ჰამედორეა (ოთახის პალმა) (chamaedorea)
23.01.2019, 13:20

ჰამედორეა იგივე ოთახის პალმას სამშობლოა ამერიკა, გვარი მოიცავს 100-მდე სახეობას. დაკავშირებული სურათიჰამედორეა სახლის პირობებში იზრდება მაქსიმუმ ერთი მეტრის სიმაღლის. ბუნებაში კი შესაძლოა ორმეტრანახევარსაც მიაღწიოს. 

 

 

მოვლა სახლის პირობებში:

ჰამედორეა უნდა მოათავსოთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას, ისე რომ მზის სხივი არ მოხვდეს მცენარეს. ზაფხულში კი საშვალება გაქვთ გარეთ აივანზე მოათავსეთ, ოღონდ ისეთი ადგილი შეურჩიეთ მზე არ მიადგეს. სასურველი ტემპერატურაა 20-25 გრადუსი, ზამთარში კი კარგია თუ გრილად გამოაზამთრებთ, მაგრამ ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. ჰამედორეას უყვარს ტენი, მაგრამ არც ზედმეტი წყალია კარგი, რათა ფესვები არ დაულპეს. უნდა მოირწყას მაშინ, როცა მიწა ნახევრად გაშრება. უყვარს წყლის შესხურება. კარგია თუ თვეში ერთხელ თბილ შხაპს მოუწყობთ.

 

სასუქი:

სასუქი უნდა მიეწიდოს მარტიდან სექტემბრამდე. კარგია უნივერსალური სასუქი მისცეთ ორ კვირაში ერთხელ. áƒ“აკავშირებული სურათი

 

 

როდის გადავრგათ და როგორ ნიადაგში:

მცენარე ახალ ქოთანში მაშინ უნდა გადაირგას, როცა ფესვები მთლიანად შეავსებს ქოთანს. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი: ფოთლოვანი ტყის მიწა + ქვიშა + ტორფი და ცოტა ხის ნახშირი. კარგია ნიადაგში ჩაამატოთ ქოქოსის სუბსტრატიც. ქოთნის ძირში იყრება სადრენაჟე მასალა და შემდეგ თავისივე მიწით გადაიტანთ მცენარეს. 

 

 

როგორ მრავლდება:

მრავლდება ძირის გაყოფით ან დათესვით. სახლის პირობებში თესლი უნდა დაითესოს ტორფში და დაასათბუროთ. დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს ამოსვლას. დაკავშირებული სურათი

უფრო ადვილია გამრავლება ძირის გაყოფით, სასურველია ეს მოხდეს გაზაფხულზე, ფრთხილად გაყავით მცენარე და ჩარგეთ ფხვიერ მიწაში. მოუარეთ როგორც ზრდასრულ მცენარეს. 

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 9101 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.8/6
სულ კომენტარები: 0
avatar