22.11.2018, 12:37 | |
კაქტუსები ორლებნიან მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება. აქვთ ეკლით, ბუსუსით ან ქერცლით დაფარული წვნიანი ხორცოვანი ღერო, რომელიც სფეროსებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული და სვეტისებრია, ზოგჯერ კი განრტყელებულია და დაყოფილია ნაწილებად. ფოთლები რედუცირებული აქვთ. ფოტოსინთეზი და ტრანსპირაცია ხდება ღეროთი, რომელშიც მძლავრადაა განვითარებული წყლის შემცველი პარენქიმა,სადაც ყწალი გროვდება. დიდ კაქტუსებში 2000 ლიტრამდე წყალი გროვდება. თითქმის ყველა კაქტუსს აქვს წიბოებიანი დვრილები. განსაკუთრებით დამახასიათებელია ე. წ. არეოლები (მკვეთრად შემოსაზღვრული ბუსუსიანი და ეკლიანი უბნები, რომლებიც ალბათ უბის კვირტებისგანაა წარმოშობილი). ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა. ყვავილები იშლება საღამოს ან გვიან ღამით. ცნობილია კაქტუსისებრთა 85 გვარი. ზოგიერთი კაქტუსის ნაყოფი და ღეროს რბილობი იჭმევა. ზოგს იყენებენ საქონლის საკვებად ( მაგ:უეკლო ოპუნციები), სათბობად და მსუბუქ საშენ მასალად (გამერქნებული ღეროები), ცოცხალ ღობედ (ეკლიანი ოპუნციები და ზოგი ცერუესი).
როგორ მოვუაროთ სწორად: კაკტუსის უამრავი სახეობა არსებობს. არის კაკტუსი, რომელიც მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ და რომელისაც უყვარს მზის სხივები. საერთოდ როგორც ყველა მცენარისთვის კაკტუსებისთვისაც სამ კრიტერიუმს აქვს ძირითადი მნიშვნელობა: განათება, ტემპერატურა და ტენიანობა. კაკტუსი განათებულ ადგილას უნდა დავდგათ მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოვარირაც შეეხება ტემპერატურას გრილ ადგილას, ან ოთახის ტემპერატურაზე თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ არის რომ კაკტუსი პირდაპირ მზეზეც მშვენივრად გრძნობს თავს. ირწყვება თვეში ერთხელ სიცხეში როცა მიწა გამოშრება. ნოემბრიდან თქვენს კაკტუსს იშვიათად დაასხით წყალი, მთელი ზამთრის განმავლობაში კი შეგიძლიათ ოდნავ დანამოთ. წყლის შემცირებასთან ერთად ტემპერატურაც უნდა შეუმციროთ და გრილ ოთახში გამოაზამთროთ, დაახლოებით 5-8 გრადუსზე. თვეში ერთხელ დანამეთ მხოლოდ მიწის ზედაპირი. თუ კაკტუსებს თბილ ოთახში ამყოფებთ ზრდას არ შეაჩერებენ და გაწელილი ფორმას მიიღებენ. მარტიდან ნელ-ნელა შეაჩვიეთ დღის სინათლეს და მზეს.რომ გამოაღვიძოთ მცენარე ყოველ დილით მიასხურეთ ცოტა წყალი 1-2 კვირა. ერთი კვირის შემდეგ მორწყეთ ოდნავ თბილი წყლით და ნელ- ნელა დაიწყებს გაღვიძებას. თუ შეატყვეთ რომ კაკტუსი მოიჭმუჭნა, არ შეგეშინდეთ ე.ი ყვავილობისთვის ემზადება. ზოგიერთი სახეობის კაკტუსი არ იყვავილებს თუ მას გვერდითა “შვილები” ჰყავს, ამიტომ უმჯობესია ისინი მოაცალოთ.
როდის და როგორ გადავრგათ: მცენარის გადარგვისთვის კარგი პერიოდია აპრილი, ამ დროს მცენარე გაზრდას იწყებს. გადარგვის წინ კარგად უნდა მოვრწყათ მცენარე. ფრთხილად ამოვიღოთ მიწიდან ძველი მიწა ჩამოვაცილოთ ფესვებიდან, ისე რომ ფესვები არ დაუზიანოთ. თუ დაზიანებული აქვს რომელიმე ფესვი მოაერით. გაითვალისწინეთ, რომ კაკტუსის ღრმად ჩარგვა დაუშვებელია, რადგან დალპება. მცენარეს უნდა უჩანდეს ოდნავ ძირი.
როგორ გავამრავლოთ: კაკტუსი მრავლდება თავისივე შვილიკოებით, რომელიც თვითონ მცენარეზე იძრდება. მოზრდილი შვილი ფრთხილად მოაცილეთ მცენარეს და დარგეთ ცალკე ქოთანში. | |
| |
ნანახია: 9961 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |