირდება მორწყვა. გაზაფხულიდან როცა თბილი ამინდებია უნდა მოირწყას მაშინ, როცა მიწის ზედაპირი კარგად გაშრება, ხოლო ზამთარში თუ გრილად გამოაზამთრებთ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია წყლის გარეშე გაძლოს. კარგია ზამთარში გრილად გამოაზამთროთ, რადგან კვირტები განივითაროს. პერიოდულად შეგიძლიათ თბილი შხაპიც მოუწყოთ, მხოლოდ რომლებსაც ბუსუსიანი ფოთლები აქვთ იმ სახეობისთვის ფოთოლზე წყლის მოხვედრა არ არის სასურველი.
სასუქი: სასუქის მიცემა შეგიძლიათ გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე, სასუქი უნდა მიაწოდოთ ორ კვირაში ერთხელ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები და პერიოდულად უნივერსალური სასუქი ოღონდ მითითებული დოზის ნახევარი. ზამთარში მცენარისთვის სასუქის მიცემისგან თავი შეიკავეთ.
როდის გადავრგათ: კალანხოე სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ ყოველ წელს სჭირდება გადარგვა. კარგია თუ აპრილის თვეში გადარგავთ ძველ ქოთანზე ოდნავ დიდ ქოთანში. გადარგვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ტოტები ადვილად ემტვრევა და მცენარე რომ არ დააზიანოთ. ქოთნის ძირში ჩაყარეთ სადრენაჟე მასალა და შემდეგ ჩარგეთ მცენარე. ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, მთავარია მოყიერი ნიადაგი იყოს.
კალანხოეს გამრავლება: კალანხოე ადვილად მრავლდება ფოთლით, ტოტით და შვილებით (რომელსაც ზოგიერთი სახეობა ფოთლის გარშემო ივითარებს): ფოთლით გასამრავლებლად საკმარისია ფოთოლი დადოთ თავისივე ქოთანზე და რამოდენიმე ხნის შემდეგ შვილიკოებს ამოიყვანს. კალმით გამრავლებისას უნდა მოაჭრათ ტოტი, ერთი დღე დადოთ რათა გამოშრეს, მოარიდოთ ქვედა ფოთლები და ჩარგათ ფხვიერ ნიადაგში და პერიოდულად დანამოთ მიწის ზედაპირი. შვილებით გამრავლება ძალიან ადვილია, ის თვითონვე სცვივა მცენარეს და ფესვიანდება.
| |
| |
ნანახია: 8851 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |